Thursday, September 28, 2017

გუშინდელი აწმყოს მომენტის დაჭერამ აღმაფრთოვნა, მივხვდი რომ აწმყოს შეგრძნება და ამოხსნა საიდუმლოს ამოხსნის ტოლფასია, დავიჭირე ჩემი თავი ისეთ  მიუღებლობაში, ტყუილში, რომ ტვინმა ისე მყარად იცის ის დეფიციტი, არ აცნობიერებს, რომ ის ჩემს ცხოვრებაში უკვე არსებობს და ამას არ აღიარებს, ეს აწმყოს წამებში იმალება, რამდენ რამეს უშვებთ გაუცნობიერებლად ჩვენი ცხოვრებიდან გვგონია, რომ არ გვაქვს, არ გვაბადია და პეპლის დასაჭერი ბადით დავდევთ პეპელას და ნუ იტყვით პეპელა ჩვენს ხელშია და ისევ მის სადევნელად გავრბივართ სადღაც, არადა ის ხომ ჩვენს ხელშია, ნამდვილად ჩვენს ხელში, აი ასე ცხვირ წინ.....
ეს რეალობა, რომელიც დავიჭირე, ფაქტზე დავიჭირე და მე ეს ვაღიარე, რომელიც ძალიან სასიამოვნო იყო, აღიარება იმისა, რომ მე უკვე ვფლობ ამ სანატრელ ოცნებას, რომელსაც აქამდე ყველა ფურცელზე ვწერდი გავაბეზრე ფულცელიც და კალამიც... ალბათ უფალით... გულს სიმშვიდე დაუფლა და სიტკბოება ჩამეღვარა არადა რამდენი ხანია ეს არსებობს ჩემს ცხოვრებაში უბრალოდ არც კი მიცდია მისი დანახვა... აი ეს შეუძლია აწმყოს საოცრებას დაგანახოს ... ნამდვილად დაგანახოს ... რომ სამყაროს უყვარხარ და ის გაძლევს მაგრამ მიჩვეულნი დეფიციტში ყოფნას ყველაფერს მიღმა უშვებ, შენი გულისმიღმა... რომელიც წარსულში გადადგილდება, შენ კი რჩები შენი შექმნილი დეფიციტის ილუზიაში...
არადა ეს რეალობა, წამის დაჭერა რა სასიამოვნოა, ვიჭერთ ჩვენს თავს თუ სად ვატყუებთ საკუთარ თავს. აწყმოთი ტკობობაში დიდი საიდუმლო ინახება, გასაღები ბედნიერებისა, დაუფასებელი აწმყოს წამებს წარსული მოგვტაცებს, აწმყო რომელსაც ადგილი არ აქვს წარსულზე წუწუნისა და მომავლის ოქროს კოშკების აგების ფიქრების გამო... ისინი შთანთქავენ აწმყოს დიდებულებას....

Thursday, September 21, 2017

გენიოსებო, თქვენ გიპყრიათ საჭე სამყაროს გრანდიოზულობის შეცნობისა!!!

გენიოსები კაცობრიობისთვის გადიან ბეწვის ხიდს ილუზიასა და რეალობს შორის.
ეს თვდადება, თავგანწირვა, კაცობრიობისთვის ომის მოგებაა...
ილუზია როგორ იქცეს  კაცობრიობისთვის რეალობად, ხშირად მათი დანახული არარელობა როგორი დამაჯერებელი რეალობა ხდება ჩვენთვის, ჩვენს ცხოვრების ნაწილად იქცევა ხოლმე....
ილუზია  როგორ იმკვიდრებს რეალობაში ადგილს...
ილუზიაში, რომელიც ჩვენი რწმუნებულებით ვითომ რომ რეალობაა...
სამყაროს ერთი ილუზია გადაადგილდეს კაცობრიობის მეორე ილუზიაში... ეს მათი გენიოსობაა ანდა თუნდაც მათივე სიგიჟე...
გენიოსებო ქედს ვიხრი თქვენს წინაშე...


მხოლოდ სიყვარულის საიდუმლო განტოლებაშიც კი შესაძლებელია ნებისმიერი ლოგიკური მიზეზის მოძებნა 
                                                                           ჯონ ნეში
                                                      (ბრწყინვალე გონება)

Friday, September 1, 2017

 სიჩუმე ორი სამყაროს შეხვედრა...
ორი გზა - მიმავალი და მომავალი, რომლიც იწყება მზერით და  მთავრდება გულში, როგორ გადავეჩვიეთ ვიყოთ ქმნილება სამყაროსი, არადა რა საამურია, როგორი       ამაღელვებელი სიჩუმეში ორი სამყაროს შეხვედრა..,


სიჩუმე - თითქოს კოსმოსში ხარ, სადაც მთელი სამყაროს არსი დევს და ეს წამიც, რომელიც მთელი ცხოვრების აზრს იძლევა.
სიჩუმე...
შეხვედრა...
შეხვედრა ორი სამყაროსი...
ჩემი და შენი შეხვედრა...
ძვირფასო...
თავისუფლება - ნეტარების ტოლფასი...
თავისუფლება- როცა თავისუფალი ხარ ყოველგვარი კომპლექსისგან და წყლულებისგან, მაშინ დგება  თავისუფლების ცხოვრების სიხარულის და ძლიერი ენერგიის შეგრძნება სხეულში, შეგრძნება  გამარჯვების გემოსი, როცა გრძნობ როგორ დაიგუგუნებს ენერგია, რომელიც ზეიმად იქცევა და ცას იქით წვდება დიადი გამარჯვების ჰანგები, თითქოს მძიმე ბორკლიები დაწყდა და დაიყარა მიწაზე, თავისუფალ ფრინველად იქეცი, რომელიც მთისწვერზე ირაოს აკეთებს, ჰაერში კი ტრიალებს გამარჯვების სქელი ტალღა, რომელიც ცხვირის ნესტოებში ვეღარც კი ასწრებს შესვლას....
დიდებული შეგრძნებააა თავისუფლების წამები... დიდებული....