Tuesday, March 26, 2019


ებრაელი ხალხის სიბრძნე არავის უკვირს და კიდევ ერთი სასწაული პასუხი, რომელიც პასუხს გაძლევს მატერიაში, მოსვლის მიზეზზე გპასუხობს და “ხშირად სასწაული ისეთი პატარაა, რომ ადამიანები მას უბარლოდ ვერ ამჩენევენ…
აღმოჩნდა, რომ შეკითხვაზე: „რას აკეთბ?“ ან „რას საქმიანობ?“ შეიძლება უპასუხო: „ოსიმ ხაიმ“ – „ცხოვრებით ვტკბები“.’


ეს ამბავი შეჯიბრებაში გათანგულს გაგაჩერებს და პატარა თეთრი ბოცვერის სიფაფუკეს ხელში გაგრძნობინებს, მიხვდები რბოლის უაზრობას, იმას რომ უკვე გაქვს ყველაფერი და ისევ დეფიციტის შესავსებად კიდევ სადღაც გარბიხარ.... ცხოვრებით ტკბობის მომენტი გამოგრჩა და დარჩი მართლაც და ღარიბი ამ ტკბობით შეძენილი სიმდიდრის გარეშე...
მაშინ გიჩნდება კითხვა - მაშ სხვა რაღაა სიმდიდრე თუ არა ამ მომენტით ტკბობა, ჯერ კიდევ ახალგაზრდა ხარ, ჯერ კიდევ ცოხოცხალი ხარ, ჯერ კიდევ სხეულში ხარ და შეგიძლია შეიგრძნო და დატკბე ცხოვრებით...
არსებოს სამი ხაფანგი, რომლებიც გვპარავენ სიხარულს და ბედნიერებას: სინანული წასულის გამო, შფოთვა მომავალზე და უმადურობა აწმყოთი... "Osim Chaim" ....

გამოყენებული მასალა

Tuesday, March 19, 2019

რასაც აკეთებთ დღეს ის არის თქვენი მომავალი?! - ნათელი მომავალი, სურათის ნაწილი, რასაც არ აკეთებთ დღეს  თქვენ "თქვენს ნათელა მომავალის" პეიზაჟს დააკლდება, სწორედ   ის შტრიხი, რომელიც ვერ შეკრავს  საერთო სურათს, დაუკვირდით რას აკეთებთ ყოველდღიურად არის კი ის თქვენი "ნათელი, ბედნიერი მომავალი" სურათის ერთ-ერთი პაზლი...
ბედნიერება წვრილმანებისგან შედგება.... იმ პატარა პაზლებისგან, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვქმნით ჩვენივე გონებით, ჩვენივე ხელებით... ჩვენ თავად ქმნით ჩვენს ცხოვრებას....
ისე შექმენი რომ თავად იამაყო ამ შედევრით, არა ისე შენვე შექმნილი წარუმატებელი ცხოვრების გამო მთელი სამყარო საბრალდები სკამზე დასვა....
გაუფრთხილდეთ ჩვენს მომავალს და ჩვენს ახლობლებს დღევანდელი შექმნილი წრვილმანი მაგრამ მნიშვნელოვანი პაზლით...


სიყვარულით დონარი
თბილისი,
 2019 წლის 16 მარტი, დილის 10 საათი

Friday, March 15, 2019


რამდენი ადამიანისთვის გვითქვამს ეს სიტყვები - მადლობა სიყვარულისთვის... და საკუთარი თავისთვის  თუ გითქვამს - ალბათ არა....




შეიყვარეთ საკუთარი თავი, რომელშიც დევს უფლის ღვთაებრივი ბუნება, რადგან თქვენგან წამოსული ემოცია და განწყობა კვებავს თქვენივე ოჯახს, ახლობლებს, თქვენს გარემოცვას...

არ დაიწყო ეხლა ქართველებმა სხვანაირი სიყვარული ვიცით, ყველაზე გადაყოლილები ვართ შვილებზე, ოჯახებზე...  სხვათაშორის ქართული ანდაზა გვასწავლის - "ჯერ თავო და თავოო მერე ცოლო და შვილოო..."
ნუ იქნები ასეთი კრიტიკული და სასტიკი საკუთარი თავის მიმართ, შეიყვარე საკუთარი თავი ის ყოველთვის გელოდება როდის აუხსნი მას სიყვარულს... ნუ დატოვებ შენს თავს უსიყვარულობის ჯუნგლებში... მიეცი მას ბედნიერებისა და სიყვარულის შანსი და ის აუცილებლად გაგაოცებთ სასიყვარულო მოულოდნელობით, აგატირებ ბედნიერების ცრემლებით...

სიყვარულით დონარი