Thursday, May 13, 2021


სადაც ვიმყოფებოდი მეტროს კაბინას უფრო წააგავდაშესაძლოა საბაგიროს კაბინასაც ზუსტად არ ვიცი  უცნაური დიზაინი კი ჰქონდა. სახურავი შუშისა იყო გამჭვირვალე  ჟირაფმა უცნაურად ჩამოდო თავი ვაგონი სახურავს და თვალი თვალში გამიყარა,

-შენ გეტყობა შენს თავს შორიდან არ იყურებ როგორია შენი ცხოვრება უცხო თვალით დანახული, რა გაქვს მიზნად ანდა საერთოდ რას აკეთებ?, ასე მიედინება შენი ცხოვრება უაზროდ. ექიმიდან, ანალიზებზე შემდეგ აფთიაქში, შემდეგ წამლების ინსტრუქციის შესწავლაში, ნტ ნტ თავი გაიქნია, ვერ არის შენი საქმე კარგადო.

მე თავი დავხარე დამნაშავესავით, მერე კი ისევ გააგრძელე ოპტიმისტური შეძახილით

- ჰეი გამარჯობა მეგობარო აბა რას იტყვი!

პირი ისევ დავაღე რა უნდა მეთქვა, როცა იმ მომენტში ჩემი თავი სრულიად ცარიელი იყო, ყურადღება კი მისმა გარეგნობამ მიიქცია.

ჟირაფი უცნაურად ახლობელს ჰგავდა, თითქოს ჩემი თავი იყო რომელიც ზედ ხედში მიყურებდა, მაკვირდებოდა მე კი დაბნეული და გაოცებული ქვემოდან შევცქეროდი, ის კი თბილი და მეტყველი თვალები მზერას არ მაცილებდა, თითქოს მეუბნებოდა რაო აბა რა გინდა რომ მითხარო...

მისი პატარა, მოკლე  რქებუნები ბავშვობის სათამაშოს მახსენებდა

ასე მივქროდით  ვაგონით, ის კი კვლავ  თბილი თვალებით შემომრჩენოდა.

 მისი ყურადღების გასაფანტავად ფეხი ფეხზე გადავიდე და ვითომ აქ არაფერიაო მივყევი მატარებლის  რიტმულ ხმას, ცოტახანში ჩემს წინ ცხოველებმა იწყეს შემოკრება ხან მელაკუდა შემობრძანდა ხანაც ბაჭია პრანჭია, უკან ლამაზი ციყვი მოჰყვებოდა, კაკადუც იყო ფერადი ფერები, გაუთავებლად რაღაცას ლაპარაკობდა

ერთი პირობა ვიფიქრე იქნებ მეკითხა  ხომ მშვიდობააო

-კი მშვიდობაა რას ერჩი მშვიდობას ხან არის ხანაც სანატრებელია ჟირაფმა ჩამომძახა სახურავიდან.

-არა არაფერს არ ვერჩი რა შუაშია, ვიფიქრე რომ მგონი ვგიჟდები ჯერ ჟირაფის თავზე დგომა ახლა ეს ზოოპარკი შუშის ვაგონში.

-ეჰ თქვა ღუნღულა კურდღელმა

- ნეტავ, შენ რამე გაგეგებოდეს ამ ცხოვრების და ჩვენ აქ რა გვინდოდა, აქ რას შეგვკრებდაო

- შენ რა იცი მე რა გამეგება? შევეკამათე

- ზედ გეტყობა, მკვახედ მიპასუხა და გააგრძელა საყვედური

-ხან ცას ამშტერებიხარ, ხან ფიქრის ტალღები სანაპიროებს ანგრევს

- ჰო მართალი ხარ, აქაც ამინდია არეული გემები პორტში არ შემოდიან

- არ შემოდიან თუ პირიქით?

-ყველა მეკობრე, რომელიც ზღვაში დაშლიგინებს ყველა სანაპიროსთან მოიწვიე და აოხრებენ იქაურობას

-მე? გაოცებით ვიკითხე, სკამზე პოზა შევისწორე

- ჰო შენ ბედოვლათო და ზიხარ აქ არხეინად ჩამომძახა კეთილშობილმა ჟირაფმა საყვედურის ხმით.

