Tuesday, May 27, 2014

რობერტ კიოსაკი წიგნი "მდიდარი მამა ღარიბი მამა" გვ. 164. ვციტირებ: "თუ ჩვენ 100 კაცს წლის დასაწყისში 1000 დოლარს დაურიგებთ, მე შემეძლო მეთქვა თუ რა ელოდება ფულს წლის ბოლოს:
  •  80%-ს აღარაფერი დარჩებოდა. პირიქით დიდ ვალებში ჩაცვივდებიან, რადან ეს თანხა მათთვის პირველადი შენატანის როლს შეასრულებს, ფუფუნებიის საგნების შესაძენად ან ისინი ამ ფულს გართობაში დახარჯავენ
  • 16% ამ თანხას 5-10%-ით გაზრდიდა
  • 4% ამ თანხას 20.000 დოლარად ან სულაც მილიონად აქცევდა"
ჩემდა უნებრურად სახარებიდან მსგავსი რამ ამომიტივტივდა გონებაში....
მათეს სახარება თავი 25-ე
ერთს ხუთი ტალანტი მისცა, მეორეს - ორი, მესამეს - ერთი, თვითეულს - მისი უნარის მიხედვით, და გაემგზავრა.
ხუთი ტალანტის მიმღები წავიდა, ივაჭრა და ხუთი სხვა ტალანტიც მოიგო.
ასევე ორი ტალანტის მიმღებმა მოიგო ორი სხვაც.
ხოლო ერთი ტალანტის მიმღები წავიდა, მიწაში დაფლა და დამალა თავისი პატრონის ვერცხლი.
დიდი ხნის შემდეგ დაბრუნდა იმ მონების პატრონი და ანგარიში მოსთხოვა მათ. ეახლა ხუთი ტალანტის მიმღები, ხუთი სხვა ტალანტიც მიართვა და უთხრა: ბატონო, შენ მომეცი ხუთი ტალანტი და, აჰა, მათი წყალობით, ხუთი სხვა ტალანტიც მოვიგე. ხოლო პატრონმა მიუგო მას: კეთილი, სანდო და კეთილო მონავ! რაკიღა მცირედში სანდო იყავ, დიდს განდობ შენ: შემოდი შენი პატრონის სიხარულში.ეახლა ორი ტალანტის მიმღებიც და უთხრა: ბატონო, შენ მომეცი ორი ტალანტი და აჰა, მათი წყალობით, ორი სხვა ტალანტიც მოვიგე.ხოლო პატრონმა მიუგო მას: კეთილი, სანდო და კეთილო მონავ! რაკი მცირედში სანდო იყავ, დიდს განდობ შენ: შემოდი შენი პატრონის სიხარულში.ეახლა ერთი ტალანტის მიმღებიც და უთხრა: ბატონო, ვიცოდი, რომ სასტიკი კაცი ხარ; მოიმკი, სადაც არ დაგითესავს, და კრებ, სადაც არ დაგიბნევია.ჰოდა, შემეშინდა, წავედი და მიწაში დავფალი შენი ტალანტი; აჰა, შენი შენავე გქონდეს.ხოლო პატრონმა მიუგო და უთხრა მას: უკეთურო და მცონარა მონავ! იცოდი, რომ მოვიმკი, სადაც არ დამითესავს, და ვკრებ, სადაც არ დამიბნევია.ამიტომაც გმართებდა ვაჭრებისათვის მიგეცა ჩემი ვერცხლი, რათა დაბრუნებულს მიმეღო ჩემი სესხი მონაგებითურთ.მაშ, წაართვით მაგას ტალანტი, და მიეცით ათი ტალანტის მქონეს.რადგან ყველა მქონეს მიეცემა და მიემატება, ხოლო არმქონეს წაერთმევა ისიც, რაცა აქვს.ხოლო ეგ ურგები მონა გააგდეთ გარესკნელის ბნელში. და იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭიალი.
იგრძენით რაიმე განსხვავება? ალბათ მხოლოდ პროცენტებში და ფულის ვალუტაში ხომ ასეა.... რა საინტერესოა ადამიანი თავისი ბუნებით და არსებით, არაფერი არ შეცვლილა , შეიცვალა ინფორმაცია არსებულ ცხოვრებაში.....
ისმის კითხვა რა არის საჭირო იმისათვის, რომ ეს საუკუნეების განმავლობაში არსებული პრობლემა აღმოიფხვრას, ყველა საიდუმლო ჩვენს გონებაში იმალება საძიებლად შორს წასვლა არასოდეს ყოფილა თურმე საჭირო აქვეა ეს ყველაფერი შენს გონებაში, საკუთარ თავში, უნდა შეძლო მოთმინება მოიკრიბო და აღზარდო შენი თავი მისცე მას დავალება და ის არაჩვეულებრივად შეასრულებს, როგორც ეს ჩემი სარეცხის მანქანა დილიდან ჩართულია და მისი ბარაბანის მოძრაობის ჰანგების ფონზე ჩემი ცხოვრების ამოცანის ამოხსნას ვცდილობ.......
ყველაზე დიდი სიმდიდრე დაბადებიდან მოგვეცა და ეს უნდა გამოვიყენოთ სწორად...
გონებაა უდიდესი სიმდიდრე, ჩვენი ქვეყანა და ამ ქვეყანაში ჩვენ ვიქნებით მდიდრები თუკი ყველა გავაანალიზებთ სიმდიდრის არსებობას ჩვენს თავში, ჩვენი გონების უნიკალურობას, დავძლევთ ჩვენს საკუთარ თავს, ვასწავლით ჩვენს შვილებს თუ სად ეძიონ სიმდიდრე, ოქროს მთები, ეს ჩვენი გონებაა ჩვენო ოქროც, ბრილიანტიც .....

