Saturday, August 26, 2017


გაბედე ცხოვრება!!!!
თაობები მიდიან...
 თაობები მოდიან...
მიმავალნი თაობები წუწუნებენ, ვერ შეძლეს, ვერ გამოიყენეს ნიჭი, დრო, შესაძლებლობები, რომელთაც შეეძლოთ წარმატების გზაზე გაეყვანა,
ამდენი წუწუნი, იმედგაცრუება, სინანული, კი მაგრამ რატომ? ...
გაბედულებით აღჭურვა, ზუსტადაც რომ "აღჭურვა" ანგრევს სტერეოტიპებს, და წინააღმდეგობებს, რომელიც ჩვენს ტვინში, გონებაში, აღზრდაში და მენტალიტეტში ერთ დროს ღმად ჩაიბეჭდა,
გაბედე სიცოცხლით ტკბობა!!!!
მიეცი შენს თავს უფლება, უფლება სიხარულისა და ბედნიერებისა....
გაბედვაა შიშს თვალებში ჩახედო და უთხრა
-"დიახ მე მაინტერესებს შენი დიდი და გაფართოებული თვალების უკან რა დგას, კი არ მეშინია, არამედ მწყურია მისი ნახვა, მწყურია სამყაროს ფერებით ტკბობა, მწყურია შეუცნობელის შეცნობა...
გაბედავ და დაინახავ, რომ სულაც არ ყოფილა ასეთი საშიში, ამით მდიდრდები, ამ შეგრძნებებით, რომელიც ავსებს შენს სამყაროს, მერე კიდევ გწყურია ეს შეგრძნებები, კიდევ .... შენს თავში აღმოაჩენ შეუდრეკელ გმირს რომელსაც უკვე აღარაფრის ეშინია....
მომავალ თაობებს ბედნიერი თვალებით ეუბნები "მიდი შენც გაბედე, შიშის იქით არის ცხოვრება, ნუ გეშინია, გაბედე ოცნება, გაბედე იყო ბედნიერი, აი ამის მაგალითი აქ ვარ მე გავბედე და შენც ნუ გეშინიაააა, ერთ დროს მე გავბედე და დავიპყარი, ეს უდიდესი სიამოვნებაა..."
ჩვენი აწმყოში გაბედულობით ვქმნით ჩვენი მომავალი თაობის მომავალს, რომ თამამად დავიძახოთ "ჰეი ვინ მოდის მანდ მომავლიდან"

Tuesday, January 24, 2017

მართლაც და რა არის შობა ? 
უფლის შობამ რა უნდა უთხრას კაცობრიობას?
ეს ისტორია მოვისმინე საშობაო სიმღერასთან დაკავშირებით, რომელიც მოხდა შობის ღამეს, 1914 წელს დასავლეთ საფრანგეთში, პირველი მსოფლიო ომის დროს 
On Christmas Eve, 1914 in West France, WWI was still raging on, British and German soldiers locked in trench warfare, firing artillery and gunfire, but upon that night, both sides cease fire and the silence was broken by a man singing in the German trench. the rest of the German soldiers sung with him and the British join in. That song was Silent night. sung in both English and German in union. The following morning on Christmas day, they were preparing to attack each other again but General Fritz of the German forces emerged from the trench waving his arms, soon the soldiers followed with him. and soon British forces emerged from the trenches and meet their enemies in the middle of no man's land. They shook hands, greeting each other, giving each other food, alcohol, cigarettes and they played Soccer/football with Germans winning. They all hung out and talked, cutting up and console each other like brothers. Unfortunately it didn't last.. later that night, the fighting resumed, some of those soldiers who met each other, ended up killing each other. 
ჩავიკითხე და ტირილი მომინდა როგორი უსუსური ხდება ადამიანი, რომელსაც არ შესწeვს ძალა, რომ თქვას "მე ამისთვის არ მოვსუვალ რომ ჩემი სული დავამძიმო სხვისი სიცოცხლის მოსპობით", აუცილებელი არ არის იარაღი აიღო და მიუშვირო ადამიანს მოსკვლელად, „სიტყვა“ ყველაზე დიდი იარაღია, რომელიც კლავს და რომელიც აცოცხლებს.
 რამდენიმე წლის წინ ჩემს დედა ირინას  ვესტუმრე მამა ვიტალის სავანეში და მახსოვს მაშინ რომ მითხრა „დანით კაცსაც მოკლავ და პურსაც დაჭრიო“, რა საინტერესოა არჩევანი ადამიანის, არჩევანია მნიშვნელოვანი რას ირჩევს პურის დაჭრას რომ შენს მოძმეს გაუნაწილოთ თუ მასვე სიცოცხლე მოუსწრაფო...
თუკი სხვაზე ზრუნვის სურვილი გაგაჩნია არასოდეს გამოიყენებ დანას როგორც იარაღს, აი რატომ სწუხს მუდმივად ჩვენი უფალი, სწუხს ასე რომ გვძულს მის შვილებს ერთმანეთი, და როგორი პრობლემების და ბარიერების შექმნა შეგვიძლია ერთმანეთისთვის.
განა არ შეიძლებოდა ასეთი სიყვარული ბრძოლის ველზე გაგრძელებულიყო და ბოლოს დაბოლოს ყველას ერთად ეთქვა უარი სიძულვილზე, აქაც გამდედაოდა სჭირდება ადამიანს რომ „კომფორტის ზონიდან“ გამოვიდეს, მათ არ იციან შიშის იქით რა იმალება? შიში მისი უფროსებისა და აგრესიის წამომწყები „ბოსებისგან“ არადა ამდენი ადამიანის მართვის უნარი რომ ხალხმა მისცა, მისცა უფლება რომ მათზე ასე იბატონონ და არჩევანი პურის დაჭრასა და ადამიანის სიცოხლეს შორის გააკეთონ.
მართლადაც რისთვის მოვდივართ დედამიწაზე ნუთუ ამისთვის?






