Wednesday, April 17, 2019

მშობლიურო ჩემო მიწავ, 
შენს საყვარელ სახელს ვფიცავ, 
რომ დავიცავ შენს სიმაღლეს, 
შენს მშვენიერ ჩანგს დავიცავ!
ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე
გახსოვთ ალბათ ეს ძვირფასი ლექსი, რამდენიმე ვიდეო შემომხვდა ინტერნეტ სივრცეში ე სადაც ტურისტები აღფრთოვანებულები საუბრობდნენ  საქართველოს და ქართველების უნიკალურობისა და სასწაული სიყვარულით სტუმარ მოყვარეობისა და სუფრის მადლი, სტუმარი  ღვისაგან მოსულია და სიყვარული უფლისადმი სტუმრის სიტყავრულით დახვედრაშია, მომინდა დამეწრეა მე ბედნიერი და თან ამაყი ვარ ამ ქვეყნის შვილი ვარ დაა ი რა მოხდა:
დავიწყე წერა....
მე ვხოვრობ ყველაზე მდიდარ და ბედნიერ ქვეყანაში, სადაც სიყვარულია, სიყვარული მოჭარბებული დოზებითაც კი, სანამ წინადადება დავასრულე გონებამ დამაწია საწინააღმდეგო ფიქრები ჩემს სამშობლოზე, ჩაიცინა შენ იმ ქვეყნის შვილი არ ხარ სადაც მთავრობა არ ზრუნავს ხალხზე, ეს ის მდიდარი ქვეყანაა სადაც სოციალურ დაუცველთა ბაზა არსებობს, შენ იმ ქვეყნის შვილი არ ხარ სადაც ექიმი კლავს პაციენტს, და აფთიაქში წამალი კლავს მომავალ თაობას, სადაც ინფექციური დაავადებებით აშინებენ და აფეთებენ ადამიანებს... შენ იმ ქვეყნის შვილი არ ხარ სადაც ამდენი იმედგაცრულებული ადამიანი ცხოვრობს?!....
მე კი ჯიუტად ვაგრძელებ .... მე ვცხოვრობ  ღვთითკურთხეულ მიწაზე, სადაც ბუნებრივი რესურსების გასაოცარი მრავალფეროვნებაა... აქაც წამომეწია მამტკიცებელი წინადადებები "ჩემს ტურფა" საქართველოზე რამდენიმე წლის წინ ბორჯობის ტყე დაიწვა, განადგურდა, ფაროსანამ გადაჭამა საქართველო, მიწები იყიდება, ხეები ნატვრის ხეებს გვანან პოლიეთილენის პარკებით მორთული, ადამიანები რომელსაც შეუძლიათ მანქანის ფანჯრებიდან გააფრიალონ ნარჩენები, და თან კარგად შეუკურთხონ ცხოვრებას, რომელიც თავინთმა ქვეყანამ არგუნა და   რომლებიც მერე ჩვენს ღვთისკურთხეულ მიწაწყალს ეფინება....
მე კი ვამბობ....  მე ვცხოვრობ სასწაულ  ქვეყანაში, სადაც ყველას უჭირს მაგრამ ყველას შეუძლია სტუმარს უსასრულო სიყვარული აჩუქოს, რადგან მას ღვთის საჩუქრად თვლის და არ თვლის ამ მიწა წყალს ღვთის საჩუქრად, ეს სასწაულია... თუ გაუცნობიერებლად საკუთარი თავის და ქვეყნის მიღება...
მე კიდევ ჯიუტატ ვიმეორებ...  მე ვცხოვრობ ტურფა ქვეყანაში, იმიტომ რომ მე ის მიყვარს და ვცდილობ არ დავანაგვიანო და შევიგრძნო მისი სიყვარული ბოლომდე, ეს არის ჩემი დამოკიდებულება, როგორც ერთ-ერთი ამ ქვეყნის შვილისა, მრავალშვილიანი შვილისა, ზოგ შვილი აღმერთებს თავის მშობელს და ზრუნავს მასზე, მადლიერებით და სიყვარულით უყურებს მას,  ზოგიც უმადურია  კიდევ რატომ იმაზე მეტი არ გაუკეთა არაფრად აგდებს იმას რაც მანამდე ყველაფერი გაიღო მისი აღზრდისა და ცხოვრებისთვის, მხოლოდ მშობლის ბრალეულობაა რომ ის ასე იდეალურად კარგად ვერ ცხოვრობს.
 ეს არის ჩვენი დამოკიდებულებები და მეტი სხვა არაფერი, დამოკიდებულება ყველაფრისადმი მათ შორის სამშობლოსადმი, ცხოვრებისადმი, როგორც უყურებთ, როგორც ვაფასებთ რაც გვაბადია, მჯერა რომ ბედნიერი ვარ ამ ქვეყანაში, ტურფა საქართველოში, მდიდარი ვარ ჩემს ქვეყანაში და მე ვაფასებ ამ სიმდიდრეს ის რაც მე მაბადია ღვთის წყალობით... "სადაც ვშობლივარ გავზრდილვარ სად მისროლია ისარი..."- აი რა მაბედნიერებს და მეამაყება....
მშობლიურო ჩემო მიწავ, 
შენს საყვარელ სახელს ვფიცავ, 
რომ დავიცავ შენს სიმაღლეს, 
შენს მშვენიერ ჩანგს დავიცავ!
დიახ, დავიცავ,  დავიცავ ჩემს გულს სიყვარულში, რომელიც ჩემა მშობელმა და ჩემმა ტურფა საქართველომ ააგიზგიზა....

0 comments:

Post a Comment