Friday, September 10, 2021


-გამარჯობა როგორა ხარ, როგორააა ბოხი ხრინწიანი ხმით წაუმღერე კორეელ კიას, ისე ნაზად მიიქნევდა საბარგულს ცოტა გავეპრანჭე...
-კარქათაა, კარქათა წვრილი ხმით მიპასუხა პატარა კიამ, აი ისეთია მოპრანჭული, ვითომ მაგასაც  სატვირთოც არ ერქვას
-ეგ რა პასუხია გოგო, კარგად თუ კარქად, მე ზაპო ვარ კარაქი კია არა ვუსაყვედურე კიას, ჰო მართლა ზაპო  ჩემი მოკლე სახელია, მოფერებით კარგად ჟღერს.
-შენი გოგო ვინაა, შე პოლიციელების კალიასკა შენა, მომახალა გაბრაზებულმა კიამ
-ეეე ეგ წვრილი თვალები კარგად გაახილე და დამინახავ ვინცა ვყოფილვარ, შე, შე სატვირთოების პროვიკაცია შენა, არ ვცხრებოდი მეც,  კომპლიმენტის ნაცვლად კარგი ჩხუბიც გამოვაცხვე.
-და საბჭოთა გადმონაშთი, წითელი დროშის ფერში გამოწყობილი მე ვარ თუ შენ? გამომაჯავრა პატარა ბავშვივით სატვირთოების არამსგავსმა კიამ, ისეთი პატარაა თამაში მოგინდება კაცს, არა ახლა დიდი და სერიოზული არც მე ვარ, ზაპოროჟეცცცც..ისე სადღაც გამიგია გოგო და ბიჭი კარგად რომ ჩხუბობენ .. მოსწონთ ერთმანეთიო, რა სისულელეა ახლა ეს დასკვნა.
-შენი თეთრი ფერი უპირატესობაა
- რასისტო შენა, გავაგრძელე კიას შემკობა, ჩამოთრეულო კორიელო, ამოვაბღუილე მე ზაპომ მოტორი შავი ბოლი მივაფუილე აფერისტ ვითომ სატვირთოს და გამოვედი, დიდი ალაყაფის კარები გამიღეს და შევჯლაგუნდი ეზოში ქათმები ავაკრიახე, მაგათი ჯინიც მჭირდა გამობრძანდებიან იალაღზე და ჩემს კაპოტზე რუჯს იღებენ თითქოს გუშინ არ დააყარეს დუსტი ტილიან ფრთებზე, ახლა რა სუნი დგას ფუუუუაი ისეთი გული წაგივა, ჩემი გამონაბოლქვი კოკო შანელი სუნამო სურნელი გეგონებაეს საქათმე ხომ განძრევის საშუალებას არ მაძლევს, გაჯგიმულა მთელს ეზოში, ერთი კარგად  გავშალო ჩემი კრილოები რა...
ჯახ ჯახ კარების ხმაა გავიხედე და მეზობლის პატარა გოგოები მოვიდნენ, ისეთი ლამაზები არიან თეთრები და ლამაზი ცისფერ, თაფლისფერ თვალებიანები, ამ ბავშვების მიკვირს ლამაზი ეზო აქვთ მოვლილი ვარდებიან, მაინცადამაინც აქ ამ საქათმეში მოსწონთ ყოფნა, ამ ლამაზ კულულებში თამარას ქათმების ტილები რომ შეესევათ უი უი უი...
ამ თამარას კიდევ სამი გოგო ჰყავს, ერთმანეთზე უარესი ჯიუტებიგააბრაზებენ თუ არა თამარას  გაიძრობს ამ თავის ფეხსაცმელს, იტყვი ბირთვის მკვრელია ისე გაისვრის, რაკვან ჩემს პარპრესზე, ამას წინათ ჩამთვლიმა შემომალეწა რაღაცამ ნაპერწკლები ვყარე, ჩოტკები ყალყზე დამიდგა, აზრზე მოვედი წყალი მესხმოდა და ჩოტკები კიდევ შუბლს მიწმენდდა, ვახ თამარაა, მისი ფეხსაცმელი კი სახურავზე გორაობდა, ვაიმე დედა კი დავიძახე მაგრამ რას ვიზამდი... მიჩვეული ვარ ალიაქოთში დგომას.
