Wednesday, December 6, 2017

სიჩუმე... პაუზა... სექსის შემდეგ...
ენერგიის გაცვლის პიკი.... შემდეგ დგება პაუზა...
სიჩუმე... ოქროს პაუზა...
თვალებს ახელ მშვიდად, ინტერესით, რა ხდება ამ სიჩუმეში? როგორია ახალი რეალობა?, სამყარო ვულკანური ფრქვევის შემდეგ - ეს სასწაული განცდაა...,
ფრთხილად, მშვიდად, ახელ თვალს და პირველი შენი სამყარო, შენი საყვარელი ადამიანის თვალებია, რომელიც ისევ გიმზერს და ეს ორი სამყაროს შეხვედრა... ისევ განახლებული პაემანი....  განახლებული ენერგიით, თითქოს ახლად დაბადებული და ახალ შეცნობილი სამყაროთი, როგორი მშვიდი და აუღელვებელია ახლად დაბადებული სამყარო...და ენერგია, რომელიც იწყებს დინებას დილის მზის სხივებთან ერთად, მშვიდი როგორც სიყვარულის მელოდია შერწყმული ახალ ენერგიასთნ... სიცოცხლის ენერგიასთან...
ყველა ამ ქვეყნად დაბადებული სიყარულის საძებნელად მიემგაზავრება ხოლმე ცხოვრების ბილიკებზე, ყველგან ვეძებთ, ვეძებთ კუთხე-კუნჭულებში, გზადაგზა ვპოულობთ სიყვარულის ელფერებით, მაგრამ მეორე კუნჭულში ახალი გაიელვებს ხოლმე ოქროს ელვარებით, ახლა ის გვგონია ნამდვილი ჭეშმარიტი, და ასე...  

რაც ბრწყინევს ყველა ოქრო არ არის... 😉

ნუ იცხოვრებ ყველას მიერ განვლილი ცხოვრებით - ტრადიციული, სტანდარტული, დაწერე შენი წარმატების ისტორია, როგორ გაუმკლავდი და მოკვეთე თავი წარუმატებლობის გველეშაპს, იმ ბრძოლაში მარტო იყავი და შენ შეძელი მისი დამარცხება, ნუ გეშინია შენ ქმნი, შენ ხარ შენი ცხოვრების რეჟისორი, სცენარის ავტორიც და მსახიობიც, შექმნი უნიკალუირი ცხოვრება, ისეთ რომ გარეშემომყოფებს არ მოუნდეთ პულტით პაუზის ღილაკზე თითის დაჭერა  და არც სხვისი ცხოვრების  გადართვის სურვილი, შექმნი შენი უნიკალური წარმატებული, მწვერვალების დასაპყრობი ზეცაში ასაფრენი ისტორია...
მე კი მჯერა შენ ამას შეძლებ, შენ უბრალოდ ამას იმსახურებ...
ცხოვრება ის არის რასაც ემოცია ახლავს, რომელიც ცხოვრების ბოლომდე გაგყვებად, როდესაც დაჯდები და თვალს გადაავლებ შენს ცხოვრებას ნუ იტყვი, რომ არაფერი არ მახსოვს სიბერის ბრალია, სკლეროზი მაქვს, იმიტომ  რომ სკლეროზიანებსაც კი მხოლოდ ის ახსოვთ რაც  ღრმად ემოციის ჩაიწერა მათ გონებაში. სკლეროზის წამალიც კი ეს ყოფილა იცხოვრე პოზიტიურად, დადებითად, ფერადად და შთამბეჭდავად, რომ შენი გონება მუდამ სავსე იყოს ბედნიერების ფერადი წუთების მოგონებებით, თითქოს სავსე ხურჯინი, რომ ამოალაგებ და აღარ სრულდება ნუგბარი, აკეთე ის რამაც შეიძლება ბედნიერებისა და სიხარულის ემოცია უნდა გამოიწვიოს და თქვენ აღარასოდეს შეგეშინდებათ სკლეროზის, რუტინული ცხოვრების.
მოგონებებში აღრ გამოჩნდება მკაცრი მასწავლებელი, რომელიც გეტყოდათ კოსმონავტებმა კოსმოსი დაიპყრეს და შენ დედამიწის დაპყრობა ვერ მოგიხერხებიაო, რომ არ დაგზარებოდა ახლა სხვანაირი ცხოვრება გექნებოდაო, ნუ დაუტოვებთ თქვენს თავს ასეთი ცხოვრების შანსს...
გიყვარდეთ თქვენი თავი ისე, რომ სავარძელში ჩამჯდარს მხოლოდ ბედნიერების ღიმილი გიპყრობდეთ, თითქოს ბედნიერ და საინტერესო ფილმს უყურებდეთ, რომელიც რამდენჯერაც არ უნდა გადაახვიოთ არასოდეს მოგბეზრდეთ მისი ყურება, ფილმის ბოლოში სუბტიტრებით მადლობას უხდიდეთ ამ ფილმში მონაწილეობისთვის პირველ და მთავარ როლში  საკუთარ თავს, ყველა იმ ადამიანს ვინც წვლილი შეიტანა ასეთი ფილმის შექმნაში, მხოლოდ განსაკუთრებული მადლობა საკუთარ თავს, რომელმაც შექმნა ეს ფილმი , რომელსაც თამამად შეუძლია ყველა კინოფესტივალზე მთავარი ჯილდო მოიპოვოს, იყავი თქვენი ფილმის შემოქმედი, საკუთარი თავის ერთგული, რომელსაც, შეუძლია  მსოფლიოს მაგალითი მისცეს უკეთესი ცხოვრებისთვის.