სიყვარულით დონარი სამადაშვილი

Friday, May 16, 2014

სარკე .... საინტერესო ნივთია, ხანდახან უეცრად მოჰკრავ თვალს სარკეში შენს თავს და შეამჩნევ, რომ რამდენი წელი გავიდა და ეს წლები შენს სახეზე წერია ნაოჭების ზოლებად....

თითქოს არაფერია მაგრამ იგი ზუსტად ასახავს ჩვენს განვლილი წლებს ჩვენი დღევანდელობას, დღეები მიდიან მიდიან... გულში კი ისევ იმ პატარა გოგოდ რჩები, როგორც გახსოვს შენი თავი, არადა სარკეში კი ამჩნევ წლების შტრიხებს, შენს განვლილ წუთებს, მერე კი უნებლიედ მოდის კითხვა რა გააკეთე, რისთვის მოხვედი, ან გააკეთე კი შენი შესაძლებლობების მაქსიმუმი იმისთვის, რომ დღეს სარკეში ჩემს თავს ამაყად უთხრა ყოჩაღ!!!! ასე გააგრძელე...

სარკე გვახსენებს ჩვენს გასაკეთებელ საქმეებზე და წუთია, რომ არის წუთისოფელი ყველფერი მოსასწრებია, ყოველი წუთი ძვირფასია მიზანდასახული ადამიანიათვის, მოვცეთ სარკეს სხვა კიდევ უფრო ღრმა დატვირთვა ვაქციოთ იგი ჩვენი ცხოვრების თანამგზავრად, რადგან ერთ მშვენიერ ბედნიერ დღეს ამაყად ჩავიხედოთ სარკეში, საიდანაც დავინახავთ ჩვენს თვალებში ბედნიერების სხივებს...

Thursday, May 15, 2014


უფალმა მოგვცა სამყარო რათა ადამიანებს შეეცნოთ და შეესწავლათ იგი, მისცა ამისთვის ყველა ინსტრუმენტი - გონება პირველ რიგში და მიწიერი ყოფნა, რათა ზეცა დაეპყროთ, ადამიანს ფარდა ჩამოეხსნა ვირტუალსა და მიწიერს სამყაროს შორის. ყველაზე დიდი გამოწვევა რაც შეიძლება ადამიანს ჰქონოდა, ეს არის დიდი საქმის კეთება და ამით სიამოვნება და კეთილდღეობა მოტანა ერთმანეთისათვის.