მე მგონია რომ ფულს ქალის ბუნება აქვს, მასავით შეუძლია გამრავლება, შენახვა, თუ ის ვერ მოიპოვეს მის

ლანძღვას იწყებენ, ეს ალბათ უცხო არ არის, არაერთხელ მოგვისმენია, როცა არ გამოსვლიათ მისი დაუფლება, დაპყრობა ათასი სიბინძურე დაუბრალებიათ.  ქალის  ღირსეულად მოპოვებას კი ღირებულებები სჭირდება, ვისაც უნდა რომ ღირსეულად მოიპოვოს და დაეპატრონოს მას, გამოიჩინოს ძლიერება ისე რომ იგრძნოს, რომ ის ღირსეულის ხელშია, რომ მას ჰყავს ის პატრონი ვისაც შესწევს ძალა და უნარი ფლობდეს  მის თავს, სწორედ მაშინქალი მთელი ცხოვრება ერთგული იქნება და მის გვერდით დარჩება,  იგი მოვა  აგაყვავებს და გაამრავლებს შენსცხოვრებას შენს ჯიშსა და გენს ამის ფლობას ირებულებები სჭირდება. ასეა ფულიც ვინც იცის როგორ მოეპყროს მას, იგი არასოდეს მოიხსენიებს მას როგორც უზნეოს, უწესოს, უსუსურს და კიდევ ათას სიბინძურედ.

Thursday, April 16, 2015




ნებისმიერ ადამიანს ვისაც არ უნდა ჰკითხოთ სურთ თუ არა იყოს ქვეყნის მმართველი და რაიმე შეცვალოს მისი ქვეყნის ცხოვრებაში ალბათ უმეტესობა უყოყმანოდ დაგთანხმდენათ, კი რასაკვირველია და ამას მოჰყვება ათასნაირი გამოსავალი ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის და უკეთესი ცხოვრების შექმნის ერთადერთ და უტყუარ სტრატეგიაზე და თანაც ისეთ დამაჯერებელ და ენეტგიული აზრებით ერთი წუთით სურვილიც კი გაგიჩნდებათ, ამ ადამიანს აუსრულდეს სურვილი. ეს ისე გულუბრყვილოდ თუ გავხვდებით წამიერერად არადა, რომ შევხედოთ გარეგნულადაც კი მიხვდებით ეს ადამიანი რის შემცვლელია და მითუმეტეს რის მმართველია თავისი თავი და ცხოვრება ვერ უმართია, ეს ქვეყანა როგორ უნდა  შეცვალოს, მაგრამ ერთი წუთით მოიცადეთ შესაძლებალია ყველა თითვეულმა მათგანმა ეს ოცნება თუ სურვილი იქნება დაიკმაყოფილოს კიდეც , რადგან ყველა ჩვენთანაგანს გვიყვარს ქვეყანა, სადაც დავიბადეთ გავიზარდეთ, სადაც გვისროლია ისარი, ყველას გული შეგვტკივა და გვინდა ჩვენი წვლილი შევიტანოთ ჩვენივე ქვეყნის ბედნიერ მომავალში.

