Tuesday, January 20, 2015

ადამიანები რომლებიც საქართველოში დაიბადნენ და ცხოვრობენ ელოდებიან საქართველოს გაბრწყინებას, რაღაც ღრუბელი რომ არ ეფარებოდეს მზე აუცილებლად გაანათებდა არემარეს, მაშ რა არის ეს ღრუბელი ეს შავი ღრუბელი საქართველოს ცაზე. ტელევიზია  მუდმივად გადმოსცემს მიუსაფარ, შეჭირვებულ ადამიანებზე ინფორმაციას, რომლებიც გაუთავებელ პრიოტესტს გამოთქვავენ ხელისუფლებაზე მათ არსებულ ცხოვრებაზე, თურმე იმიტომ მისცეს ხმა, რომ მათი პრობლემები მოაგვარონ თვითონ კი ისხდნენ კარვებში და კბილების ღრჭიალით და სიგარეტის ღეჭვით უსამართლობაზე იმსჯელენ მუდმივი ფრაზა "აი რას გვიშვება მთავრობა..." , თემა კი ღრმად გაარჩიონ ისტორიული საქართველოდან უახლოეს საქართველომდე, როგორი უსამართლობაა საქართველოში... არავინ არ ფიქრობს  საიდან მოვიდა ეს უსამართლობა მათთვის მიუღებელი სოციალური მდგომარეობა, საიდან გაჩნდა ეს შავი ღრუბელი საქართველოს ცაზე და მხოლოდ საქართველოს პატრიარქის ილია მეორის იმედიანი ქადაგება "საქართველო გაბრწყინდება"... რომ როდესმე თუ როდის იქნება ის დღე საქართველო გაბრწყინდება...
ინფორმაციულ ხანაში ცხოვრების სტილიდან გამოდინარე ყოველდღე სიახლეში ვცხოვრობთ, პირად ცხოვრებაში კი დღეები დღეს მიჰყვება  წლების ისე შემოგვადნება ხელებში, რომ ერთ ადგილზე ვდგავათ გაყინულები, შავი ღრუბლის არსებობა სხვა თუ არა საკუთარი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლის პასუხისმგბლობის მოხსნაა, უაზრო დიალოგი საკუთარ თავთან, რომელსაც ყოველთვის წინააღმდეგობაში მოვყავართ ... რომელიც იწვევს დეპრესიას და აპათიას...
მახსნედება ჩემი ბავშობის ზღაპარი ალისა საოცრებათა ქვეყნიდან, ალისა მიხვდა, რომ პრინცი არ არსებობს.... არ არსებობდა ის ადამიანი ვინც ხმალს აიღებდა და მის ნაცვლად ურჩხულს  დაამარცხებდა... იქნებ ყველამ ერთად მოვძებნოთ ძალა ავიღოთ ჩევნს ცხოვრებაზე პასუხისმგრებლობა ნუ დაველოდებით პრინცებს, პარლამენტის გადაწყვეტილებებს, არჩევნებს ვინც უნდა გააკეთოთოს ჩვენი გასაკეთებელი საქმე, მაშინ აღარავინ იქნება  დამნაშავე, აღარავისზე იქნება პასუხი მოსათხოვი, კარვების ნაცვალდ აგური აგური დავადოთ და ისე ავაშენოთ ჩვენთვის სასურველი ცხოვრება, დავანებოთ კბილების ღრჭიალით მოუწესრიგებელი ცხოვრების სხვაზე გადაბრალებას, ყველა ერთად ასე გავფანტავთ შავ ღრუბელს და საქარველო გაბრწყინდება,...
თუკი დავამარცხებთ ურჩხულს, უპასუხისმგებლობას, დავამარცხებთ სიზარმაცეს და მივცემთ საკუთარ გონებას აზროვნების საშუალებას, იმოქმედებთ, იფიქრებთ სიკეთეზე სიყვარულზე, ერთმანეთის მიტევებაზე, ეს აუცილებლად გამოიღებს ნაყოფს ღრუბელიც გაქრება და ბოლოს და ბოლოს საქართველოში მოვა ბედნიერება....