სამყარო ვირტუალური ესაა გამოჭრილი ფანჯარა, რითაც მოხდა ადამიანების მატერიალური სამყაროს მიშენება ვირტუალურ სამყაროსთან. ადამიანს აქვს შესაძლებლობა, რომ დაიპყროს მეცნიერების მწვერვალები ამით წინ წაწიოს სამყაროს შემეცნება, ყოველდღიური ცხოვრება გახადოს გაფართოვებული ყველა თვალსაზრისით მატერიალურიდან ვირტუალურის ფართო სივრცეში. ადამიანმა ეს უნდა დაიჯეროს, რომ უფალმა შემოქმედმა ყველა თავის ხატად შექმნა და ყველას ერთნაირი შესაძლებლობები მისცა იყოს ბედნიერი და წარმატებული, თავისუფალი ყველა ნეგატიური გარემოსაგან, მხოლოდ ამას შრომა სჭირდება ყოველდღიური დაუღალავი.... შედეგი კი იქნება ისეთივე ბრწყინვალე და სასწაულებრივი როგორც უფლის შესადარია, მას ძალიან ვუყვარვართ, უყვარს ზუსტად ის საჩუქარი, რომელიც ჩვენ გვაჩუქა - სიცოცხლე. მას განსაკუთრებულად უნდა მოვეპყროთ, როგორც ძვირფასი, რათა გული არ ვატკინოთ, იმედი არ გაუცრუოთ შემოქმედს, დიდებულს, სათაყვანებელს, საყვარელს. ჩვენს მოვიხმობთ მას როდესაც ძალიან გვიჭირს. ის ყოველთვის ჩვენთან არის, იმიტომ რომ მან იცის ამ საჩუქრის ფასი უფრო მეტად, უფრო ღრმად, ვიდრე თავად ჩვენ როგორც უფლის საჩუქრებმა"
დიდი სიყვარულით დონარი
გუშინ დილით ტელევიზორი ხმამაღლა გადმოსცემდა მისაღები გამოცდების შესახებ ინფორმაციას, ისეთი განწყობა დამეუფლა, იმის ნაცვლად რომ დილის გათენებით დამტკბარიყავი გულში საშინელი გრძნობა და განწყობა დამეუფლა, ჩემს თავს ვკითხე და მართლაც რა არის ეს მისაღები გამოცდები? რას წყვეტენ ისინი ჩვენს ცხოვრებაში? ცუდი განწყობაა დამეუფლათქო, გამახსენდა ჩემი აბიტურიენტობის დრო, ეს სერიოზული სტრესი იყო, რომელიც მისაღებ გამოცდებს ახლავდა ხოლმე უძილო ღამეები, დღის განმავლობაში ვალერიანის წვეთების სუნი.... წლები გაჰყვა ჩემს ცხოვრებას, ისეთი  შეგრძნება იყო თითქოს ეშაპოტზე გაყავდი ვიღაცას სიკვდილმისჯილივით და თუ ვერ ჩააბარებდი ........................ კიდევ ვერ გადმოვცემ იმ სტრესის სიღრმეს რა განცდაც მქონდა გულში....
ღმერთო ჩემო რა სადიზმია, მთელი სხეულით ვგრძნობ იგივეს მერე და რა მომცა უნივერსიტეტმა, ხმამაღლა ვიტყვი  ა რ ა ფ ე რ ი , ზოგი გააპროტესტებს ალბათ, მაგრამ ღირდა კი მისღები გამოცდების მიღებული სტრესი უნივერსიტეტის "ნაყოფიერ სწავლებად"? კი მომცა სულ დამავიწყდა "დიპლომი", საქართველოში ხომ დიპლომის ყდის გარეშე ადამიანად არ ითვლები, უფლის ნაბოძებ ნიჭს და უნარს , ხომ საქართველოს უნივერსიტეტების სტატუსები ფარავს, სასაცილოა პირდაპირ თუ სატირელი არა........
ხო მისაღებ გამოცდებზე საუბრობდი... წლების განმავლობაში სიზმარში ვხედავდი, როგორ ვერ ვაბარებდი გამოცდებს.... შიში რომ დიპლომი არ მექნებოდა და მიუღებელი ვიყავი არსებული რეალობისთვის... არადა რამდენი ნიჭი დაიკარგა ამ რეგალიების მიუღებლობის გამო.... არა მე წინააღმდეგი კი არ ვარ ადამიანმა ისწავლოს, მაგრამ ეს სტრესი ღირდა კი ამ რეგალიებისა და სტატუსების მოსაპოვებლად დღემდე რომ შემორჩა ჩემს ქვეცნობიერს.....
სიყვარულით დონარი სამადაშვილი

