Tuesday, January 14, 2020

დაბადება.....  როგორი განცდა, "მე"- მოევლინე ამ ქვეყანას, მხოლოდ საიდან მოხვედი?ანდა რა იცი საით უნდა წახვიდე? - საინტერესო მოგზაურობაა რუკისა და მიმართულების გარეშე, ამოუცნობი მაგრამ მაინც  ცხოვრების სიამტკიბილობებით აღსავსე, ლაბირინეთი, რომელსაც არც კი იცი როგორ გაართმევ თავს...

- დაიბადე "მე" მოვედი ჩემს სხეულში და მაშინვე იწყება თავგადასავლები, რომლებსაც წლების შემდეგ გიყვებიან მშობლები, ახლობლები როგორი არაჩვეულებრივი იყავი, როგორი სიცოცხლით სავსე ყოფილხარ. შენ აღარც კი გახსოვს -  მინდობილი, დიდი ლამაზი გაოცებული თვალებით, როგორ უკვირდებოდი ყველას და გსურდა, რომ ეს ყველაფერი კიდევ უფრო კარგად გაგეთავისებინა, შეგეგრძნო სიცოხცლის ტკბილი წუთები...
- დაიბადე და არც კი იცი რა საიდუმლოში მონაწილეობ, ვისთვის ცხოვრების სიყვარული ხარ, ვისთვის ცხოვრების შუქურა...
- დაიბადე და ამის შეგრძნება თუ რაოდენ საოცრება ხარ არასოდეს დგება, მხოლოდ საყვედურებით ავსებ სამყაროს და საკუთარ თავს.თუ სადმე დეფიციტის დისკომფორტი  იგრძენი არადა დეფიციტი ყველაფერში შეიძლება აღმოაჩინო თუ ამის ძიებას დაიწყებ, ადამიანი ხომ არასოდეს კმაყოფილდება იმით რასაც მიაღწია ანდა გააჩნია. ჩვენ... ჩვენ გვავიწყდება, რომ ამ სენის განმკურნებელი წამალი "მადლიერებაა", ამის შეგრძნებაც ნიშნავს შეძლო ბედნიერებით და კმაყოფილების განცდით განვლო წუთისოფელი... მხოლოდ წუთის მოქალაქეობა გვაბადია, ამ წუთს ახლა და აქ ცხოვრობ, არსებობ, შენი ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა წუთისაა, წუთისაა შენი ცნობიერების აღქმაც...
დავიბადეთ და ამ დიადი მნიშვნელობის მატარებლობა არასოდეს გაგვხსენებია, პრეტენზიებში და ერთმანეთის დადანაშაულებაში ვატარებთ ცხოვრების გასავლელ წუთებს...
- დაიბადე და ამ ზეიმის აღნიშვნაც კი ზედეტად მიგვაჩნია ხანდახან, ხანაც ცხოვრებაზე,  საჩუქარზე იმედგაცრუებულს ტორტზე სანთლის ჩაქრობაც კი გვეზედმეტება...
- დავიბადე და მაშინ გაჩნდა ჩვენი ცხოვრების წამი, წერტილი ცხოვრების კოორდინატთა სივრცეში...
- დავიბადე და ჩემი დაბადებით სამყარო შეიცვალა, შეიცვალა ჩემი წილი წვლილით სამყაროში, ჩემთვის გაჩნდა მზეც და მთვარეც და ცაზე ბრწყინავი ვარსკვლავებიც...
- დავიბადე და ამით ვთქვი ჩემი სიტყვა.  დაე ჩემი წვლილი დიადი იყოს - ჩემი მზეობით სამყარო გავალამაზო, ჩემი არსებობით გავაკეთილშობილო  ჩემივე გულიდან გამოსული სიკეთის ნაყოფით, დავაიმედო ჩემი იმედის მომცემი სიტყვით, გავაბედნიერო ჩემი გულწრფელი სიხარულით.,.. განვკურნო ჩემი მანუგეშებელი სიტყვით...
და ვთქვა რომ - ჩემი დაბადება ეს იყო ბედნიერების ათვლის წერილი ჩემი სამუდამო არსებობისა...
- ჩემი დაბადება ჩემი მოვლინება ამ ცის ქვეშ საუკეთესო იდეაა უფლისა რომელის  განსხეულებაც მოხდა ჩემში....

სიყვარულით დონარი