Thursday, April 16, 2015




ნებისმიერ ადამიანს ვისაც არ უნდა ჰკითხოთ სურთ თუ არა იყოს ქვეყნის მმართველი და რაიმე შეცვალოს მისი ქვეყნის ცხოვრებაში ალბათ უმეტესობა უყოყმანოდ დაგთანხმდენათ, კი რასაკვირველია და ამას მოჰყვება ათასნაირი გამოსავალი ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის და უკეთესი ცხოვრების შექმნის ერთადერთ და უტყუარ სტრატეგიაზე და თანაც ისეთ დამაჯერებელ და ენეტგიული აზრებით ერთი წუთით სურვილიც კი გაგიჩნდებათ, ამ ადამიანს აუსრულდეს სურვილი. ეს ისე გულუბრყვილოდ თუ გავხვდებით წამიერერად არადა, რომ შევხედოთ გარეგნულადაც კი მიხვდებით ეს ადამიანი რის შემცვლელია და მითუმეტეს რის მმართველია თავისი თავი და ცხოვრება ვერ უმართია, ეს ქვეყანა როგორ უნდა  შეცვალოს, მაგრამ ერთი წუთით მოიცადეთ შესაძლებალია ყველა თითვეულმა მათგანმა ეს ოცნება თუ სურვილი იქნება დაიკმაყოფილოს კიდეც , რადგან ყველა ჩვენთანაგანს გვიყვარს ქვეყანა, სადაც დავიბადეთ გავიზარდეთ, სადაც გვისროლია ისარი, ყველას გული შეგვტკივა და გვინდა ჩვენი წვლილი შევიტანოთ ჩვენივე ქვეყნის ბედნიერ მომავალში.

მოდით წამოვიდგინოთ თითქოსდა თქვენი თავი თქვენი ფიქრები არის ქვეყანა და თქვენ ამ ქვეყნის მმართველი (თქვენ ხომ გინდოდათ მმართველობა და ქვეყნის სიკეთე) ხოდა აღმოაჩენთ ე.წ. თქვენს ქვეყანის წინაშე  დგას საზღვრებზე უსაფრთხოების პრობლემა და გაგიჩნდდათ სურვილი დეტალურად გაეცნოთ სიტუაციას და შემდეგ დაისახავთ პრევენციულ ზომებს,  ხედავთ რომ უამრავი ე.წ. აზრები და ფიქრები დგანან საკონტროლო გამშვებ პუნქტთან და რიგ-რიგობით ელოდებიან ვიზას რათა შეაღწიონ თქვენს ქვეყნაში, მაშინვე იფიქრეთ და გაეცით ბრძანება ყველა ქვეყანაში შემსვლელი და გამომსველი გაკონტროლდეს რათა თქვენ შეძლოთ პრობლემის სურათის სრულად დანახვა, ქვეყნის მმართველი ალბათ ასე მოიქცევა ხომ ასეა, თქვენ  ხომ უკვე გაქვთ ეს თანამდებობა.
მოკლედ შემოვიდა შემომსვლელი "ნეგატიური აზრი" მიყვებით მას გზაზე გაინტერესებს რას გააკეთებს, შემომსვლელი წაბრძანდა მოიარა თქვენი ქვეყანა დააბინძურა და დაანგრია გაანადგურა ზიანი მიაყენა და ასე გავიდა ქვეყნიდან, ეს აუცილებლად უნდა მოინიშნიოთ, შემდეგ შემოვიდა უიმედობა, ფიქრი და უსიამოვნო ამბებზე მოიარა მანაც ასეთივე "წარმატებით" ქვეყანა დააბინძურა... სადამდე შეიძლება უყუროთ ვიზიტორის ასეთ დამოკიდებულებას, თუკი გიყვართ თქვენი ქვეყანა, როგორც ქვეყნის მოყვარული და ასეთივე მნიშვნელობის თანამდებობის პირი აუცილებლად  მიიღებთ გონივრულ გადაწყვეტილებას და თქვენს ბრძანებაში ჩაწერთ იმ კანონებს რომლებიც იქნება ქვეყვნისთვის სასარგებლო და ვიზიტორისთვის ქვეყანაში მოქცევის უცილობელი წესი... არ დაგავიწყდეთ თქვენ ხართ მილიონიანი ქვეყნის მმართველი, პრეზიდენტი... ისევე როგორც თქვენივე გონებაში ათასობით ფიქრების გამტარებელი...
თქვენ რათქმა უნდა დაამყარებთ იდეალურ წესრიგს, ყველა ვიზიტორს მოუნდება ნახოს ის ქვეყანა, რომელიც ასე სამაგალითოდ გამოირჩევა წესრიგით, შრომით და აყვავებით... და თქვენ გაღიარებენ აღმაშენებელ პრეზიდენტად თუ ქვეყნის საუკეთესო მმართველად და ეს ნამდვილად სამართლიანიც იქნება თქვენს მიერ გაწეული შრომისა.... ახალა იგივე ანალოგია გადმოვიტანოთ ჩვენს ფიქრებზე,  დაუდარაჯდით თქვენს ფიქრებს და მათ დაუდეთ ასეთი კანონი, რათა ნეგატიურმა ფიქრებმა ვეღარ შემოაღწიონ თქვენს გონებაში... გახადეთ თქვენი გონება პოზიტივის, სიხარულის და აყვავებულ ქვეყნად... თქვენ ნამდვილად იმსახურებთ სიცოცხლით სავსე და ბედნიერ ცხოვრებას....