Monday, December 8, 2014


"საუკეთესო რამ რასაც შეიძლება ცხოვრებაში დავეყრდნოთერთმანეთია."
- ოდრი ჰეპბერნი

ამ მშვენიერი ქალბატონის სიტყვებით მინდა დავიწყო ჩემი მორიგი სტატია, რადგან  ეს სიტყვები  იხილა ჩემა თვალება შუა ქალაქში......

სულ რამდენიმე დღის წინ პიროვნული ზრდის ტრენინგზე მივიჩქაროდი, მაგვიანდებოდა .. პეკინისა და საბურთალოს ქუჩის კვეთაზე თვალებში შემომხვდა ძლიერი თავგანწირული თვალები. ამ უცნაური თვალების მზერის არიალი ნელ-ნელა გავზარდე, როგორც მაუსით შემოსაზღვრული მონიშვნა. ჩემს თვალწინ გაიშალა სცენა... დავინახე ჯერ ამ თვალების პატრონის სახე, შემდეგ ჩემი მზერა მის ფეხის iდურებს, რომ მისწვდა მისმა თვალებმა მეტი თავგანწირვა შეიძინა თითქოს ამბობდა "მე ვარ ვისაც არ შეუძლია მაგრამ, რადგან ჩემს გვერდში მდგომს სჭირდება ჩემი თვალის სინათლე, მე ვალდებული ვარ... " ჩემი ცნობიერება აწყობდა გამოსახულებებს ცერებრალური დამბლით დაავადებული გოგონას დაგრეხილი გაუმართავი წვივებით და ტერფებს... ჩემი მზერა ახლა მის ხელებზე გადავიდა ახლა კი აღმოვაჩინე, რომ მას ხელი მაგრად ჰქონდა ჩაჭერილი მისივე ასაკის მქონე ბიჭზე, ყურადღება ახლა ამ ადამიანზე გადავიტანე და ჰიო, საოცრებავ!!!!   რა დავინახე... ახალგაზრდა, სულ ახალგაზრდა ბიჭს, რომელსაც თვალებში სიცარიელე იკითხებოდა ეტყობოდა, რომ ბრმა იყო ხელში ჯოხი ეჭირა და მყარად მიაბიჯებდა გადასასვლელ ბილიკს მწვანე შუქნიშანზე, მათ ერთმანეთი მოჰყავდათ... ამ სურათით გამოწვეულმა ემოციამ გამაჩერა, გამაშეშა, ისეთი რამ დავინახე რომელიც შეიძლებოდა სადმე წამეკითხა ანდა სადმე ფილმშიც კი მენახა, გაოგნებულმა გადავკვეთე ქუჩა და რომ შემოვტრიალდი კვლავ გავაყოლე მზერა ამ ორ სამაგალითო ადამიანების გმირულ ნაბიჯებს, მათ ერთმანეთი მიყავდათ ინვალიდს თავსი ჯანმრთელი თვალებით, ხოლო ბრმას მისი მყარი ნაბიჯებით...

არ ვიცი ამ სურათს კიდევ რა ახსნა უნდა მოუძებნოთ ადამიანებმა ბუნება და სამყარო გვასწავლის როგორ უნდა ვიცხოვროდ ერთად და გავიტანოთ ცხოვრება ერთმანეთის გვერდში დგომით..

ეს იყო თვალსაჩინო სურათი იმისა, რომ შეუძლებელი არაფერია..... იქნებ დავფიქრდეთ რა შეგვიძლია ჩვენ ანდა სად გვჭირდება დახმარება, დავფიქრდეთ როგორ შეგვიძლია შევცვალოთ სამყარო და გავხადოთ სამყარო ბედნიერების დანიშნულების ადგილად......