Wednesday, May 14, 2014


რამდენ ტრანსფორმაციას გადის ჭუპრი რომ ულამაზეს პეპლად იქცეს? ხომ გინახავთ ჭუპრი ჯერ მატლად იქცევა შემდეგ ულამაზეს პეპლად  თითქოს სასწაულია, მაგრამ შეუძლებელია ხომ არაფერია. უფალი ბუნებაში ბევრ ანალოგიებზე მიგვითითებს  ხოლმე, რომ ადამიანმა ანალიზი გაუკეთოს  და მსგავსი ტრანსფორმაცია თავის თავზეც მოსინჯოს, ამას კი შრომა უნდა დაუღალავი შრომა, პასუხისმგებლობა საკუთარი თავისა და უფლის წინაშე, ჩვენ კი უფალი ისეთი არ მივიღეთ რისთვისაც ის მოვიდა დედამიწაზე ჩვენნაირი გარეგნობით, რომ ადამიანი მიმხვდარიყო თუ მასავით უდიდესი სიყვარულის ადგილი ექნებოდა  გულში, ისეთივე ქრისტე იშვებოდა  ჩვენს გულებში....

გამგები გაიგებსო... ამბობდა იგი და დაიწერა სახარების ფურცლებზე, ეს ასეც არის გავხდეთ გამბებნი, რომ გავიგოთ რისთვის მოვედით დედამიწაზე, რისი შეცვლა უნდოდა უფალს  ჩვენთვის სიცოცხლის ჩუქებით....
დაჯექით და კარგად დაფიქრდით, იქნებ სწორედ შენ ხარ ის ადამიანი, რომლის ტრანსფორმაციასაც ელოდება შენგან, იქნებ შენ უნდა შეცვალო სამყარო, ჭუპრიდან უალამაზეს პეპლამდე, გადაქციე დედამიწა ლამაზ და სიყვარულის დაბადების ადგილად.....


სიყვარულით და პატივისცემით დონარი სამადაშვილი
2014 წლის 8 მაისი

ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი გენიოსი დაიბადა, მაგრამ მან თავსი შედევრი 21 წლის ასაკში შექმნა, 1779 წელს გამოვიდა მისი შესანიშნავი საკონცერტო სიმფონია ვიოლინოს, ალტისა და ორკესტრისათვის.

როგორი ხილული ნიჭიც არ უნდა გაგაჩნდეთ მას დამუშავება სჭირდება, როგორც ალმასს, რომელიც დამუშავების შემდეგ ბრილიანტად იქცევა ხოლმე, გავხდეთ ბრილიანტები, გააბრწყინეთ თქვენს გარშემო ყველა, რომ თქვენი სხივის ანარეკლმა  სხვას მისცეს იმდენი მუხტი, ძალა და ენერგია, რომ ბრილიანტდათ გადაქცევის სურვილი გაუჩნდეს, ვიყოთ შესანიშნავი მაგალითი ყველასთვის, მაშინ დედამიწაზე სიყვარული გაძლიერდება, ყველა ბედნიერი იქნება ერიც და ბერიც..........