მოდით წამოვიდგინოთ თითქოსდა თქვენი თავი თქვენი ფიქრები არის ქვეყანა და თქვენ ამ ქვეყნის მმართველი (თქვენ ხომ გინდოდათ მმართველობა და ქვეყნის სიკეთე) ხოდა აღმოაჩენთ ე.წ. თქვენს ქვეყანის წინაშე  დგას საზღვრებზე უსაფრთხოების პრობლემა და გაგიჩნდდათ სურვილი დეტალურად გაეცნოთ სიტუაციას და შემდეგ დაისახავთ პრევენციულ ზომებს,  ხედავთ რომ უამრავი ე.წ. აზრები და ფიქრები დგანან საკონტროლო გამშვებ პუნქტთან და რიგ-რიგობით ელოდებიან ვიზას რათა შეაღწიონ თქვენს ქვეყნაში, მაშინვე იფიქრეთ და გაეცით ბრძანება ყველა ქვეყანაში შემსვლელი და გამომსველი გაკონტროლდეს რათა თქვენ შეძლოთ პრობლემის სურათის სრულად დანახვა, ქვეყნის მმართველი ალბათ ასე მოიქცევა ხომ ასეა, თქვენ  ხომ უკვე გაქვთ ეს თანამდებობა.
მოკლედ შემოვიდა შემომსვლელი "ნეგატიური აზრი" მიყვებით მას გზაზე გაინტერესებს რას გააკეთებს, შემომსვლელი წაბრძანდა მოიარა თქვენი ქვეყანა დააბინძურა და დაანგრია გაანადგურა ზიანი მიაყენა და ასე გავიდა ქვეყნიდან, ეს აუცილებლად უნდა მოინიშნიოთ, შემდეგ შემოვიდა უიმედობა, ფიქრი და უსიამოვნო ამბებზე მოიარა მანაც ასეთივე "წარმატებით" ქვეყანა დააბინძურა... სადამდე შეიძლება უყუროთ ვიზიტორის ასეთ დამოკიდებულებას, თუკი გიყვართ თქვენი ქვეყანა, როგორც ქვეყნის მოყვარული და ასეთივე მნიშვნელობის თანამდებობის პირი აუცილებლად  მიიღებთ გონივრულ გადაწყვეტილებას და თქვენს ბრძანებაში ჩაწერთ იმ კანონებს რომლებიც იქნება ქვეყვნისთვის სასარგებლო და ვიზიტორისთვის ქვეყანაში მოქცევის უცილობელი წესი... არ დაგავიწყდეთ თქვენ ხართ მილიონიანი ქვეყნის მმართველი, პრეზიდენტი... ისევე როგორც თქვენივე გონებაში ათასობით ფიქრების გამტარებელი...
თქვენ რათქმა უნდა დაამყარებთ იდეალურ წესრიგს, ყველა ვიზიტორს მოუნდება ნახოს ის ქვეყანა, რომელიც ასე სამაგალითოდ გამოირჩევა წესრიგით, შრომით და აყვავებით... და თქვენ გაღიარებენ აღმაშენებელ პრეზიდენტად თუ ქვეყნის საუკეთესო მმართველად და ეს ნამდვილად სამართლიანიც იქნება თქვენს მიერ გაწეული შრომისა.... ახალა იგივე ანალოგია გადმოვიტანოთ ჩვენს ფიქრებზე,  დაუდარაჯდით თქვენს ფიქრებს და მათ დაუდეთ ასეთი კანონი, რათა ნეგატიურმა ფიქრებმა ვეღარ შემოაღწიონ თქვენს გონებაში... გახადეთ თქვენი გონება პოზიტივის, სიხარულის და აყვავებულ ქვეყნად... თქვენ ნამდვილად იმსახურებთ სიცოცხლით სავსე და ბედნიერ ცხოვრებას....
















