Monday, October 22, 2018



მდიდარი და ღარიბი ადამიანების ურთიერთობები ყოველთვის აქტუალური იყო და დღესაც რჩება...
მაშ ასე ჩემი მოსაზრება...
ილია ჭავჭავაძის "ოთარაანთ ქვრივი" გამახსენდა ხიდჩატეხილობის საკითხთან დაკავშირებით, ყველას გემახსოვრებათ  ამ ნაწარმოებში გაჟღერებული თემა...
ახალა მკითხავთ ეს რა კავშირშია ეს მოთხრობა ფულის ნაკადთთან, მაგრამ მინდა ამ პრობლემას სხვა კუთხით შევხედოთ ....
როდესაც შემოგთავაზეთ, წასულიყავით ძვირადღირებულ ადგილებში... თქვენი შედეგებით და ჩემი გამოცდილებით ერთადერთი აზრი მომივიდა - ეს ხომ "ხიდჩატეხილობაა"- ჩვენ გვეშინია ერთმანეთის - მდიდარს ღარიბის, ღარიბს ეშინია მდიდარი რას იტყვის მასზე... მდიდარს ეშინია ღარიბი ადამიანის აგრესიის, მიუღებლობის, ყველაზე მშვიდობიანი ეს არის " მშვიდობის ხიდის გადება" - მეც ხომ შენნაირი ადამიანი ვარ მეც მაქვს ამის უფლება...
ხიდჩატეხილობის პრობლემა, მაშინ როდესაც ილია ჭავჭავაძემ ხმამაღლა ამხილა, მაშინდელი "მაღალი კლასის საზოგადოება", დღევანდელთან შედარებით ადვილად დაძლევად მესახება, მაშინდელი სოციალური კიბე გაცილებით რთული თემა იყო ვიდრე ახლა, ახლა შეგვიძლია ჩვენს თავზე ვიმუშაოთ განვთავისუფლდეთ იმ შემზღუდველი აზრებისგან რომლებიც ქმნიან ხიდჩატეხილობას...
ყველას აქვს იმის შანსი რომ თავისი ოცნებები აისრულოს, ასე რომ არ ყოფილიყო მაშინ მამა ღმერთი ჩვილ ისესოს მდიდარ პალატებში მოავლინებდა და არა ბაგაში, ღარიბულ ადგილში... ვფიქრობ რომ ეს იყო აშკარა ჩატეხილი ხიდის გამთელების იდეა... ჩვენ ვართ უფლის ქმნილებები, რომლებიც თავისუფლებისთვის -  ჩვენი თავის ფლობისთვის უნდა ვისწრაფოდეთ...
შიმონ პერესის სიტყვებს მოვიხსენიებ - "ჩვენ აღმოვაჩინეთ ყველაზე დიდი სიმდიდრე და ეს სიმდიდრე ადამიანია" - ადამიანი ქმნის სიმდიდრეს და არა სიმდიდრე ადამიანს...
რატომ არ გვაქვს საკმარისი ფული ნიშნავს, რომ არ ვაძლევთ ჩვენს თავს იმის უფლებას რათა ჩვენს ცხოვრებაში მატერიალური სიმდირე - ფული მოვიდეს... ჩვენ თავადვე ვბლოკავთ ამ ნაკადს ხიდჩატეხილობის ეგიდით, ერთმანეთის უნდობლობით...ზედმეტი პასუხისმგებლობების და ვალში არ ჩაგდების დაცულობით.
ფინანსურად უზრუნველყოფილი ადამიანი ნიშნავს იმას რომ მან მატერიალურად შეძლო უზრუნველყო საკუთარი თავი, .. მას გააჩნია გამოცდილება ამ საკითხში... ხიდი კი არ უნდა ჩავტეხოთ და გვერდზე გაუდგეთ ერთმანეთს, ერთმანეთი გვძულდეს და არ ვიღებდეთ ერთმანეთს სიყვარულით არამედ დაუკვირდეთ მის აზროვნებას, მის ქცევას, მის უნარებს, მის დამოკიდებულებას ფულისადმი და მიხვდებით აუცილებლად მიხვდებით, რომ შიში არის ის ბლოკი რაც გვაშორებს მატერიალურ უზრუნველყოფასჩვენ ადამიანები ერთნაირი უფლებებით დავიბადეთ და ყველას გვაქვს მატერიალური უზრუნველყოფის უფლება, ვინაიდან მატერიაში ვართ და ჩვენი წილი და საკმარი ყველაფერია დედამიწაზე... მინდა რომ ამ აზრით მოვიხსნათ უფულობის ბლოკი
 - დიახ მეც შემიძლია მქონდეს და ამაში არაფერია გასაკვირი და მიუღწეველი...