Tuesday, May 13, 2014

როგორ გგონიათ როგორ უნდა იმოძრაოს ავტომანაქნამ გზაჯვარდენინზე, თუკი ყველა კუთხეში ნიშანი კიდია "სდექ " გავლა აკრძალულია, როგორ გააგრძელებ მოძრაობას თუკი შენ თავს  ყველგან აუკრძალავ მოძრაობას, შენს ტვინშიც ასე ხდება თუკი ყველა აკრძალვას დაუდებ მას... რა მოხდება ? ჩაიკეტები საკუთარ თავში, გამოსავალს ვეღარ იპოვი, სად უნდა წახვიდე? ეკითხები შენს თავს ლოგიკურია არა? ყველგან აკრძალვის ნიშანია, საწყალი ჩვენი თავი წარმოგიდგენიათ რა მტანჯველები ვართ საკუთარი თავების.... შემდეგ დაიწყება მოგზაურობა "დიდ დეპრესიაში", ამას მოჰყვება  თქვენი ჯანმრთელობის განადგურება... რეზულტატი: ხდები ავადმყოფი, ან დამოკიდებული ალკოჰოლზე ან ნარკოტიკზე და კიდევ ვინ იცის რას მოიფიქრებს ადამიანი "დეპრესიის მოქალაქეობის დროს" შემდეგ ჯაჭურის რეაქციის წყალობით თუ ინფექციური დაავადების სიმპტომივით ყველაზე გადადის შენი აკრძალვის დაავადება: ოჯახის წევრებზე, სამსახურში, ქუჩაში და არასწორი ენერგიის გაცვლის შედეგად ვღებულობთ ნეგატიურ განწყობას, ნეგატიურ ურთიერთობებს, რომელსაც კარგი არაფერი მოქავს თქვენთვის.....
ახლა იკითხავთ საიდან მოდის ეს ამკრძალავი ნიშნები, საიდან? აქაც ჩაკეტილი წრეა ... საიდან და ჩვენი ბავშობიდან, მოძველებული ტრადიციებიდან, ვიღაცის ძალით თუ ნებით თავსმოხვეული დადგენილი ცხოვრებისეული წესებიდან. ახლა ალბათ მიხვდით, საიდან მოვიდა თქვენში ესა თუ ის აკრძალვა... ეს თქვენი ბლოკია წარმატების სავალგზაზე......
ახლა ხომ უკვე დიდი ხარ... გაანალიზე რას ნიშნავს  შენთვის ესა თუ ის აკრძალვა, მართლაც ასე საშიშია შენთვის? თუ ვიღაცის თავს მოხვეული შეხედულება, გაანალიზე შენ ხომ ეს  შეგიძლია, ნელ-ნელა მოხსენი ეს მოძრაობის ნიშანი ან შეცვალე პოზიტიური ნიშნით დაინახავ, რომ ცვლილება  კიდევ სხვა ნიშანს მოგახსნებინებს და ამ ნიშნების მიღმა იმალება  ჩვენი ნამდვილი ბუნება. ბედნიერი და თავისუფალი ცხოვრების ჰაერი, რომელიც უნდა შეისუნთქო და ფილტვებიდან შვებით თავისუფლება ამოისუნთქო.
დაბადეთ თქვენს თავში ახალი ადამიანი, რომელასაც სირთულეების დაძლევის აღარ ეშინია. თქვენ ხომ შეიარაღებული ხართ იმ ინსტრუმენტით, რასაც  გონების თავისუფლება ჰქვია, წარმატება ჩვენშია, წარუმატებლობა მოცემული გაკვეთილებია, რომელსაც მეცადინეობა სჭირდება..... გამახსენდა ჩემი ქართულის მასწავლებელი, როდესაც ვინმე გაკვეთილს არ მოამზადებდა  ასე ამბობდა: "იური გაგარინმა კოსმოსი დაიპყრო და შენ წიგნის ორი გვერდია ვერ დაგიპყრიათო", დაიპყარით საკუთარი შეცდომების გაკვეთილები სწორედ ამაში დევს თქვენი წარმატების მარცვალი, ან ძაფის წვერი ანდა გასაღები, რაც გინდათ ის დაარქვით............
2014 წლის 10 მაისი დილის 8 საათი
ცხოვრება მშვენიერია...................