Thursday, November 20, 2014

აუზა რომელიც იქმნება შუალედით, მდუმარება არ დაშურებულ ძალისხმევასა და რეზულტატს შორის, როგორი მდუმარეა, თითქოს ფოთლების შრიალიც კი აღარ ისმის ხოლმე, იქ არავინაა, მხოლოდ სიმშვიდე და სასიამოვნო მდუმარება.... ნამდვილად არ ვიცი ეს რა ენერგიაა, რითი ივსება ეს ენერგია, არც სუნი აქვს და არც გემო, არც არანაირი შეგრძნებაა, ეს ის ენერგიაა რომელიც დასვენებას გკარნახობს თითქოს ყურში ჩაგჩურჩულებს დაჯექი და დალოდე, ზედმეტი არ მოგივიდეს, ნუ წუხარ ეს უკვე ზედმეტია, შენ ის ენერგია შექმენი რომელმაც ახალა თავისი საქმე უნდა გააკეთოს, რა საინტერესოა სამყაროში როგორ ვქმნით ჩვენეულ ენერგიას, რომელსაც შეუძლია გადაატრიალოს ჩვენი ცხოვრება, ადამიანების ბედი.... სამყაროში შექმნილი ყველა ენერგია ჩვენი მისამართითაა გატყორცნილი, რომელიც პაუზის შემდეგ უხვად უკან ბრუნდება, აი მაშინ ხდება შეგრძნება ახალი თვით შეფასებისა, ანუ ჩვენ ვაფასებთ ჩვენს თავს დაბრუნებული ენერგიით, მაშინ დგება შეფასება თურმე რა შეგძლებია რომელსაც ასეთი შედეგი მოაქვს, პაუზის ხანგრძლივობა არ ვიცი როგორაა დამოკიდებული რეზულტატის გრანდიოზულობაზე, ალბათ პირდაპირ პროპორციულად, თუ ცოტას გააკეთებ ცოტასაც მიიღებ.... პაუზა არის ის რაც გულს გიჩქროლავს, როცა ფიქრობ რამე ხომ არ დავაკელი, რა არ გავაკეთე, რატომ იგვიანებს შედეგი.... პაუზა დიდებული რამაა ეს არის წინა პირობა რეალური გამარჯვებისა, რომელიც დროშას ხელში აგაღებინებს და ყველაზე დიდი მთის წვერლვაზე შენივე ხელით დაგადგმევინებს, და თან ისეთ ბღავილი აღმოგხდება პირიდან, რომ შენთვითონვე გაგიკვირდება, თითქოს შენს თვალწინ შეიქმნა ახალიმე“, „ახალი ადამიანი“, რომელიც ეს ესაა გააცნობიერე, რომ ეს შენ ხარ.. განცდილი უდიდესი გამარჯვების ნეტარებით, რომელიც აღარ ფიქრობს რამდენი ოფლი ღვარა, რამდენი იწუწუნა, რამდენი იტირა, ეს ყველაფერი უკანაა წინ დიდი ფრიალა დროშა გიჭირავს რომელითაც სამყაროს ამცნობ შენს გამარჯვების ბედნიერებას.....
პაუზა დიდებული რამაა.... პაუზის განცდა ნუ შეგვაშინებს, ის წამი, ის წუთი, ის საათიც იქნებ დღეებიც ან წლებიც, რომელსაც ველოდებით... იცოდეთ რომ მას ასეთი ბედნიერება მოაქვს ის წინ უდგას იმ კარებს, რომლის გასაღებსაც ფლობს და მის გადატრიალებაზე ზუსტად იმ წარმატების კარებს აღებს, საიდანაც წარმატების ბედნიერების სხივები იმალება, რომელიც მზადაა მისმა უდიდესმა სხვივმა მთლიან სითეთრეში მოგაქციოს, მარტოობის სამყაროში ბედნიერება აღმოგაჩეინოს, სადაც არსებობს გამარჯვების ბედნიერებით ტკობა.
პაუზა არსებობს იქ სადაც შემოქმედებაა მუსილაკური პაუზა, რომელიც უდიდესი მუხტის წინ დგას, რომელიც ხსნის მუსიკალური ნაწარმოების ყველაზე დიდი ემოციას.....
სამყარო შემოქმედებითია, ჩვენც მისი ნაწილი... პაუზა ალამაზებს სამყაროს და საინტერესოს ხდის რა დგას მისი დასრულების შემდეგ.... შემდეგ კი რეზულტატია...ემოცია... ყველაზე საინტერესო, რომელიც აფასებს გაწეულ ენერგიის შედეგს..