მე ფიქრებით ღრუბლების ნისლში შევცურდი

- ნეტავ რა ხდება ჩემს პორტში ჩემთვის საფიქრალში ჩავარდი

რა ხდება? სასწაული შავი ღრუბელი, შტორმისანაპირო ცარიელი და დატბორილი, ტალღები ზედახორასავით ერთმანეთზე გადადიან და ხმაურობდნენ და ისე შლიან ფაფარს, როგორც მოჩხუბარი ქალები ერთმანეთს თმებში რომ ჩააფრინდებიან ხოლმე, თმებით მიწას რომ წმენდენ.

მე წავედი კუნძულისკენ იქაც არეულობა დამხვდა, უცხო ხალხი. რა არეულობაა

ჩუმად გიფიქრე აქ რა მოხდაო, ააა ახლა გამახსენდა ვაგონში ცხოველების შეკრება.უცბად ისე ვაგონში აზრზე მოვედი.

-ოჰ მობრძანდა, მგონი მიხვდა რაღაცას ვიღაცამ წაილაპარაკა, ვერ დავინახე ვინ იყო

- ნეტავ რას მიხვდა

- იმას რომ აბა ვაგონში ჩვენ რა გვესაქმება

- ანდა ეს ჟირაფი იასაულივით რას დასდგომია თავზე, ცხოველები ერთმანეთში მსჯელობას აგრძელებდნენ.

მე კი ვფიქრობ

- უფ მეძინება და ეს ფიქრები და იდეები თუ არ ჩავიწერე გაქრება ღრუბელივით და რაც უნდა გამეგო ის შანსიც დაიკარგება, ამიტომაც ვფხიზლობ და ვწერ არადა ღმერთო ჩემო როგორ მეძინება, ორი კვირაა არ მძინებია, ჩემი ჯანმრთელობა და ცუდი ფიქრები ერთმანეთს ეჭიდავება, თავს ცუდად ვგრძნობ, სულ ცუდზე მეფიქრება, ექიმები ვერ გებულობენ ჯერ რამ მჭირს მე კი მგონია რომ ამ ჯერად ვერ გადავრჩები, ანალიზების მოლოდინში და ჩემი იმუნიტეტის იმედი რატომღაც აღარ მაქვსსაბნიდან ცალი თვალით ვიყურები გენერალი კუტუზოვივით.

-ოჰ კუტუზოვი ცალი თვალით ყველაფერს აკონტროლებდა, ცალი თვალით გენერალმა ომი მოიგო, მე კიდევ ორი თვალით ვერ ვხვდები რა ხდება ჩემს თავს

- რა სარგებელი  გაქვს ამ სიტუაციით? მეკითხებიან

-მე? ვუბრუნებ პასუხს

-ჰო შენ ქალბატონო...

გაოგნებულმა შეხედე

-ნუთუ შეიძლება ცუდად ყოფნას სარგებელი ჰქონდეს?

- ახლა არ მოთხრა არაო...

-არა რა თქმა უნდა ხმამაღლა ვუპასუხე თავის მართლების ტონით

- კარგად დაფიქრდი და პასუხები ისე თქვი თავდაცვაზე ნუ გადადიხარ, თავი კი არ დაიცვა მიზეზებს ჩასწვდი, რატომ გინდა არეული და დატბორილი კუნძული გინდოდეს, რაში გაწყობს ეს?

-მე? კიდევ ავიბენი

- მე, მე ჰო შენ!

ნუთუ მე ვარ ამ საშინელების ავტორი, ჩემთვის ჩავილაპარაკე

- აბა შენ რა გგონია რატომ დაგყურებს ჟირაფი ჟუჟუ თავზე, მას აინტერესებდა რა მდგომარეობაში შეიძლება იყოს ადამიანი ვინც ამ რაღაცას  იგონებს

- მე ვიგინებ? მე კი სინამდვილეში თანაგრძნობას ვითხოვდი, არ მინდოდა მარტო ყოფნა, ესენი კი შეტევაზე გადადიოდნენ, რატომ? რატომ? უფ აბა მე რა ვიცი რატომ?