Tuesday, January 6, 2015


თხოვნა თუ მოთხოვნა ორივე ისეთი სიტყვა თითქოს ერთამანეთს ჰგავს აზრობრივად...
საინტერტესო ამბავი რომელიც სულ ეხლახანს მოხდა ახალი წლის  ზარ-ზეიმით შეხვედრის შემდეგ, ბანკში ჩემი რიგის ნომერს ვამოწმებდი ერთი მამაკაცი დამადგა თავზე მათხოვრობდა, სიმართლე გითხათ გამიკვირდა ასეთ დაწესებულებებში აკონტროლობენ შემომსველელებს  გავხსენი საფულე, ხურდა მომეძებნა, ის კი ისეთი სახით გაფაციცებული მიყურებდა, შევამჩნიე ჩემს საფულეში ხურდის დათვალც კი მოასწრო, ხელის გულზე ხურდა დაუდე, მაგრამ უკმაყოფილომ შემომხდა აშკარა მეტს ელოდებოდა, შემდეგ კანფენტი მომთხოვა, მეც უკმაყოფილომ როგორც გვჩვევია ხოლმე ჩავილაპარაკე - "რა თავხედია არავინ მისცა ხურდა და კიდევ მე მთხოვს, იმის მაგივრად რომ მადლობელი იყოს მიღებულითქო"....
მთელი დღეს ვფიქრობდი ამ ადამიანზე და ჩემს პროტესტზე ......
- შეცდომა......
-შეცდომა..... შეცდომა ადამიანის არსებობაში, შეცდომა... ასე ფიქრი საკუთარ თავზე, საკუთარი თავის ამ სამყაროში არსებობაზე...
- შემეცოდა მის სულში ჩადებული ღვთაებრივი სიყვარული და უეცრად გულიდან წამომივიოდა ეს სიტყვები.... - შენ მეტს იმსახურებ ვიდრე ბანკში, ქუჩაში მარკეტების კარებში გაშვერილ ხელში და ხელის გულში 5 თეთრიანი...
- შენ მეტს იმსახურებ, დაუმტკიცე შენ თავს შენ მეტს იმსახურებ, გაუმხილე შენს თავს... შენ ამისთვის არ მოსულხარ, შენს მეტს იმსახურებ ვიდრე მიწაზე ასე იხოხო....
- მშობლების შეცდომა, იქნებ გარემოებების არსებობა?
- სიყვარულით და სიყვარულში აღზრდა..
რატომ გაძარცვე შენი თავი გრძნობებისაგან, საკუთარი თავის სიყვარულისგან, ნუთუ ამის მეტი საჭიროება აღარ გაქვს?
შენ მეტს იმსახურებ ვიდრე ნაგვის ბუნკერში ბოთლების და საჭმლის ძიება ანდა ბანკის მოსაცდელში გაშვერილ ხელში ჩაგდებული ხუთი თეთრი, არა არ დანებდე!!!  გესმის შენ მეტს იმსახურებ!!!! გემის მეტს!!!!...
რატომ ვღიზიანდებით ადამიანები ასეთ ადამიანებზე რატომ? ჩვენც განვიძარცვეთ გრძნობებისაგან არადა ეს ხომ სამყაროს ძარცვაა ადამიანური გრძნობებისაგან.... გაუთავებელი ინფლაციები, ტელევიზორში საშინელებათ ახალი ამბები, იმის ბოლომდე შეგრძნება რომ არავის სჭირდები, არავინ გყავს გულშემატკივარი, ულუკმა-პუროდ დაიღუპები ისე რომ შენს გვერდით ადამიანს ნირიც კი არ შეეცვლება... ნუთუ ამას ვნატრულობდით თავისუფლების გაბრწყნებული თვალებით.....
-შენ მეტს იმსახურებ, უფალს ყველა ერთნაირად ვუყვარვათ ყველასთვისაა ეს სამყარო... ყველას მოგვეცა ხელი, ფეხი, აზროვნება.....
- არა შენ მეტს იმსახურებ, ვიდრე ეკლესიის კარებში დაჩაგრული თვალებით ხელის გულზე 5 თეთრიანით მიღებული ბედნიერება...
- არა შენ მეტს იმსახურებ, სამყაროდან ისეთივე ყვავილი ხარ და სიმდიდრის ნაწილი, როგორც ეს სამყაროა, როგორც მზიანი დღე და უღრუბლო ლურჯი ცა....
ნუ გააღარიბებ, ნუ გაძარცვავ მას შენი გულ გატეხილი ცხოვრებით, რადგან შენ ხარ სიმდიდრე სამყაროსთვის შენ მეტს იმსახურებ ვიდრე ცრემლების მდინარით მიღებული გატანჯული ცხოვრება...
- არა შენ მეტს იმსახურებ, შენ მეტი ხარ ვიდრე საბრალო დაჩაგრული, გაწამებული თვალებში ჩასახლებული სიღარიბე, საცოდაობა მოკალათებული ვიდრე 5 თეთრიანი შენს რკინის ყუთში, რომლის ჩხრიალი ბედნიერებად, იმედად რომ წკრილალებს...
-არა შენ მეტს იმსახურებ, რადგან შენ მეტი ხარ ვიდრე შენი რეალური ცხოვრება.....
არასოდეს დანებდე... ბედნიერების შექმნის მასალა ჩვენს ხელშია....ჩვენს ფიქრებში, ჩვენს წარმოსახვებში...