-ეე თამარ, თამარ, ბავშვების გაზრდა თუ არ იცი ჩააბარე ინტერნატში და საბჭოთა მთავრობა გაგიზრდის წელიწადში 37 მანეთად 50 კაპიკად, რასაც შენ ამ ფეხსაცმელებს ისვრი, უფრო ძვირი გიჯდება მგონია მშობლის მოვალეობის შესრულება, ჰოდა მშობელს ვინ აფასებს შენ რომ დაგაფასონ...
აი მე, არც დედა ვიცი და არც მამა ისე თუ არჩევანზე იქნებოდა მამად კაი "გაზ 21"  ავირჩევდი, აი ისა ვოლგას, რომ ეძახიან, ჩემ მეზობლადა ცხოვრობს, გამოსდინდება ხოლმე, სალათისფერი, ოხო ხო თან როგორი მოვლილია, დედად ისევ ვოლგის ჯიშისას ავირჩევდი აბა რა ასეთი მოკლე კატო ვის რად ვუნდივარ, საბარგული წინ მიდევ და უკან მოტორი.
ჰოდა თამარას გაჭირვებაზე გიყვებოდითამ ფეხსაცმელს კიდევ რა უჭირს ქვაბების რეცხვის დრო რომ დაუდგებათეს დღე კი თვეში ერთხელ დგება მგონია, ატყდება რახარუხი, როგირც იქნება და დაირეცხება, თქვენ როგორ გგონიათ დარეცხილი ქვაბებს ვინ წმენდავს ანდა სად ინახებასანაძლეოს დაგიდებთ ვერ გამოიცნობთ
- რააო საად? სამზარეულოში? აი ხომ გითხარით ვერ გამოიცნობ თქო, დიდ აივანზე გამოფენენ სველ დარეცხილ ქვაბებს მზე აშრობენ.
 ის კორიელი წვრილ თვალება ლამაზი კია  გამახსენდა, როგორ გამომელანძღა მაგრამ კარგ დღეში რომ არ ვცხოვრობ ხო ფაქტია ნერვები უნდა გენაცვალე ყველაფერს, ნერვებისარეცხის მანქანა ხომ გამოიგონეს, ახლა ჭურჭლის სარეცხი მანქანას თუ გამოიგონებენ თამარას და მის მოდგმას აუცილებლად ეშველება, თორემ თვეში ერთხელ ქვაბების და ჭურჭლის რეცხვა გინახავთ?
-რას წუწუნებ ერთი ვიცოდე შენ ხომ არ რეცხავ და ალაგებ საიდანღაც შემომესმა ლამაზი კიას ხმა
- უი აქ ხარ შევკრთი მოულოდნელად ჩემი ზაპოს წითელმა ფერმა გადამიარ გადმომიარა
- კი აქ ვარ, მიპასუხა პრანჭვით ცოტა, მომისიგნალა პაპოო...
- საქმე გაქვს? ფრთხილად შევეკითხე დილის ამბები არ გაიხსენოს თქო
-მე არა ჩემს მძღოლს, ხომ იცი ფერმა აქვს და ბალახი მიმაქვს მათთვის
- ხო კარგია, ცოტა აზრზე მოვედი თორემ ბევრი ვიწუწუნე
- ბიჭი ზაპოს წუწუნი პირველად მოვისმინე დამწვარზე დამდუღრულიო ისე დამიმატა ამ კორეელმა ლამაზმა კიამ
მართლა ჭორიკანასავით გამომივიდა ვაღიარებ
- მომიყევი რა შენს ფერმაზე შევეცადე სხვა საკითხზე გვესაუბრა
- ჩემი არა ჩემი პატრონის
- რა მნიშვნელობა აქვს, იქ ხომ დადიხარ
- კი დღეში ორჯერ, სოფლიდან მოშორებითაა და სუფთა ჰაერია, ძროხები ზოგი ჭკვიანი, ზოგიც ჯიუტი
-თამარას გოგოებივით თან კარგად გადავიხარხარე ზაპოს ხმაზე
-კი დამემოწმა და შემომაფეთა თავისი ლამაზი ფარები
-კარგი წავედი პატრონი მოვიდა ისე ნაზად მითხრა მმმ...