Tuesday, January 20, 2015

ადამიანები რომლებიც საქართველოში დაიბადნენ და ცხოვრობენ ელოდებიან საქართველოს გაბრწყინებას, რაღაც ღრუბელი რომ არ ეფარებოდეს მზე აუცილებლად გაანათებდა არემარეს, მაშ რა არის ეს ღრუბელი ეს შავი ღრუბელი საქართველოს ცაზე. ტელევიზია  მუდმივად გადმოსცემს მიუსაფარ, შეჭირვებულ ადამიანებზე ინფორმაციას, რომლებიც გაუთავებელ პრიოტესტს გამოთქვავენ ხელისუფლებაზე მათ არსებულ ცხოვრებაზე, თურმე იმიტომ მისცეს ხმა, რომ მათი პრობლემები მოაგვარონ თვითონ კი ისხდნენ კარვებში და კბილების ღრჭიალით და სიგარეტის ღეჭვით უსამართლობაზე იმსჯელენ მუდმივი ფრაზა "აი რას გვიშვება მთავრობა..." , თემა კი ღრმად გაარჩიონ ისტორიული საქართველოდან უახლოეს საქართველომდე, როგორი უსამართლობაა საქართველოში... არავინ არ ფიქრობს  საიდან მოვიდა ეს უსამართლობა მათთვის მიუღებელი სოციალური მდგომარეობა, საიდან გაჩნდა ეს შავი ღრუბელი საქართველოს ცაზე და მხოლოდ საქართველოს პატრიარქის ილია მეორის იმედიანი ქადაგება "საქართველო გაბრწყინდება"... რომ როდესმე თუ როდის იქნება ის დღე საქართველო გაბრწყინდება...
ინფორმაციულ ხანაში ცხოვრების სტილიდან გამოდინარე ყოველდღე სიახლეში ვცხოვრობთ, პირად ცხოვრებაში კი დღეები დღეს მიჰყვება  წლების ისე შემოგვადნება ხელებში, რომ ერთ ადგილზე ვდგავათ გაყინულები, შავი ღრუბლის არსებობა სხვა თუ არა საკუთარი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლის პასუხისმგბლობის მოხსნაა, უაზრო დიალოგი საკუთარ თავთან, რომელსაც ყოველთვის წინააღმდეგობაში მოვყავართ ... რომელიც იწვევს დეპრესიას და აპათიას...
მახსნედება ჩემი ბავშობის ზღაპარი ალისა საოცრებათა ქვეყნიდან, ალისა მიხვდა, რომ პრინცი არ არსებობს.... არ არსებობდა ის ადამიანი ვინც ხმალს აიღებდა და მის ნაცვლად ურჩხულს  დაამარცხებდა... იქნებ ყველამ ერთად მოვძებნოთ ძალა ავიღოთ ჩევნს ცხოვრებაზე პასუხისმგრებლობა ნუ დაველოდებით პრინცებს, პარლამენტის გადაწყვეტილებებს, არჩევნებს ვინც უნდა გააკეთოთოს ჩვენი გასაკეთებელი საქმე, მაშინ აღარავინ იქნება  დამნაშავე, აღარავისზე იქნება პასუხი მოსათხოვი, კარვების ნაცვალდ აგური აგური დავადოთ და ისე ავაშენოთ ჩვენთვის სასურველი ცხოვრება, დავანებოთ კბილების ღრჭიალით მოუწესრიგებელი ცხოვრების სხვაზე გადაბრალებას, ყველა ერთად ასე გავფანტავთ შავ ღრუბელს და საქარველო გაბრწყინდება,...
თუკი დავამარცხებთ ურჩხულს, უპასუხისმგებლობას, დავამარცხებთ სიზარმაცეს და მივცემთ საკუთარ გონებას აზროვნების საშუალებას, იმოქმედებთ, იფიქრებთ სიკეთეზე სიყვარულზე, ერთმანეთის მიტევებაზე, ეს აუცილებლად გამოიღებს ნაყოფს ღრუბელიც გაქრება და ბოლოს და ბოლოს საქართველოში მოვა ბედნიერება....