Friday, September 19, 2014

ბიბიდი ბაბიდი ბუმ!!!!!!!!! ჯადოსნური სიტყვებია, ასე არ არის, მაგრამ რაში მდგომარეობს მისი ასეთი სიძლიერე? საქმე იმაშია, რომ ეს იმ სიძლიერის და ჯადოსნობის ფინალური ფრაზა, რომელსაც მოსდევს კიდევ უფრო დიდ და ძლიერ მხარეს სურვილების ახდენას, დასაწყისში მიხვდით რაზეა საუბარი ალბათ, ეს ჯადოსნური სიტყვები ყველა ბავშვისთვის თუ მოზარდისთვის  საყვარელი ანიმაციური ფილმი "კონკიას" ეკუთვნის.
მართლაც და რა არის აქ ჯადოსნური? ცოტა წინ თუ წავიწევთ და კონკიას დილას თუ გავიხსენებთ იგი იყენებს ზუსტად იმ ხერხებს, რასაც ოცნებების ასრულებამდე მიყავს, სადაც საზეიმოდ გაიჟღერებს ხოლმე ჯადოსნური სიტყვები "ბიბიდი ბაბიდი ბუმ!!!!!"

წარმატების საიდუმლოს მაძიებლებო ეს ფორმულა ურყვევია, როგორც ნიუტონის მიზიდულობის კანონი ან უფრო მარტივადაც შეიძლება ითქვას  2X2=4, ან კიდევ ისეთი რამ, რაც, ადამიანისთვის თვალნათელია და ეჭვს არ იწვევს, ახლა კი ცოტას გადაუხვევ იმაზე შორს წავალ ვიდრე ეს შედევრი შეიქმნებოდა თუმცაღა არც კონკიას ზღაპარია ახლახან შექმნილი, ეს დრო,  როდესაც უფალი თავის მოწაფეებთან ერთად ნავით ზღვაში შევიდა,ამოვარდა ქარიშხალი ნავში მყოფ მოსწავლეებს შეეშინდათ და უფალი გააღვიძეს დასახმარებლად, - გვიშველეო, ხოლო მან კი უპასუხა "რატომ შეშინდით მცირედ მორწმუნენო?" (იხ. მათე 8, 23-27), რას ნიშნავდა ეს საყვედური? იმას რომ რწმენაა თავი და თავი, იმ ჯადოსნური სიტყვების ძირითადი მარცვალი, ჩვენი ოცნებების გარდაუვალად ასრულებისა რწმენით და ოცნების ერთგულებით დაიზარებს ხოლმე "ბიბიდი ბაბდი ბუმ!!!!!!!!!".
კონკია ყოველ დილით იღვიძებდა იმ რწმენით, რომ ერთ დღეს მისი ოცნება ახდებოდა და რეალობის ფრთას შეისხამდა, თუ დაუკვირდებით ეს მართლაც, რომ ოცნება იყო და არა რეალობა, მის სოციალური სტატუსს თუ გავიხსენებთ ერთი პატარა დაჩაგრული ობოლო გოგონა ბოროტი დედინაცვლისა და მისი ორი ქალიშვილის მოახლეობა იყო, ეს რაც შეეხებოდა რწმენას, ახლა მეორე კომპონენტი, წარმატების სავალ გზაზე, თქვენ ნუ იტყვით და უნდა იმოგზაუროთ მომავალში - წარმოიდგინეთ, რომ აგისრულდათ ოცნება უნდა შეიგრძნო ახალი მდგომარობა. კიდევ ერთ რამ, რაც მინდა გაგიმხელოთ თქვენ ასევე უნდა წარმოიდგინოთ თქვენი თავი ისეთი როგორიც შეეფერება ოცნებაში არსებულ ახალ სიტუაციას ახალ გარემოს. გახსოვთ ალბათ კონკია მზად იყო მას ყველაფერი ჰქონდა კარეტა, რომელიც გოგრისგან