-ვაა რა კარგი იყო, ვისიამოვნე მასთან ყოფნით დამტკბარ დამდნარი იქვე კაკლის ქვეშ გავჩერდი. ეს კაკლის ხე ჯადოსნურია მთელი უბნის გოგო ბიჭები მის ქვეშ სკამზე ნებივრობენ ხოლმე...
აშკარად სიყვარული მეწვია ჩემთვის გავიფიქრე, არადა სულ რამდენიმე საათის წინ არც კი დავფიქრდი ისე გავიმეტე გასალანძღად, დაუფიქრებელი ვარ რა, გულში ვუსაყვედურე ჩემს თავს, ნეტავ, ვოლგა რომ ვყოფილიყავი მაშინაც ასე მოვიქცეოდიგამიგია ჯიში თუ გენიო უნდა იცოდე რომ ოჯახი შექმნაო, ნეტავ ეგ რას ნიშნავს? მგონი აღზრდა უფრო მნიშვნელოვანი უნდა იყოსმაგალითად დახვეწილი მანერები.
დღეს რომ მეთქვა ლამაზი კიასთვის
-როგორ ბრძანდებით და დამშვიდობებისას კი საინტერესო დღეს გისურვებო როგორ განვითარდებოდა მოვლენები? ცოტა წარმოდგენებში ხომ არ მევარჯიშა, ცუდი არ იქნებოდაწარმოვიდგინოთ, რომ ვარ რამე ბრენდული მანქანა მაგალითად მერსედესი ბოლო მოდელი, კუწურიებმა თავი მოიკლეს ისეთი შექმნეს, თავად ბრენდი, ვპრიალებ და ვბდღვრიალებ, მივდივარ ვსისინებ ოხ...
მოკლედ მოვდივარ გზაზე შემხვდა პატარა თეთრი სატვირთო მანქანა კია, მერე... მმმ... რა მერე უკვე აღარ მომწონს ეს შენი თეთრი კია, დედააა ორი წუთის წინ გავგიჟდი ისე შემიყვარდა და ახლა ცხვირზე აღარ დავიდე... ოოო ეს არ არის კარგი ამბავი, ზუსტად ორი წუთის წინ ძალიან ერთგული ზაპო ვიყავი და უცბად მოღალატე მერსედესი გავიჩითე...
კარგი მოდი კიაც იყოს რამე კორეული  ბრენდის მაღალი კლასის მანქანა და  თუ ოცნებაა ოცნება იყოს, მივქრივარ მონაკოს გასლიკინებულ ქუჩაზე, შუქნიშანთან დინჯად შევანელე და გვერდით ლამაზი კია ამომიდგა, ნაზად დაუძახე:
-პაპო პიპოოო, იმანაც თავისი წვრილი ლამაზი თვალები დამიფახულა და პიპინით მომიალერსა
-პო, პო... ბატონოო მაგას ნიშნავდა
-სასიამოვნო დღეს გისურვებ კია
-მეც ძვირფასო მერსი... ასე დავშორდით.
ამ ნეტარებაში ვარ მე ზაპო ბიჭი, კაკლის ჩეროდან დავგორდი და შვიდი  ნომერი ავტობუსი ლაზის ღრიალმა გამომაფხიზლა მონაკოს ქუჩიდან პირდაპირ ფეთელაანთ ზაბორზე აღმოვჩნდი აკრული, ეჰ, ამოვიქოქე და ბოგირს ღრიალით ავახტი.
რაც მართალია მართალი ოცნება კარგია, კი მაგრამ როგორ შეიძლება ეს რეალობად ვაქციო ჰა. აი, აქედან თანიაანთ ბოგოროდან, როგორ მოვხვდე პირდაპირ მონაკოს ქუჩებში, აი როგორ... ის საღამო ოცნებით დასრულდა, მაგრამ მარტო ოცნება რაა თუ არ იმოქმედე... ვიმოქმედოთ მეგობრებო, ვიმოქმოდეთ წინ მონაკოს ქუჩები გველოდება... ერთმანეთს იქ შევხვდებით.

 

0 comments:

Post a Comment