Tuesday, January 6, 2015


თხოვნა თუ მოთხოვნა ორივე ისეთი სიტყვა თითქოს ერთამანეთს ჰგავს აზრობრივად...
საინტერტესო ამბავი რომელიც სულ ეხლახანს მოხდა ახალი წლის  ზარ-ზეიმით შეხვედრის შემდეგ, ბანკში ჩემი რიგის ნომერს ვამოწმებდი ერთი მამაკაცი დამადგა თავზე მათხოვრობდა, სიმართლე გითხათ გამიკვირდა ასეთ დაწესებულებებში აკონტროლობენ შემომსველელებს  გავხსენი საფულე, ხურდა მომეძებნა, ის კი ისეთი სახით გაფაციცებული მიყურებდა, შევამჩნიე ჩემს საფულეში ხურდის დათვალც კი მოასწრო, ხელის გულზე ხურდა დაუდე, მაგრამ უკმაყოფილომ შემომხდა აშკარა მეტს ელოდებოდა, შემდეგ კანფენტი მომთხოვა, მეც უკმაყოფილომ როგორც გვჩვევია ხოლმე ჩავილაპარაკე - "რა თავხედია არავინ მისცა ხურდა და კიდევ მე მთხოვს, იმის მაგივრად რომ მადლობელი იყოს მიღებულითქო"....
მთელი დღეს ვფიქრობდი ამ ადამიანზე და ჩემს პროტესტზე ......
- შეცდომა......
-შეცდომა..... შეცდომა ადამიანის არსებობაში, შეცდომა... ასე ფიქრი საკუთარ თავზე, საკუთარი თავის ამ სამყაროში არსებობაზე...
- შემეცოდა მის სულში ჩადებული ღვთაებრივი სიყვარული და უეცრად გულიდან წამომივიოდა ეს სიტყვები.... - შენ მეტს იმსახურებ ვიდრე ბანკში, ქუჩაში მარკეტების კარებში გაშვერილ ხელში და ხელის გულში 5 თეთრიანი...
- შენ მეტს იმსახურებ, დაუმტკიცე შენ თავს შენ მეტს იმსახურებ, გაუმხილე შენს თავს... შენ ამისთვის არ მოსულხარ, შენს მეტს იმსახურებ ვიდრე მიწაზე ასე იხოხო....
- მშობლების შეცდომა, იქნებ გარემოებების არსებობა?
- სიყვარულით და სიყვარულში აღზრდა..
რატომ გაძარცვე შენი თავი გრძნობებისაგან, საკუთარი თავის სიყვარულისგან, ნუთუ ამის მეტი საჭიროება აღარ გაქვს?
შენ მეტს იმსახურებ ვიდრე ნაგვის ბუნკერში ბოთლების და საჭმლის ძიება ანდა ბანკის მოსაცდელში გაშვერილ ხელში ჩაგდებული ხუთი თეთრი, არა არ დანებდე!!!  გესმის შენ მეტს იმსახურებ!!!! გემის მეტს!!!!...
რატომ ვღიზიანდებით ადამიანები ასეთ ადამიანებზე რატომ? ჩვენც განვიძარცვეთ გრძნობებისაგან არადა ეს ხომ სამყაროს ძარცვაა ადამიანური გრძნობებისაგან.... გაუთავებელი ინფლაციები, ტელევიზორში საშინელებათ ახალი ამბები, იმის ბოლომდე შეგრძნება რომ არავის სჭირდები, არავინ გყავს გულშემატკივარი, ულუკმა-პუროდ დაიღუპები ისე რომ შენს გვერდით ადამიანს ნირიც კი არ შეეცვლება... ნუთუ ამას ვნატრულობდით თავისუფლების გაბრწყნებული თვალებით.....
-შენ მეტს იმსახურებ, უფალს ყველა ერთნაირად ვუყვარვათ ყველასთვისაა ეს სამყარო... ყველას მოგვეცა ხელი, ფეხი, აზროვნება.....
- არა შენ მეტს იმსახურებ, ვიდრე ეკლესიის კარებში დაჩაგრული თვალებით ხელის გულზე 5 თეთრიანით მიღებული ბედნიერება...
- არა შენ მეტს იმსახურებ, სამყაროდან ისეთივე ყვავილი ხარ და სიმდიდრის ნაწილი, როგორც ეს სამყაროა, როგორც მზიანი დღე და უღრუბლო ლურჯი ცა....
ნუ გააღარიბებ, ნუ გაძარცვავ მას შენი გულ გატეხილი ცხოვრებით, რადგან შენ ხარ სიმდიდრე სამყაროსთვის შენ მეტს იმსახურებ ვიდრე ცრემლების მდინარით მიღებული გატანჯული ცხოვრება...
- არა შენ მეტს იმსახურებ, შენ მეტი ხარ ვიდრე საბრალო დაჩაგრული, გაწამებული თვალებში ჩასახლებული სიღარიბე, საცოდაობა მოკალათებული ვიდრე 5 თეთრიანი შენს რკინის ყუთში, რომლის ჩხრიალი ბედნიერებად, იმედად რომ წკრილალებს...
-არა შენ მეტს იმსახურებ, რადგან შენ მეტი ხარ ვიდრე შენი რეალური ცხოვრება.....
არასოდეს დანებდე... ბედნიერების შექმნის მასალა ჩვენს ხელშია....ჩვენს ფიქრებში, ჩვენს წარმოსახვებში...