-ღმერთო ჩემო როგორ დამღალე შენ იგონებ აბა მე? გამობრძანდა არენაზე თახვი თან ულვაშებს ისწორებდა, ლამაზი თეთრი ზოლი თავიდან კუდამდე დაუყვებოდა, მისი ბეწვი ისე ლაპლაპებდა უფ რა ლამაზი ქურქი გამოვა ახალ ამის ბეწვისგან თქო ვფიქრობდი.

-აჰა მე რას ვეუბნები და ეს რაეებს ფიქრობს

-გოგო ჩემ ბეწვზე კი ნუ ფიქრობ შენ არეულ თავზე იფიქრე

- ადამიანს გადასარევი უნარი აქვს იფანტაზიოროს ჰოდა რაში კარგავ ამ უნარებს იმაში რომ კუნძული დაღუპო?

- ვინ მოგცა შენ ამის უფლება? გამეცი პასუხი არ ცხრებოდა ლამაზ ბეწვიანი თახვი

-მე ? ისევ გაოცდი ბრალდებაზე

- ჰო შენ

აშკარად გაუგებრობაში ვარ გვერდზე ვიპწკინე ხომ არ მძინავს და მესიზმრება რამე თქო, იქნებ გავიღვიძო და ეს ბრალდებები დამთავრდება თქო.

ჩემდა გასაოცრად არა არ მეძინა.

დაზაფრულს ფეხზე ფუმფულა სასიამოვნოდ შემეხორაღაც კრუტუნის ხმაც შემომესმათეთრმა ფუმფულა ფისომ თახვის თავდასხმისგან სცადა ჩემი დაცვა

- დააცადეთ მას ხომ სიამოვნება აკლია, დაღლილია ნერვიულობით, ფიქრებით, აი ახლა ისიამოვნებს და ცოტა აზრზე მოვა და, თქვენ რა არ ყოფილხართ გაუგებრობაში სულ ასეთი გენიოსები დაიბადეთ? ერთიც ისკუპა და ჩემს კალთაში აღმოჩნდა მე ხელები მის ფაფუკ ბეწვი შევაცურე და გავინაბე გავითიშე სიამოვნებისგან, ამ დროს  ვიღაც თეთრ ფუმფულას ეუბნება

-არ დააძინო ბიჭო! რა დროს ძილია! კუნძული წაიღო წყალდიდობამ, ეს როდის გამოფხიზლდება, ამას კიდევ ძილი უნდა იღუპება კუნძული, ათასი პირატი და უბედური  ხალხით დატვირთული გემი მოადგა ნაპირს, სანაპირო ზოლს კი არავინ იცავს, კუნძულს გადაუვლიან დააბინძურებენო.

- რა დროს ძილია გაჰკიოდა თახვი

- დაიძინოს და დამშვიდებულ გონებაზე მოიფიქრებს რაღაცასმურ, მურ თავისი ფუმფულა კუდი გადამისვა და მეც საღათას ძილს მივეცი თავი. სიზმარში კვლავ ჩემს კუნძულზე აღმოვჩნდი, საშინელება ვნახე დაგლეჯილი, დატბორილიყო იქაურობა, თუთიყუში კაკადუს  ხმა ჩამესმოდა

-რა დროს ძილია გამოფხიზლდი იღუპება ყველა

აი ძილში ხომ იცით როგორ არის გაქცევა, რომ გინდა და ვერ გარბიხარ თითქოს ფეხებზე ბორკილები გკიდია, გაღვიძება მინდოდა და ვერ ვიღვიძებდი, ბოლოს ძალა მოვიკრიბე ხელები თვალთან მივიტანე და ძალით გავახილე თვალები მიმოვიხედე და ჟირაფი ჟუჟუ ისე თავზე დამყურებდა. საყვედურით მითხრა

-აბა რა ქენი, რით გააუმჯობესე ცხოვრება თავი რომ ძილს მიეცი, დრო დაკარგე სულ ეს იყო, დრო ძვირფასი, რომელსაც ვერ დაიბრუნებ, შენ გასაკეთებელს კიდევ არავინ გააკეთებს, იმ დროში რაც უნდა გაგეკეთებინა იმას კიდევ ახალი პრობლემა დაუმატე, იმიტომ რომ თავის დროზე გეძინა.

მე საყვედურით შევხედე აბა არ უნდა დავისვენო?

