Sunday, July 13, 2014



რამდენჯერაც ადამიანი მისთვის უცნაურ მოვლენას შეიმეცნებს ბუნებიდან, ეს იქნება ცხოველთა თუ ფრინველთა სამყაროდან ყოველთვის გაფართოებული თვალებით და ინტერესით ღებულობს მას თან დააყოლებს სიტყვას "სასწაულია", "რა საინტერესოა", სანამ დავიწყებდი წერას ჩემდა უნებურად, ნიანგის ცრემლები გამახსენდა, თქვენც გაიხსენეთ, როდესაც ნიანგი თავის მსხვერპლს ჭამს თვალებიდან ცრემლები მოდის, ეს ფრაზა ხომ გაგიგიათ "ნიანგის ცრემლებს ღვრისო", თან ჭამს თან ეცოდებაო, იცით ეს თვისება ყველა ადამიანშია, მხოლოდ თავისი თავის მიმართებაში, ადამიანი მიკრო სამყაროა მაკრო სამყაროში, გაგახსენდათ თქვენი თავი? მეც?, როდესაც პრობლემის წინ დგახარ რას კეთებთ ჯერ "ანადგურებ" თქვენ თავს შემდეგ ტირიხარ როგორი საცოდავი ხართ დასტირი საკუთარ თავს, ჩაიხედავ სარკეში გაგახსენდება როგორი ლამაზი იყავი, როგორი ნიჭიერი ოცნებებით და სიხალისით აღსავსე, მერე რა უყავი ამ სილამაზეს, ბრიალა ლამაზ თვალებს, ამ ნიჭს? აიღე და შეჭამე ახლა კი ტირიხარ თან არც გინდა, რომ დაიჯერო, რომ სწორად ის ნიანგი ხარ, რომელიც შენს თავს რომ ჭამ და შემდეგ დასტირი და დასძახი "როგორი უიღბლო ხარ". იქნებ ჩვენ ყველამ აუხსნათ ყველამ საკუთარ თავს რას ნიშნავს "უღბლოობა", "უბედობა"? A წერტილიდან B წერტილში ზუსტად იგივე მეთოდებით და იგივე ინსტრუმენტებით მგზავრობა და როდესაც მაღწევთ B წერტილს, მხოლოდ ერთი გამამართლებელი სიტყვა ამოგვდის პირიდან "რა უიღბლო ვარო", იქნებ დავფიქრდეთ და ანალიზი გაუკეთოთ ჩვენს მგზავრობას A-დან B-მდე რა არის ის რაღაც რასაც შენივე ლოგიკით აზრით, გამოცდილებით ნაცნობ A წერილიდან B წერტილში მივყავართ რა? ნიანგები არ ვართ?, რომელსაც შეუძლია საკუთარი თავის შეჭმა, საკუთარი თავის და მერე ცრემლების ღვარღვარით დავსტირით და თან მთელი ცხოვრება, არ დაინდო არც დედა არც მამა, არც შვილები, გარშემომყოფები ისე აბღავლო ყველა და ათქმევინო "შე საცოდავო რა უიღბლო ყოფილხარო".... არ მოგწყიდნა ამ პოზაში ყოფნა???? გამოსავალი? გამოსავალი შენი თავის სწორად მართვაშია, მეც ზუსტად ასეთი ნიანგი ვიყავი, სწორედ მაშინ გამიჩნდა პროტესტი, როდესაც ქუჩაში ჩემი ნაცნობი შემხვდა და მომიკითხა მერე თან გულწრფელად მითანაგრძნო "უი შენც რა უიღბლო ყოფილხარ შე საცოდავოო" ახლაც მახსოვს შიგნიდან შემომძახა ჩემა ქვეცნობიერმა, "ჩემმა ანგელოზმა" არაააააააა ............არ დაუშვებ შენ რომ უიღბლო იყო შენ ხომ მხოლოდ ბედნიერებისა და წარმატებას იმსახურებ... შევპირდი ჩემს თავს, რომ აღარასოდეს ვიქნებოდი ნიანგი, აღარასოდეს დავაფრქვევ ცრემლებს ჩემს ცხოვრებაზე, გიყვარდეს შენი თავი ნუ გაანადგურებ მას უფლისაგან ბოძებულ ბედნიერების დანიშნულებას და A-დან B-მდე ახალი გზით იარე, იცი უფალმა თქვა "თქვენ ისე არ მიმიღეთ რისთვისაც მოვედი", მისი მოსვლა ჩვენს ტრანფორმაციაში უნდა აისახოს გზა A ადამიდან B უფლის სრულყოფილების "სიყვარულის" მდგომარეობამდე.
სიყვარულით დონარი სამადაშვილი 
13 ივლისი 2014 წელი