სიყვარულით დონარი სამადაშვილი 

Monday, November 27, 2017

მინდა  დავიწყო შიმონ პერესის სიტყვებით „...და ჩვენ მოვიფიქრეთ: ბუნების ყველაზე დიდი სიმდიდრეეს არის ადამიანი. ადამიანები ამდიდრებენ მიწას და არა მიწა ადამიანებს.
ეს ორი პრობლემა, რომელიც ერთი ერთმანეთთან  მჭიდროდ არის გადაჯაჭვული, ისეთი მქრალი ხაზებით არის დაკავშირებული, ვერ ხედავ საიდან იწყება და ან/და საით მიედინება ეს ორი პრობლემა განიხილება ერთიანობაში, და მართლიც არის, უბრალოდ უნდა გავმიჯნოთ საიდან მოვიდა დეპრესია, საიდან მოვიდა ჩვენს ცხოვრებაში ფულადი სახსრების დეფიციტი, ამის მიზეზი შეიძლება უამრავი იყოს, იმიტომ რომ ჩვენ ყველანი ინდივიდები ვართ მაგრამ რაც ამ პრობლემას წითელი ხაზივით გასდევს ეს არის ის, რომ ჩვენ არ ვაფასებთ ჩვენს თავს, ჩვენს შესაძლებლობებს, ჩვენი აღზრდა... ჩვენ ვართ მსხვერპლთა მსხვერპლები და ეს არა არის მარტივად ნათქვამი, მშობლებს ყოველთვის სურთ საუკეთესო შვლებისთვის და ის რაც ჩვენ მიგვაჩნია სწორად ჩვენი მშობლების აღზრდიდან გამომდინარე, ჩვენც ასე ვმოძღვრავთ ჩვენს შვილებს და  გადადის  თაობიდან თაობაზე...




ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ საკუთრი თავის შეყვარება ეს არის ეგოიზმი არადა სწორედ საკუთარი თავის აღიარება, ჩვენი ნიჭების ის რაც უფალმა საჩუქრად გვიბოძა, ეს ნიჭი რეალიზებული ყოფილიყო ჩვენს მიერ, ჩვენ ცხოვრებისეულ ორომტრლიალში გვერდზე გადავდეთ და ამ აურზაურში ჩავერთვეთ... ერთი წუთით დავფიქრდეთ და საკუთათ თავს ვკითხოთ მუდიმივი არაფერია ერთ დღეს წარვდგებით უფლის წინაშე და ის აუცილებლად დაგვისვავს ასეთ  შეკითხვას „ - მე რომ სიმდიდრე ნიჭი გიბოძე რა უყავი სად წაიღე, როგორ გაამრავლეო...“ გვაქვს კი პასუხი ამ შეკითხვაზე, ალბათ არა რადგან ისეთ აურზაურში ვართ ჩართული, რომ ჩვენ საერთოდ არ გვახსოვს საკუთარი თავი, ის ნიჭები და შესაძლებლობები რაც გაგვაჩნია, მხოლოდ ცხოვრებისეულ შაბლონებს მივსდევთ ასე მაგალითად: ... ეს რა ქვეყანაში ვცხოვრობთ... მთავრობის ბრალია..., ეხ პატრონი რომ მყავდეს..., მდიდარი მშობლები.., მდიდარი ქმარი... კიდევ უამრავი, შაბლონებით გვაქვს მოცემული... ერთი წუთით გაჩერდი და საკუთარ თავს ჰკითხე „- კი მაგრამ ეს სულ ეს ხართ...?  ჰკითხეთ თქვენს თავს რა დააკელით მას? ზუსტად ის რაც საკუთარ თავს დააკელით, ზრუნვა, პასუხისმგებლობა, უკეთესი ცხოვრება, იმას ითხოვთ სხვებისგან, სწორედაც, რომ პირველ რიგში ქართული ბრძნული ანდაზაა „ჯერ თავო თავოო მერე ცოლო და შვილოო“ ჯერ საკუთარი თავი ისე შეიყვარე, რომ თავადვე გახდე ბედნიერი, ცარიელი ჭიქიდან წყალს ვერ დალევ, ჯერ შენი თავი უნდაა აავსო სიხარულით, ენერგიით, სიცოცხლის სიყვარულით და რასაცა გასცემ შენია რაც არა დაკარგულია ხომ გაგიგიათ, გაცემული საკუთარი თავისათვის უკანვე გიბრუნდებათ,  სამყარო ნეიტრალურლია მას არ სჭირდება ჩვენი ემოციები ის ყოველთვის წონასწორობაშია, ჩვენივე გაშვებულ ემოციას, საქმეს, სიკეთეს უკანვე გვიბრუნებს ხშირ შემხვევაში გამრავლებული სახით.
ახალ ისმევა შეკითხვა როგორ გამოვიდეთ დეპრესიიდან?... დეილ კარნების სიტყვებს მოვიშველიებ „არცერთი ჩვევა ისე არ აუმჯობებსებს განწყობას, როგორც ყოველთვის უკეთესის მოლოდინი, რწმენა იმისა, რომ ყველაფერი კარგად იქნება, რომ ჩვენ წარმატებას მივაღწევთ, მიუხედავად ნებისმიერი მოვლენისა ან მათი არარსებობისა, ბედნიერები ვიქნებით...
რწმენა უფლისა, ლოცვა, მეტი ურთიერთობა ბუნებასთან, თქვენ რადგან დეპრესიაში ხართ ცხადია ჯანმრთელობის პრობლემებიც გაქვთ, ამიტომ მეტი ისეირნეთ ბუნებაში და ილოცეთ უფლის ხელი და მადლი ყველგანააა.
რაც შეეხება უფულობას, ფულის ხსენებაზე ხშირად ფულის კუპიორები მოგვდის გონებაში, რა არის სიმდიდრე, სიმდიდრესთანაც ფული ასოცირდება, კი მაგრამ როგორ ვიშოვოთ ეს ფული, რომ კიდევ მეტი კომფორტი გვქონდეს ვიდრე ეს დღეს გვაქვს...
აღიარეთ რამდენი სინდიდრე გაგაჩნიათ რასაც მსოფლიოს მილიონიც რომ გქონდეთ  ვერ იყიდის ადამიანი, აღიარეთ რამდენი სიმდიდრის პატრონი ხართ... გაიხსენეთ რამდენ გამარჯვებისთვის მიგიღწევიანთ რასაც ფულით ვერ იყიდდით, გაიხსენეთ  როგორი მდიდარი ხართ... ნუ თვლით რომ ფულის კუპიურა არის თქვენი ცხოვრების გზამკვლევი...
დაისახეთ მიზანი...
მიზანს წარმოადგენს ის რაც ადამიანს სჭირდება ცხოვრებისგან, სამყაროს უხარია, ბედნიერია, ის მზად არის თქვენი სურვილები შეასრულოს, როდესაც მიზანი ფულია და თვლით, რომ მიზნის მიღწევა მხოლოდ ერთი ტომარა ფულის მეშვეობით მიიღწევა შეცვალეთ მიზანი, რადგან ფულის მარათონში ყველა დამარცხებული გამოდის. ასეთ შემთხვევაში თქვენ ფიქრობთ ფულზე და არა მიზანზე, საბოლოოდ აღარც ფულია  და არც მიზანია მიღწეული, მიზნის მაგივრად აზრობრივ ენერგიით ავსებთ მიზნის ხელოვნურად შეცვლელ ფულზე... სამყარო ვერ გებულობს საბოლოოდ თქვენ რა გსურდათ თქვენ შეცვალეთ მიზანი...
ახლა წარმოიდგინეთ, მიბრძანდით რესტორანში და ოფიციანტი შემოგეგებათ, რას მიირთმევთ და აძლევთ შეკვეთას, სამზარეულოში დაიწყეს თქვენი შეკვეთის მომზადება, თქვენ ამ დროს ცვლით შეკვეთას, ცხადია შეჩერდება თქვენი პირველი შეკვეთის მომზადება და დაიწყება შემდეგი შეკვეთის მომზადება, თქვენ ისევ ცვლით შეკვეთას ბუნებრივია საერთოთ შეჩერდება თქვენგან შეკვეთების მიღება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ თქვენ აუცილებლად უნდა ჩამოყალიბდეთ რა გსურთ ჩაი თუ ყავა... ამიტომ ჩამოყალიბდით რა გსურთ და ისე მიეცით სამყაროს შეკვეთა, რომ მან შეასრულოს სანუკვარი სურვილი...
მუდმივი ფიქრი ფულის დეფიციტზე, გვაძლევს მხოლოდ ერთ საფუძვლიან შედეგს, იმას რასაც ფიქრით და ჩვენი ენერგიით მუდმივად ვკვებავთ ის მრავლდება, უფულობას თუ კვებავთ თქვენივე ფიქრებით, შესაბამისად ელოდეთ უფრო მეტ დეფიციტს რადგან თქვენვე გაამრავლეთ უფულობა თქვენს ცხოვრბებაში, ახალ კი ხვდებით თქვენს ფიქრებს რა ძალა აქვს, ახლა ეს ძალა თქვენივე სასარგებლოდ გამოიყენეთ, ფიქრი მიმართეთ არა ფულზე არამედ მიზანზე და მერწმუნეთ სამყაროდან აუცილებლად მოგივათ დახმარება, ზოგი იდეის სახით, ზოგიც საჭირო დროს საჭირო ადგილზე, ზოგიც ადამიანების მეშვეობით, მთავარია მოინდომოთ...
იდეიდან მიზნისკენ მიმავალი გზის თანმდევია ფული და არა თავად მიზანად დასახული ფული. ნუ ღელავთ მთავარია ფულის  მნიშვნელობა დაიყვანოთ მინიმუმამდე იფიქრეთ მხოლოდ იმაზე თუ რისი მიღება გსურთ... და არა იმაზე რის დეფიციტს განიცდით...
მინდა  პოზიტიურ მოტაზე დავასრულო შეუძლებელია და მიუღწეველია  არაფერია, ყველაფერი თქვენს ხელშია, თქვენივე შესაძლებლობების სწორად გამოყენებაში, მთავარია თქვენ მოინდომოთ ამის მიღება.... ადამიანის დანიშნეულებაა იყოს ბედნიერი... დაე იყოს ასე იყავით ბედნიერნი....