გადააქციეს ლაქიები, ცხენები... მის ნათლიას დაავიწყდა კონკიას ჩაცმულობა აბა წარმოიდგინეთ კონკია, რომ მეჯლისზე დახეული კაბით მისულიყო ვინ შეუშვებდა მას სასახლის ეზოშიც კი არამცთუ მეჯლისზე, როგორც კი შესაფერისი კაბით და ფეხსაცმლით შეიმოსა იგი იმ სურათის ნაწილი იყო რომელიც მის წარმოსახვაში არსებობდა, იგი მზად იყო ოცნების მისაღებად. არა არა ნუ ფიქრობთ პირდაპირი გაგებით მე ვგულისხმობ თქვენს შინაგან და გარეგან ტრანსფორმაციაზე ოცნებას  და რეალობად წარმოდგენილი მდგომარეობას სჭირდება თქვენი მიღება თქვენ ჯერ სულით და გულით უნდა მიიღოთ ოცნება და გაამყაროთ რწმენით, შემდეგ ეს რწმენა მოირგოთ ახალი ტანსაცმელივით ის თქვენი უნდა გახდეს უნდა იგრძნო თავი "დედოფლის კაბაში დედოფლად" სამყარო ხედავს თქვენს შეუპოვრობას  და იგი იწყებს თქვენი ოცნების გზადაგზა ნაბი-ნაბიჯ შესრულებას, როგორც კონკიას ნათლიამ გამოიყენა ჯადოსნური ჯოხი, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი მოქმედებაა,
მოქმედება მთავარი კოპონენტია, თუმცაღა მე მაინც ყველა კომპონენტს თანაბარ მნიშვნელობას ვანიჭებ.... მოქმედება იწყება მისი კეთილი გულიდან იგი არასოდეს არ მძიმდება ბოროტი დედინაცვლის და დების გამო, ამ ადამიანებს არავითარი კავშირი არ აქვთ  მის ოცნებასთან.
აი მიიღეს მოწვევა მეჯლისზე, კონკიამ დაიწყო კაბაზე ზრუნვა, მარტო კაბაზე კი არა ყველა ის ბრძანება შეასრულა, რაც მეჯლისზე წასვლის ნებართვას მიაღებინებდა, ყველაფერი გააკეთა  ამისათვის, მართალია მას კაბა დაუხიეს და ის მომენტიც დადგა როდესაც კონკიამ იფიქრა რომ ყველაფერი ფუჭი და ამაო ყოფილა, აქ კი მართლაც დამთავრდა იმ ყველა ნაბიჯის შესრულება და ზუსტადაც კანონზომიერად ქმედებების დასრულების შემდეგ ნათლად ჩანს, რომ აქ ყოველთვის პაუზაა, თითქოს პაუზას, დროს, რომელიც საჭიროა აერღუმელში შედგმულ გემრიელ ნამცხვრის გამოცხობას.
მაშ ასე კონკიამ შეასრულა ურყევი რწმენას დამატებული შეგრძნობა ოცნებისა და იმოქმედა, აი რა როგორია წარმატების გზა, რომელსაც წარმატების კარების გაღება შეუძლია და ამ კარების ზარი რეკავს ხოლმე "ბიბიდი ბაბიდი ბუმ!!!!!!!!"და კარებიც იღება ოცნების ბედნიერებასთან  შესახვერად.
P.S. რატომღაც ყველას ჰგონია, რომ კონკიას წარმატების საიდუმლო მის სიღარიბეში და დაჩაგრულობაში, ობლობაში იდო.. არავითარ შემთხვევაში იგი უმდიდრეს შინაგან სამყაროს ფლობდა ზუსტად ამ სიმდიდრემ მიიყვანა იგი სასახლეში