Monday, December 8, 2014


"საუკეთესო რამ რასაც შეიძლება ცხოვრებაში დავეყრდნოთერთმანეთია."
- ოდრი ჰეპბერნი

ამ მშვენიერი ქალბატონის სიტყვებით მინდა დავიწყო ჩემი მორიგი სტატია, რადგან  ეს სიტყვები  იხილა ჩემა თვალება შუა ქალაქში......

სულ რამდენიმე დღის წინ პიროვნული ზრდის ტრენინგზე მივიჩქაროდი, მაგვიანდებოდა .. პეკინისა და საბურთალოს ქუჩის კვეთაზე თვალებში შემომხვდა ძლიერი თავგანწირული თვალები. ამ უცნაური თვალების მზერის არიალი ნელ-ნელა გავზარდე, როგორც მაუსით შემოსაზღვრული მონიშვნა. ჩემს თვალწინ გაიშალა სცენა... დავინახე ჯერ ამ თვალების პატრონის სახე, შემდეგ ჩემი მზერა მის ფეხის iდურებს, რომ მისწვდა მისმა თვალებმა მეტი თავგანწირვა შეიძინა თითქოს ამბობდა "მე ვარ ვისაც არ შეუძლია მაგრამ, რადგან ჩემს გვერდში მდგომს სჭირდება ჩემი თვალის სინათლე, მე ვალდებული ვარ... " ჩემი ცნობიერება აწყობდა გამოსახულებებს ცერებრალური დამბლით დაავადებული გოგონას დაგრეხილი გაუმართავი წვივებით და ტერფებს... ჩემი მზერა ახლა მის ხელებზე გადავიდა ახლა კი აღმოვაჩინე, რომ მას ხელი მაგრად ჰქონდა ჩაჭერილი მისივე ასაკის მქონე ბიჭზე, ყურადღება ახლა ამ ადამიანზე გადავიტანე და ჰიო, საოცრებავ!!!!   რა დავინახე... ახალგაზრდა, სულ ახალგაზრდა ბიჭს, რომელსაც თვალებში სიცარიელე იკითხებოდა ეტყობოდა, რომ ბრმა იყო ხელში ჯოხი ეჭირა და მყარად მიაბიჯებდა გადასასვლელ ბილიკს მწვანე შუქნიშანზე, მათ ერთმანეთი მოჰყავდათ... ამ სურათით გამოწვეულმა ემოციამ გამაჩერა, გამაშეშა, ისეთი რამ დავინახე რომელიც შეიძლებოდა სადმე წამეკითხა ანდა სადმე ფილმშიც კი მენახა, გაოგნებულმა გადავკვეთე ქუჩა და რომ შემოვტრიალდი კვლავ გავაყოლე მზერა ამ ორ სამაგალითო ადამიანების გმირულ ნაბიჯებს, მათ ერთმანეთი მიყავდათ ინვალიდს თავსი ჯანმრთელი თვალებით, ხოლო ბრმას მისი მყარი ნაბიჯებით...

არ ვიცი ამ სურათს კიდევ რა ახსნა უნდა მოუძებნოთ ადამიანებმა ბუნება და სამყარო გვასწავლის როგორ უნდა ვიცხოვროდ ერთად და გავიტანოთ ცხოვრება ერთმანეთის გვერდში დგომით..

ეს იყო თვალსაჩინო სურათი იმისა, რომ შეუძლებელი არაფერია..... იქნებ დავფიქრდეთ რა შეგვიძლია ჩვენ ანდა სად გვჭირდება დახმარება, დავფიქრდეთ როგორ შეგვიძლია შევცვალოთ სამყარო და გავხადოთ სამყარო ბედნიერების დანიშნულების ადგილად......