სიყვარულით დონარი სამადაშვილი

თბილისი 27.11.2017

Wednesday, November 1, 2017

სამოთხეში ადამმა ვაშლი შეჭამა და ევას დააბრალა შენ მაცდუნეო, სამოთხიდან გამოაძევეს რადგან მან არ აღიარა ის ფაქტი რომ უფალის სიტყვას არ დაუჯერა  "- არ შეჭამო თორემ სამოთხეს დაკარგავო... " უფალმა იცოდა, რომ იგი არ აღიარებდა  და დამნაშევეს "გარეთ" მოძებნიდა.
ადამი ეს არის გაუცნობიერები არსი მატერიალური ადამიანისა...
გზა პირველი: რა იქნებოდა თუ კი ადამი აღიარებდა და იტყოდა:
-კი უფალო... მე შევჭამე,  მაინტრესებდა რა იყო, როგორი გემო ექნებოდა აკრძალულ ხილს...
 თუკი ადამი  აკრძალვას არ დაემორჩილებოდა შემდეგ რა მოხდებოდა?...
უფალი პასუხობს: - მე მამა ვარ შენი, მე ვზრუნავ ჩემს შვილებზე, მე ვიცოდი, თუკი ამას შეჭამდი შენ თავად დაზარალდებოდი... განიდევნებოდი სამოთხიდან...
მაგრამ იყოს ნება შენი, შედეგით მიხვდებოდი რისგან  გიცავდი, რაკიღა შეჭამე მაშინ გაიზარდე კიდეც და განვითარდი, აიღე პასუხისმგებლობა შენს არჩევანზე, როდესაც თვლი რომ ეს შენი ნებაა, მაშინ ნება იბოძე და ჩადენილიდან გაკვეთილიც მიიღე, ანალიზი გაუკეთე და ისე გააგრძელე შენი გადაწყვეტილებებით ცხოვრება, თუცა იქნებ ჩემი მხრიდან გამოწვევაა, - შენგან, "ადამიდან", ადამიანი დადგეს, რომელიც იქნება "თავისი თავის უფალი", თავისუფალი რომელსაც თავადვე შეუძლია განსაზღვროს შეჭამოს თუ არა ვაშლი, ჩემი სურვილი იყო შენ ჩემი ასლი ყოფილიყავი მატერიალურ სამყაროში - დედამიწაზე, შეგძლებოდა იქ სამოთხეში გეცხოვრა, მაგრამ მე ვთვლი რომ სამოთხეს დამსახურება, გაცნობიერება სჭირდება და იმის დაფასება რაც მოგეცა ეს როგორც მოცემულობა.
მაინტერესებდა ჩემგან მოცემული სამოთხიდან საით მოინდომებდი წასვლას, განვითრებას, დარჩებოდი როგორც მორჩილი და მთელი არსებით  სამოთხეში დარჩებოდი თუ წინააღმდეგობების დაძლევაში გაძლიერდებოდი... განვითარდებოდი...