Friday, August 15, 2014


კიდევ ერთი წარმატების საიდუმლო მინდა გაგიმხილოთ....
არ ვიცი თუ გახსოვთ კომუნისტური ხანის ჟურნალ-გაზეთებისის თუ მოგიკრავთ თვალი "პროლეტარებო ყველა ქვეყნისა შეერთდი!!!" ასეთი ლოზუნგი ჰქონდა ყველა მაშინდელ პრესის ფურცლებს, ალაბთ იკითხავთ ეს რა შუაშიაო, მაგრამ ამ ლოზუნგს ასე შევცვლლიდი "უიღბლოებო, უბედოებო ყველა ქვეყნისა შეერთდით!!!" ძალიან საინტერესო ჩანაცვლება იქნებოდა, მართლა რომ შემდგარიყო მათი შეხვედრა, როგორ შესჩივლებდენენ ერთმანეთს და მოუყვებობდენენ საიტერესო, უიღბლობის ემოციებით შემკულ ისტორიებს ერთ-ერთი მათგანი ეს იქნებოდა: აი ეს ისტორია იქნებოდა -  სულ ცხელ-ცხელია, ცხელ ზაფხულის დღეს მზე, როდესაც შუბის ტარზე იდგა, ბანკომატთან მივედი ფულის ასაღებად ორი ადამიანის რიგის გავლის შემდეგ ჩემი რიგი იყო, პირველმა მამაკაცმა აიღო ფული და წავიდა, ჩემს წინ ორი მეგობარი მივიდა ბანკომატთან, უეცრად  ერთ-ერთმა მათგანმა დაიძახა "უხ რა უიღბლო ვარო".. მორთო ღრიალი - არ მუშაობს ბანკომატიო, თან კბილებს ისე აკრაჭუნებდა ალბათ უიღბლობას სხეულის ფორმა, რომ ჰქონოდა ნამდვილად გაგლეჯდა დაღეჭავდა და შეჭამდა... მინდოდა გამეჩერებინა, მაგრამ ისე იყო გართული უიღბლობაზე ჯავრის ამოყრით... გიჟივით გავარდა..... მე ამ დროს მშვიდად შევედი ბანკში მოვიკითხე ბანკომატზე ვინ იყო პასუხისმგებელი პირი, და გაირკვა თურმე ნუ იტყვით და ბანკომატი მუშაობდა, სულ რაღაც წამიერი შეფერხება ჰქონოდა, მე უპრობლემოდ ავიღე ფული, იქვე გოგონა მელოდებოდა მთხოვა ბანკომატიდან ფული გამომატანინეთო, თქვენ წამოიდგინეთ პლასტიკური ბარათი, როდესაც მოვათავზე აპარატში კვლავ შეფერხდა მუშაობა მაგრამ მე ხომ უკვე ვიცოდი რომ ეს წამერად ფერხდებოდა დაველოდე და ოპერაცია წარმატებით დავასრულე..... საინტერესო ის იყო რომ ამ ეგრეთ წოდებული "უიღბლო ადამიანი" სწორედ იმ მომეტში მივიდა, როდესაც შეფერხდდა აპარატის მუშაობა, თუ დაუკვირდებით ის ისე იყო  შეგუებული და საკუთარ თავზე იარლიყი "უიღბლო "-ს თანაც კარგად მორგებული მიიზიდა ის წამი რომელმაც სწორადაც გაამართლა მისი იარლიყის არსებობა.......... 
დასკვნა: არასოდეს დანებდეთ....!!!!! სანამ დაითრგუნებით არსებულით, არასასიამოვნო მომენტით, ისტერიკით და ემოციებით იქნებ სხვა ალტერნატიული პოზიტიური ვერსია შესთავაზო საკუთარ თავს რა იცი რა შეუძლია, რისი უნარი აქვს მას, გამოსავალი ყოველთვის არსებობს მთავარია მისი ძიების სურვილი გვქონდეს.....  
გახსოვდეთ ცხოვრება ხომ ასე საინტერესო და მშვენიერია...

რწმენააა უდიდესი ცხოვრების გზაზე, მე მინდა რწმენის ძალაზე გაგიზიაროთ ორი ნამდვილი ამბავი ერთ-ერთი მათგანი მე თავად გადამხდა.
როდესაც საბავშო ბაღში დავდიოდი,  დაახლოებით რამდენიმე ათეული წლის წინ, ალბათ 5 წლის ვიქნებოდი, ჩემს ჯგუფში ერთი ჩემსავით პატარა ბიჭი დადიოდა, რომელიც სიმაღლით ყველაზე მაღალი იყო, ერთხელ ვკითხე როგორ გაიზარდე ასე მაღალითქო, მას არ დანანებია საიდუმლოს გამხელა, ჩემს მეზობლად ცხოვრობდენენ მისი ნათესავები. მათ სახლის სახურავზე რაღაც ჯოხზე მზესავით რკინის მავთულებით ფორმის კონსტრუქცია იდგა, ამ "რაღაცას" ვთხოვე და ასე გავიზარდეო, მეც გულმოდგინედ ვთხოვდი ამ "რაღაც" მაღალ ჯოხზე დამაგრებულს, თქვენ წამოიდგინეთ და სიმაღლეში მოვიმატე, ისე რომ ჩემს ჯგუფში ყველაზე მაღალი გოგონა ვიყავი, ერთ მშვენიერ დილას აღმოვაჩინე რომ ჩემს მეზობლებს ეს "რაღაც" ჯოხზე დამგრებული მოუხსნიათ სახურავიდან და აივანზე დაუმაგრებიათ, მაშინ დავინტერესდი "რაღაცა" რეალურად რა იყო და რა გგონიათ რა იქნებოდა ?  ეს იყო ტელევიზორის ანტენა...
მეორე ისტორია კი მოვისმინე მუსიკალური ფესტივალის "ახალი ტალღა"-ის  საუბილეო კონცერტზე, სადაც წამყვანმა მაქსიმ გალკინმა პრიმადონა, ალა პუგაჩოვას, ტრადიცია გაამხილა, თურმე ნუ იტყვით და წლების განმავლობაში ალა როდესაც ჩადიოდა ფესტივალზე, იურმალაში ყოველ დილით ტერასაზე გადიოდა, სადღაც შორს ეკლესიის ქონქური მოჩანდა იქ უთქვამდა სურვილებს და ლოცულობდა, ეს ტრადიცია თურმე გრძელდებოდა წლების განმავლობაში და მისი სურვილებიც ყოველთვის სრულდებოდა, სწორედ გასულ წელს გაუმხილა თავის მეუღლე, მაქსიმს, - "დილით მაღვიძებს ალა და მეუბნება ამ ტრადიციაზე, წელს პირველად სათვალეებით გავედი ტერასაზე ტრადიციულად მოვემზადე სურვილებისა ჩასაფიქრად და აღმოვაჩინე, რომ წლების განმავლობაში თურმე სასტუმრო "მაიორის" ფლუგერზე ლოცულობდიო...:) "
გესმით რა ძალა აქვს რწმენით ლოცვას...... არ აქვს მნიშვნელობა სად ლოცულობ, რაზე  ლოცულობ, რა სიტყვებს იყენებ ლოცვის დროს... მთავარია რწმენით დგომა, რწმენით არსებობა და რწმენით ლოცვა......

