Friday, March 15, 2019


რამდენი ადამიანისთვის გვითქვამს ეს სიტყვები - მადლობა სიყვარულისთვის... და საკუთარი თავისთვის  თუ გითქვამს - ალბათ არა....




შეიყვარეთ საკუთარი თავი, რომელშიც დევს უფლის ღვთაებრივი ბუნება, რადგან თქვენგან წამოსული ემოცია და განწყობა კვებავს თქვენივე ოჯახს, ახლობლებს, თქვენს გარემოცვას...

არ დაიწყო ეხლა ქართველებმა სხვანაირი სიყვარული ვიცით, ყველაზე გადაყოლილები ვართ შვილებზე, ოჯახებზე...  სხვათაშორის ქართული ანდაზა გვასწავლის - "ჯერ თავო და თავოო მერე ცოლო და შვილოო..."
ნუ იქნები ასეთი კრიტიკული და სასტიკი საკუთარი თავის მიმართ, შეიყვარე საკუთარი თავი ის ყოველთვის გელოდება როდის აუხსნი მას სიყვარულს... ნუ დატოვებ შენს თავს უსიყვარულობის ჯუნგლებში... მიეცი მას ბედნიერებისა და სიყვარულის შანსი და ის აუცილებლად გაგაოცებთ სასიყვარულო მოულოდნელობით, აგატირებ ბედნიერების ცრემლებით...

სიყვარულით დონარი


0 comments:

Post a Comment