გზა მეორე: ბუდა გამახსენდა, როგორც მეორე, განსხვავებული არჩევანი - სამოთხეში ყოველთვის არ უნდა ადამს, მისი არსი აღმოჩენებშია.
ბუდამ თავისი სურვილით დატოვა სასახლე "ედემი" და მისი მეუღლე "ევა"  ისე წავიდა სასახლის გარეთ სამყაროს შესაცნობად. საინტერესო და შესაცნობი ყოველთვის საზღვრის გარეთაა, სადაც კომფორტის ზონა მთავრდება, საზღვრების გადალახვა ჩვენი გონების ცნობიერებების გამდიდრების წყაროა, ალბათ ამიტომაც ხშირად გვირჩევენ, რომ ვიმოგზაუროთ სხვა ქვეყნებში, გადავკვეთოთ საზღვრები.
ინტერესი ჩნდება კომფორტის ზონის იქით, მართალია შიში გიპყრობს, მაგრამ მაინც რა ხდება ის ამბობს - კი ბატონო ეს გავიგე კარგად ცხოვრება, გათენდა ავდექი, ვჭამე, ვსვი, დავტკბი ბაღში სეირნობით, დაღამდა ლამაზ ცოლთან სიამოვნებაში ღამის გათენება... ისმის კითხვა კი მაგრამ უფალო სულ ეს იყო? სულ ეს ვარ?...
აი მეორე გზის არჩევის პასუხი: 
- კი მაგრამ ვინ ვარ?
- რატომ ვარ და აქ რას ვაკეთებ?
- რა არის ჩემი აქ მოსვლის მიზანი?
- რას ვემსახურები მე?
- რა დანიშნულება მაქვს სამყაროში?
- რა წვლილი უნდა შევიტანო სამყაროს განვითრებაში?
ამის ამოსაცნობად მოვდივართ ვიბადებით, ვიზრდებით და შემდეგ ისევ მივდივართ, გარდავიცვლებით, სხვა სახით სხვა მდგომარეობით ვარსებობთ.
ვიპოვოთ ჩვენი დანიშნულება, ადამმა თავისი მისია შეასრულა, ეს შეასრულა ბუდამაც, რომელმაც თავისი სურვილით დატოვა სამოთხე, საკუთარი თავის შესაცნობად... ეს არის მოგზაურობა ყველაზე საინტერესო და შთამბედავი...

Monday, October 30, 2017

დაუვიწყარი ხარ სამყაროსთვის, რადგან შენ არასოდეს მეორდები,
დაუვიწყარი ხარ ძვირფასო დაე გახსოვდეს...
დაუვიწყარი  და იფიქრე ამაზე...
დაუვიწყარი შენთვის და სამყაროსთვის
Nat Kole King
ვისმენ ჩანაწერს ამ არაჩვულებრივი მომღერალის-- დაუვიწყარი, როგორ უნდა იცხოვრო და ისიამაოვბნო აწყმყოთი როგორი სინთესი შეიძლება მოაწყო... რა საინტერესოა...
დღეს ტკბები, ადამიანი რომელმაც დაატკბო სამყარო ისე რომ ეს ცემს დაბადებამდე მოხდა, დღეს მე ვტკბები მისი არსებობით, მართლაც დაუვიწყარია ორი ადამიანის შეხევდრა წარსულიდან მომავალში, რომელიც ჩანაწერმა შეძლო და გააცოცხლა.. შეხვედრამ დაიწყო სვლა წარსულში და განცდა მოხდა ჩემს აწყოში შეხვედრა შედგა...
შე თავად ხარ დაუვიწყარი, სამყარო ვერ დაგივიწყებს ეს შეუძლებელია არც შენს ღიმილს არც შენს მზერას, არც ცოცხალ კონტაქტს საყვარელო, ძვირფასო ადამიანო დაუვიწყარო, რამდენ ადამიანში ცოცხლობ ეს არის მარადიულობა რაზეც ასე სათუთად მღერი და ეხები, თბილად ტკბილად, საყვარელო, მინდა თავი მოვიხარო ამ შეგრძნებისთვის რაც ჩემში აღძრა ამ მელოდიამ და შესრულელბამ- ძვირფასო თავად დაუვიწყარო, თავად სიყვარულო და ხსოვნა იყოს შენი ასეთი ძვირფასი ენერგიისთვის არ ვიცი ამას რა ჰქვია - ტკბილო თუ უფრო ძვირფასო 