Tuesday, August 12, 2014

გაუთავებლად ვსაუბრობთ ბიზნესსზე, შემოსავლებზე, დამოუკიდებელ ცხოვრებაზე, სახლში - ტელევიზორი თუ ინტერნეტ საიტები, ყველა საუბრობს და გვთავაზობენ საკუთარ გამოცდილებას აყვავებულ ბიზნესებზე თუ მაღალ შემოსავლიან სამსახურებზე, ადამიანს სურვილებს რა გამოულევს, მაგრამ ალბათ ჩემსავით არასოდეს დაფიქრებულხართ ისეთ ბიზნესის წამოწყებაზე როგორიცაა მებაღეობა, ალბათ იტყვით, რომ ველოსიპედს არ ვიგონებ, მაგრამ ამაში არის რაღაც ის რაზეც არასოდეს დავფიქრებულვართ, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ სწორედ ეს ბიზნესია მაღალშემოსავლიანი, რაზეც არაერთი ჩვენგანი ვოცნებობთ....
მოკლედ ბიზნესს გეგმა: ასეთია გვაქვს მიწის ნაკვეთი, ასევე ყვავილების თესლები, აუცილებელი ინსტრუმენტები: მზისგან დამცავი ქუდი და ხელთათმანები, ნიჩაბი, სარწყავი სისტემა, ბუნებრივი რესურსებიდან მიწა, მზე წყალი... კიდევ რა არის სჭირო გზადაგზა გაგვახსენდება ალბათ, ხელთგვაქვს ყველა ის ინტრუმენტი და საშუალება, რომ ლამაზი ბაღი გავაშენოთ, ახლა საჭიროა სამუშაოებიც შევასრულოთ ასე არ არის? ამასთანავე თადარიგს ვიჩენთ, როგორი ყვავილები უნდა დავთესოთ თუ დავრგოთ, როგორი გაზონი უნდა გაკეთდეს, ამასთან თესლებზე უნდა მოიძიოთ ინფორმაცია, როგორი ყვავილი აქვს, როგორი სურნელი,  თუკი გვეუბნებიან ამ ყვავილს წითელი და ლამაზი ყვავილები აქვს, ხოლო სხვა რომელიმეს კი მხოლოდ ეკლები და ულამაზო, ცხადია აარჩევთ იმ ყვავილის თესლს, რომელსაც ყვავილი ლამაზიც აქვს და სურნელოვანიც, შემდეგ ჩაატარებთ ყველა სამუშაოს და........... აი ერთ მშვენიერ დღეს თქვენი ბაღი აყვავდება, თქვენ დატკბებით თქვენი ყვავილების სილამაზით, თქვენი შრომის შედგით და არამარტო თქვენ, არამედ ამ ბაღთან გამვლელ-გამომვლელიც, თქვენი ნაშრომით მიანიჭებთ მათ ესთეტიულ სიამოვნებას, იგივე შეიძლება ითქვას თქვენს გონებაზე, თუკი თქვენი გონება თქვენი მიწაა, ხოლო თესლი თქვენი ფიქრები, ნუ დათესავთ თქვენს გონებაში "ეკლიანი ყვავილების თესლებს" ყველაფერს თავისი ნაყოფი აქვს,  ერთმა ბრძენმა თქვა "რასაც დასთეს იმას მოიმკიო".
ჩვენი პოზიტიური ფიქრებით მიღებული ცხოვრება იქნება ზუსტად ის წარმატებული ბიზნესია რომელსაც მოჰყავს  "აყვავებულ ბაღნარი"-ის მდგომარეობა ჩვენს ფიქრებშიც და რეალურ ცხოვრებაშიც...