Thursday, November 20, 2014

აუზა რომელიც იქმნება შუალედით, მდუმარება არ დაშურებულ ძალისხმევასა და რეზულტატს შორის, როგორი მდუმარეა, თითქოს ფოთლების შრიალიც კი აღარ ისმის ხოლმე, იქ არავინაა, მხოლოდ სიმშვიდე და სასიამოვნო მდუმარება.... ნამდვილად არ ვიცი ეს რა ენერგიაა, რითი ივსება ეს ენერგია, არც სუნი აქვს და არც გემო, არც არანაირი შეგრძნებაა, ეს ის ენერგიაა რომელიც დასვენებას გკარნახობს თითქოს ყურში ჩაგჩურჩულებს დაჯექი და დალოდე, ზედმეტი არ მოგივიდეს, ნუ წუხარ ეს უკვე ზედმეტია, შენ ის ენერგია შექმენი რომელმაც ახალა თავისი საქმე უნდა გააკეთოს, რა საინტერესოა სამყაროში როგორ ვქმნით ჩვენეულ ენერგიას, რომელსაც შეუძლია გადაატრიალოს ჩვენი ცხოვრება, ადამიანების ბედი.... სამყაროში შექმნილი ყველა ენერგია ჩვენი მისამართითაა გატყორცნილი, რომელიც პაუზის შემდეგ უხვად უკან ბრუნდება, აი მაშინ ხდება შეგრძნება ახალი თვით შეფასებისა, ანუ ჩვენ ვაფასებთ ჩვენს თავს დაბრუნებული ენერგიით, მაშინ დგება შეფასება თურმე რა შეგძლებია რომელსაც ასეთი შედეგი მოაქვს, პაუზის ხანგრძლივობა არ ვიცი როგორაა დამოკიდებული რეზულტატის გრანდიოზულობაზე, ალბათ პირდაპირ პროპორციულად, თუ ცოტას გააკეთებ ცოტასაც მიიღებ.... პაუზა არის ის რაც გულს გიჩქროლავს, როცა ფიქრობ რამე ხომ არ დავაკელი, რა არ გავაკეთე, რატომ იგვიანებს შედეგი.... პაუზა დიდებული რამაა ეს არის წინა პირობა რეალური გამარჯვებისა, რომელიც დროშას ხელში აგაღებინებს და ყველაზე დიდი მთის წვერლვაზე შენივე ხელით დაგადგმევინებს, და თან ისეთ ბღავილი აღმოგხდება პირიდან, რომ შენთვითონვე გაგიკვირდება, თითქოს შენს თვალწინ შეიქმნა ახალიმე“, „ახალი ადამიანი“, რომელიც ეს ესაა გააცნობიერე, რომ ეს შენ ხარ.. განცდილი უდიდესი გამარჯვების ნეტარებით, რომელიც აღარ ფიქრობს რამდენი ოფლი ღვარა, რამდენი იწუწუნა, რამდენი იტირა, ეს ყველაფერი უკანაა წინ დიდი ფრიალა დროშა გიჭირავს რომელითაც სამყაროს ამცნობ შენს გამარჯვების ბედნიერებას.....
პაუზა დიდებული რამაა.... პაუზის განცდა ნუ შეგვაშინებს, ის წამი, ის წუთი, ის საათიც იქნებ დღეებიც ან წლებიც, რომელსაც ველოდებით... იცოდეთ რომ მას ასეთი ბედნიერება მოაქვს ის წინ უდგას იმ კარებს, რომლის გასაღებსაც ფლობს და მის გადატრიალებაზე ზუსტად იმ წარმატების კარებს აღებს, საიდანაც წარმატების ბედნიერების სხივები იმალება, რომელიც მზადაა მისმა უდიდესმა სხვივმა მთლიან სითეთრეში მოგაქციოს, მარტოობის სამყაროში ბედნიერება აღმოგაჩეინოს, სადაც არსებობს გამარჯვების ბედნიერებით ტკობა.
პაუზა არსებობს იქ სადაც შემოქმედებაა მუსილაკური პაუზა, რომელიც უდიდესი მუხტის წინ დგას, რომელიც ხსნის მუსიკალური ნაწარმოების ყველაზე დიდი ემოციას.....
სამყარო შემოქმედებითია, ჩვენც მისი ნაწილი... პაუზა ალამაზებს სამყაროს და საინტერესოს ხდის რა დგას მისი დასრულების შემდეგ.... შემდეგ კი რეზულტატია...ემოცია... ყველაზე საინტერესო, რომელიც აფასებს გაწეულ ენერგიის შედეგს..