Thursday, September 28, 2017

გუშინდელი აწმყოს მომენტის დაჭერამ აღმაფრთოვნა, მივხვდი რომ აწმყოს შეგრძნება და ამოხსნა საიდუმლოს ამოხსნის ტოლფასია, დავიჭირე ჩემი თავი ისეთ  მიუღებლობაში, ტყუილში, რომ ტვინმა ისე მყარად იცის ის დეფიციტი, არ აცნობიერებს, რომ ის ჩემს ცხოვრებაში უკვე არსებობს და ამას არ აღიარებს, ეს აწმყოს წამებში იმალება, რამდენ რამეს უშვებთ გაუცნობიერებლად ჩვენი ცხოვრებიდან გვგონია, რომ არ გვაქვს, არ გვაბადია და პეპლის დასაჭერი ბადით დავდევთ პეპელას და ნუ იტყვით პეპელა ჩვენს ხელშია და ისევ მის სადევნელად გავრბივართ სადღაც, არადა ის ხომ ჩვენს ხელშია, ნამდვილად ჩვენს ხელში, აი ასე ცხვირ წინ.....
ეს რეალობა, რომელიც დავიჭირე, ფაქტზე დავიჭირე და მე ეს ვაღიარე, რომელიც ძალიან სასიამოვნო იყო, აღიარება იმისა, რომ მე უკვე ვფლობ ამ სანატრელ ოცნებას, რომელსაც აქამდე ყველა ფურცელზე ვწერდი გავაბეზრე ფულცელიც და კალამიც... ალბათ უფალით... გულს სიმშვიდე დაუფლა და სიტკბოება ჩამეღვარა არადა რამდენი ხანია ეს არსებობს ჩემს ცხოვრებაში უბრალოდ არც კი მიცდია მისი დანახვა... აი ეს შეუძლია აწმყოს საოცრებას დაგანახოს ... ნამდვილად დაგანახოს ... რომ სამყაროს უყვარხარ და ის გაძლევს მაგრამ მიჩვეულნი დეფიციტში ყოფნას ყველაფერს მიღმა უშვებ, შენი გულისმიღმა... რომელიც წარსულში გადადგილდება, შენ კი რჩები შენი შექმნილი დეფიციტის ილუზიაში...
არადა ეს რეალობა, წამის დაჭერა რა სასიამოვნოა, ვიჭერთ ჩვენს თავს თუ სად ვატყუებთ საკუთარ თავს. აწყმოთი ტკობობაში დიდი საიდუმლო ინახება, გასაღები ბედნიერებისა, დაუფასებელი აწმყოს წამებს წარსული მოგვტაცებს, აწმყო რომელსაც ადგილი არ აქვს წარსულზე წუწუნისა და მომავლის ოქროს კოშკების აგების ფიქრების გამო... ისინი შთანთქავენ აწმყოს დიდებულებას....

Thursday, September 21, 2017

გენიოსებო, თქვენ გიპყრიათ საჭე სამყაროს გრანდიოზულობის შეცნობისა!!!

გენიოსები კაცობრიობისთვის გადიან ბეწვის ხიდს ილუზიასა და რეალობს შორის.
ეს თვდადება, თავგანწირვა, კაცობრიობისთვის ომის მოგებაა...
ილუზია როგორ იქცეს  კაცობრიობისთვის რეალობად, ხშირად მათი დანახული არარელობა როგორი დამაჯერებელი რეალობა ხდება ჩვენთვის, ჩვენს ცხოვრების ნაწილად იქცევა ხოლმე....
ილუზია  როგორ იმკვიდრებს რეალობაში ადგილს...
ილუზიაში, რომელიც ჩვენი რწმუნებულებით ვითომ რომ რეალობაა...
სამყაროს ერთი ილუზია გადაადგილდეს კაცობრიობის მეორე ილუზიაში... ეს მათი გენიოსობაა ანდა თუნდაც მათივე სიგიჟე...
გენიოსებო ქედს ვიხრი თქვენს წინაშე...