Sunday, July 13, 2014



რამდენჯერაც ადამიანი მისთვის უცნაურ მოვლენას შეიმეცნებს ბუნებიდან, ეს იქნება ცხოველთა თუ ფრინველთა სამყაროდან ყოველთვის გაფართოებული თვალებით და ინტერესით ღებულობს მას თან დააყოლებს სიტყვას "სასწაულია", "რა საინტერესოა", სანამ დავიწყებდი წერას ჩემდა უნებურად, ნიანგის ცრემლები გამახსენდა, თქვენც გაიხსენეთ, როდესაც ნიანგი თავის მსხვერპლს ჭამს თვალებიდან ცრემლები მოდის, ეს ფრაზა ხომ გაგიგიათ "ნიანგის ცრემლებს ღვრისო", თან ჭამს თან ეცოდებაო, იცით ეს თვისება ყველა ადამიანშია, მხოლოდ თავისი თავის მიმართებაში, ადამიანი მიკრო სამყაროა მაკრო სამყაროში, გაგახსენდათ თქვენი თავი? მეც?, როდესაც პრობლემის წინ დგახარ რას კეთებთ ჯერ "ანადგურებ" თქვენ თავს შემდეგ ტირიხარ როგორი საცოდავი ხართ დასტირი საკუთარ თავს, ჩაიხედავ სარკეში გაგახსენდება როგორი ლამაზი იყავი, როგორი ნიჭიერი ოცნებებით და სიხალისით აღსავსე, მერე რა უყავი ამ სილამაზეს, ბრიალა ლამაზ თვალებს, ამ ნიჭს? აიღე და შეჭამე ახლა კი ტირიხარ თან არც გინდა, რომ დაიჯერო, რომ სწორად ის ნიანგი ხარ, რომელიც შენს თავს რომ ჭამ და შემდეგ დასტირი და დასძახი "როგორი უიღბლო ხარ". იქნებ ჩვენ ყველამ აუხსნათ ყველამ საკუთარ თავს რას ნიშნავს "უღბლოობა", "უბედობა"? A წერტილიდან B წერტილში ზუსტად იგივე მეთოდებით და იგივე ინსტრუმენტებით მგზავრობა და როდესაც მაღწევთ B წერტილს, მხოლოდ ერთი გამამართლებელი სიტყვა ამოგვდის პირიდან "რა უიღბლო ვარო", იქნებ დავფიქრდეთ და ანალიზი გაუკეთოთ ჩვენს მგზავრობას A-დან B-მდე რა არის ის რაღაც რასაც შენივე ლოგიკით აზრით, გამოცდილებით ნაცნობ A წერილიდან B წერტილში მივყავართ რა? ნიანგები არ ვართ?, რომელსაც შეუძლია საკუთარი თავის შეჭმა, საკუთარი თავის და მერე ცრემლების ღვარღვარით დავსტირით და თან მთელი ცხოვრება, არ დაინდო არც დედა არც მამა, არც შვილები, გარშემომყოფები ისე აბღავლო ყველა და ათქმევინო "შე საცოდავო რა უიღბლო ყოფილხარო".... არ მოგწყიდნა ამ პოზაში ყოფნა???? გამოსავალი? გამოსავალი შენი თავის სწორად მართვაშია, მეც ზუსტად ასეთი ნიანგი ვიყავი, სწორედ მაშინ გამიჩნდა პროტესტი, როდესაც ქუჩაში ჩემი ნაცნობი შემხვდა და მომიკითხა მერე თან გულწრფელად მითანაგრძნო "უი შენც რა უიღბლო ყოფილხარ შე საცოდავოო" ახლაც მახსოვს შიგნიდან შემომძახა ჩემა ქვეცნობიერმა, "ჩემმა ანგელოზმა" არაააააააა ............არ დაუშვებ შენ რომ უიღბლო იყო შენ ხომ მხოლოდ ბედნიერებისა და წარმატებას იმსახურებ... შევპირდი ჩემს თავს, რომ აღარასოდეს ვიქნებოდი ნიანგი, აღარასოდეს დავაფრქვევ ცრემლებს ჩემს ცხოვრებაზე, გიყვარდეს შენი თავი ნუ გაანადგურებ მას უფლისაგან ბოძებულ ბედნიერების დანიშნულებას და A-დან B-მდე ახალი გზით იარე, იცი უფალმა თქვა "თქვენ ისე არ მიმიღეთ რისთვისაც მოვედი", მისი მოსვლა ჩვენს ტრანფორმაციაში უნდა აისახოს გზა A ადამიდან B უფლის სრულყოფილების "სიყვარულის" მდგომარეობამდე.
სიყვარულით დონარი სამადაშვილი 
13 ივლისი 2014 წელი