მხოლოდ სიყვარულის საიდუმლო განტოლებაშიც კი შესაძლებელია ნებისმიერი ლოგიკური მიზეზის მოძებნა 
                                                                           ჯონ ნეში
                                                      (ბრწყინვალე გონება)

Friday, September 1, 2017

 სიჩუმე ორი სამყაროს შეხვედრა...
ორი გზა - მიმავალი და მომავალი, რომლიც იწყება მზერით და  მთავრდება გულში, როგორ გადავეჩვიეთ ვიყოთ ქმნილება სამყაროსი, არადა რა საამურია, როგორი       ამაღელვებელი სიჩუმეში ორი სამყაროს შეხვედრა..,


სიჩუმე - თითქოს კოსმოსში ხარ, სადაც მთელი სამყაროს არსი დევს და ეს წამიც, რომელიც მთელი ცხოვრების აზრს იძლევა.
სიჩუმე...
შეხვედრა...
შეხვედრა ორი სამყაროსი...
ჩემი და შენი შეხვედრა...
ძვირფასო...
თავისუფლება - ნეტარების ტოლფასი...
თავისუფლება- როცა თავისუფალი ხარ ყოველგვარი კომპლექსისგან და წყლულებისგან, მაშინ დგება  თავისუფლების ცხოვრების სიხარულის და ძლიერი ენერგიის შეგრძნება სხეულში, შეგრძნება  გამარჯვების გემოსი, როცა გრძნობ როგორ დაიგუგუნებს ენერგია, რომელიც ზეიმად იქცევა და ცას იქით წვდება დიადი გამარჯვების ჰანგები, თითქოს მძიმე ბორკლიები დაწყდა და დაიყარა მიწაზე, თავისუფალ ფრინველად იქეცი, რომელიც მთისწვერზე ირაოს აკეთებს, ჰაერში კი ტრიალებს გამარჯვების სქელი ტალღა, რომელიც ცხვირის ნესტოებში ვეღარც კი ასწრებს შესვლას....
დიდებული შეგრძნებააა თავისუფლების წამები... დიდებული....


Saturday, August 26, 2017


გაბედე ცხოვრება!!!!
თაობები მიდიან...
 თაობები მოდიან...
მიმავალნი თაობები წუწუნებენ, ვერ შეძლეს, ვერ გამოიყენეს ნიჭი, დრო, შესაძლებლობები, რომელთაც შეეძლოთ წარმატების გზაზე გაეყვანა,
ამდენი წუწუნი, იმედგაცრუება, სინანული, კი მაგრამ რატომ? ...
გაბედულებით აღჭურვა, ზუსტადაც რომ "აღჭურვა" ანგრევს სტერეოტიპებს, და წინააღმდეგობებს, რომელიც ჩვენს ტვინში, გონებაში, აღზრდაში და მენტალიტეტში ერთ დროს ღმად ჩაიბეჭდა,
გაბედე სიცოცხლით ტკბობა!!!!
მიეცი შენს თავს უფლება, უფლება სიხარულისა და ბედნიერებისა....
გაბედვაა შიშს თვალებში ჩახედო და უთხრა
-"დიახ მე მაინტერესებს შენი დიდი და გაფართოებული თვალების უკან რა დგას, კი არ მეშინია, არამედ მწყურია მისი ნახვა, მწყურია სამყაროს ფერებით ტკბობა, მწყურია შეუცნობელის შეცნობა...
გაბედავ და დაინახავ, რომ სულაც არ ყოფილა ასეთი საშიში, ამით მდიდრდები, ამ შეგრძნებებით, რომელიც ავსებს შენს სამყაროს, მერე კიდევ გწყურია ეს შეგრძნებები, კიდევ .... შენს თავში აღმოაჩენ შეუდრეკელ გმირს რომელსაც უკვე აღარაფრის ეშინია....
მომავალ თაობებს ბედნიერი თვალებით ეუბნები "მიდი შენც გაბედე, შიშის იქით არის ცხოვრება, ნუ გეშინია, გაბედე ოცნება, გაბედე იყო ბედნიერი, აი ამის მაგალითი აქ ვარ მე გავბედე და შენც ნუ გეშინიაააა, ერთ დროს მე გავბედე და დავიპყარი, ეს უდიდესი სიამოვნებაა..."
ჩვენი აწმყოში გაბედულობით ვქმნით ჩვენი მომავალი თაობის მომავალს, რომ თამამად დავიძახოთ "ჰეი ვინ მოდის მანდ მომავლიდან"

Tuesday, January 24, 2017

მართლაც და რა არის შობა ? 
უფლის შობამ რა უნდა უთხრას კაცობრიობას?
ეს ისტორია მოვისმინე საშობაო სიმღერასთან დაკავშირებით, რომელიც მოხდა შობის ღამეს, 1914 წელს დასავლეთ საფრანგეთში, პირველი მსოფლიო ომის დროს 
On Christmas Eve, 1914 in West France, WWI was still raging on, British and German soldiers locked in trench warfare, firing artillery and gunfire, but upon that night, both sides cease fire and the silence was broken by a man singing in the German trench. the rest of the German soldiers sung with him and the British join in. That song was Silent night. sung in both English and German in union. The following morning on Christmas day, they were preparing to attack each other again but General Fritz of the German forces emerged from the trench waving his arms, soon the soldiers followed with him. and soon British forces emerged from the trenches and meet their enemies in the middle of no man's land. They shook hands, greeting each other, giving each other food, alcohol, cigarettes and they played Soccer/football with Germans winning. They all hung out and talked, cutting up and console each other like brothers. Unfortunately it didn't last.. later that night, the fighting resumed, some of those soldiers who met each other, ended up killing each other. 
ჩავიკითხე და ტირილი მომინდა როგორი უსუსური ხდება ადამიანი, რომელსაც არ შესწeვს ძალა, რომ თქვას "მე ამისთვის არ მოვსუვალ რომ ჩემი სული დავამძიმო სხვისი სიცოცხლის მოსპობით", აუცილებელი არ არის იარაღი აიღო და მიუშვირო ადამიანს მოსკვლელად, „სიტყვა“ ყველაზე დიდი იარაღია, რომელიც კლავს და რომელიც აცოცხლებს.
 რამდენიმე წლის წინ ჩემს დედა ირინას  ვესტუმრე მამა ვიტალის სავანეში და მახსოვს მაშინ რომ მითხრა „დანით კაცსაც მოკლავ და პურსაც დაჭრიო“, რა საინტერესოა არჩევანი ადამიანის, არჩევანია მნიშვნელოვანი რას ირჩევს პურის დაჭრას რომ შენს მოძმეს გაუნაწილოთ თუ მასვე სიცოცხლე მოუსწრაფო...
თუკი სხვაზე ზრუნვის სურვილი გაგაჩნია არასოდეს გამოიყენებ დანას როგორც იარაღს, აი რატომ სწუხს მუდმივად ჩვენი უფალი, სწუხს ასე რომ გვძულს მის შვილებს ერთმანეთი, და როგორი პრობლემების და ბარიერების შექმნა შეგვიძლია ერთმანეთისთვის.
განა არ შეიძლებოდა ასეთი სიყვარული ბრძოლის ველზე გაგრძელებულიყო და ბოლოს დაბოლოს ყველას ერთად ეთქვა უარი სიძულვილზე, აქაც გამდედაოდა სჭირდება ადამიანს რომ „კომფორტის ზონიდან“ გამოვიდეს, მათ არ იციან შიშის იქით რა იმალება? შიში მისი უფროსებისა და აგრესიის წამომწყები „ბოსებისგან“ არადა ამდენი ადამიანის მართვის უნარი რომ ხალხმა მისცა, მისცა უფლება რომ მათზე ასე იბატონონ და არჩევანი პურის დაჭრასა და ადამიანის სიცოხლეს შორის გააკეთონ.
მართლადაც რისთვის მოვდივართ დედამიწაზე ნუთუ ამისთვის?






მე მგონია რომ ფულს ქალის ბუნება აქვს, მასავით შეუძლია გამრავლება, შენახვა, თუ ის ვერ მოიპოვეს მის

ლანძღვას იწყებენ, ეს ალბათ უცხო არ არის, არაერთხელ მოგვისმენია, როცა არ გამოსვლიათ მისი დაუფლება, დაპყრობა ათასი სიბინძურე დაუბრალებიათ.  ქალის  ღირსეულად მოპოვებას კი ღირებულებები სჭირდება, ვისაც უნდა რომ ღირსეულად მოიპოვოს და დაეპატრონოს მას, გამოიჩინოს ძლიერება ისე რომ იგრძნოს, რომ ის ღირსეულის ხელშია, რომ მას ჰყავს ის პატრონი ვისაც შესწევს ძალა და უნარი ფლობდეს  მის თავს, სწორედ მაშინქალი მთელი ცხოვრება ერთგული იქნება და მის გვერდით დარჩება,  იგი მოვა  აგაყვავებს და გაამრავლებს შენსცხოვრებას შენს ჯიშსა და გენს ამის ფლობას ირებულებები სჭირდება. ასეა ფულიც ვინც იცის როგორ მოეპყროს მას, იგი არასოდეს მოიხსენიებს მას როგორც უზნეოს, უწესოს, უსუსურს და კიდევ ათას სიბინძურედ.