Thursday, June 26, 2014





სამყაროს მარიონეტი შვილები დიახ ეს ჩვენ ვართ მე და შენ..... რატომ ვიხლიჩებით წარსულსა და მომავალში როდესაც ვცხორობთ აწმყოში? რატომ ვხდებით მარიონეტები წარსულისა და გაუგებარი მომავლისა, ცხოვრება ხომ აწმყოთი მოგვეცა, რეალობა ხომ ახლა ამჟამად ხდება, წარსულში ბრალდებები საკუთარი თავისა და არ შემდგარი წარმატებული მომავალი კი ილუზიებთ და ოცნებებით გაჟღენთილი, რომელსაც ვერასოდეს ვაქცევთ ხოლმე იმ ფერებათ როგორც მომავლის ოცნენბებით ვხატავთ და ამ ყოველივეს ჩვენს გონებას, ქვეცნობიერს, წარუმატებლობის ბლოკად ჩაუნერგავთ ხოლმე, სწორედ აქედან იმართება ჩვენი წარუმატებელი ცხოვრებაც, ვბრაზობთ ვიღაცეებზე ვაბრალებთ რაღაცეებს გამოვყობთ ბრალდების სკამს და იქ ვასამართლებთ მომიზეზე სუბიექტებს, ვის მივაყრთ ჩვენს მარიონეტულ გახლეჩილ არსებობას, არადა ხშირად მომისმენია ამა თუ იმ ადამიანზე "მარიონეტიაო დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლიაო",  ახლა შეიძლება ნათლად წამოვიდგინოთ როგორი ცხოვრებით ვცხოვრობთ წასრულის აჩრდილსა და ბურუსით მოცულ მომავალში აწმყოს უგულველყოფით, ჩვენ ვერ ვმართავთ საკუთარ ცხოვრებას გახლეჩილ მდგომარეობაში აწმყო ხომ წარსული ხდება, მომავალი კი აწმყოში მოდის, გამოდის რომ გაუგებარ მომავალს ისევ აწმყოში ვტოვებთ, გაუგებარ აწმყოს უკმაყოფილო ცხოვრებას და განცდას მტანჯველ წარსულად ვაქცევთ და ასე გრძელდება, არ ვცდილობთ, თუ არ ვიცით, თუ არ გვინდა აწმყოთი ვიცხოვროთ, შევიგრძნოთ, რათა წარსულმა არ გაგვთანგოს, რომელსაც ვერასოდეს დავიბრუნებთ აწმყოში დღეს და აქ.


ვიყოთ ბედნიერები აწმყოში დღეს და აქ ამ წამში შევიგრძნოთ, რომ ცხოვრება მშვენიერია, შევიგრძნოთ უსაზღვროდ ლურჯი ცა, ოქროსფერი მზის სხივები, გავცეთ სიყვარული, რომელსაც სამყარო სიყვარულითვე გვიპასუხებს..... გვიყვარდეს ერთმანეთი და დავრჩეთ ბედნიერები აწყმოში დღეს და აქ..............