-ყველაფერს თავისი დრო აქვს, მშობელივით რბილად მიპასუხა

როცა ფეხზე უნდა იდგე მაშინ არ უნდა გეძინოს მარტივია და თავისი ჭკვიანური თვალები შემომანათა

- კარგი ავდექი ფეხზე გავიზმორე დავფიქრდი რით შეიძლებოდა საქმის დაწყება, ფისო თავს არ მანებებდა თავისი სასიამოვნო ფუმფულა კუდით, მაგრამ ჩემზე ამას გავლენა აღარ ჰქონდა.

- წავედით კუნძულზე  ომახიანად ვთქვი და ვაგონის მესაჭემაც გადაუხვია, გეზი კუნძულისკენ აიღო

ჟირაფი ჟუჟუ კმაყოფილი მიყურებდა იმედის თვალით, იცოდა რომ ამიერიდან ყველაფერი კარგად იქნებოდა.

სულ რამდენიმე წუთიც და კუნძულის სანაპიროზე აღმოვჩნდით პირველი ჟუჟუ გადმოვიდა, გადახედა თავისი გრძელი კისრით, მისი სიმაღლიდან სიტუაცია კარგად ჩანდა, ვკითხე

- რაო ჟუჟუ რა ხდება, აი თურმე რა ყოფილა

- და რა ყოფილა? ბავშვური ინტერესით ვკითხე

- აი იქით გაიხედე ზღვაში ხედავ?

- სასიგნალო შუქის გამომცემი კოშკი, რომელიც აღმართულია ზღვის ნაპირზე გემებისათვის გზის მაჩვენებლად ხედავ?

-კოშკსკი  ნახე რა ფერია ჩართული?

- რა ფერია იასამნისფერი, იასამნის ფერი? გავიმეორე და ეგ რას უნდა ნიშნავდეს

შენ ფიქრები სხვადასხვა ფერის ტალღებს უშვებს ზღვაში, სამყაროში ეს ფერები იზიდავენ შესაბამის სიტუაციებს და ისინი თავს ესხმიან შენს კუნძულს.

-მე კი ვიფიქრე სანაპიროს გავაძლიერებ დამბებს დავდგამ, ჯარს ჩავაყენებ თქო. გენერალივით ვიფიქრე, მან კი მითხრა

-ეს არაფერს უშველის, მთავარია ისინი არ მოიწვიო აქ, რომ გაგაპარტახონ

- კი მაგრამ ამას მე ვაკეთებ?

- კი აბა ვინ გგონია რომ აკეთებდეს?

-მე მეგონა ჩემს კუნძულს ერჩიან, მტრები ჰყავს

-ყველაზე დიდი მტერი შენი ფიქრებიდან წამოსული სიგნალებია, რომლებიც იწვევენ მათ შენს კუნძულზე საჯლიგინოდ, ასაოხრებლად, დასაღუპად.

-გასაგებია გაცნობიერებულმა ვუპასუხე

-ახლა რა ვქნათ? ვიფიქრე თუკი ის იცის რა ხდება იქნება გამოსავალიც შემომთავაზოს, დამეხმაროს თავი დავაღწიო ამ გაუგებრობას, ჟირაფი ჟუჟუ მართლა ჩემიანი ჩანდა, აშკარად უნდოდა ჩემი დახმარება.

-ახლა დაჯექი და ფიქრების კონტროლი დაიწყე, მე კი დავითვლი რამდენი სიგნალი გაუშვი

- რამდენია დაუძახე მოვყევი ჩემეულ უხიაგო ფიქრებს, ტვინს რომ მიბურღავს და იმედგაცრუების მორევში მაგდებს, სიკვდილ სიცოცხლის ჭიდილში მაგორავებს.

- უფ ბევრი მიპასუხა ჟუჟუმ

- ახლა რა ვქნა?

 -ახლა დაიწყე შენს ოცნებაზე ფიქრი და მე გეტყვი რა ფერი იქნება შენი ფიქრი

დავიწყე ოცნება ისე გამიტაცა უფ კარგი იყო. იმდენი ხანია არ მიოცნებია, ეს სიტყვაც კი დამავიწყდა რა არის, ისე არც კი მიკვირს ისეთ გარემოში მიხდება ყოფა, შიში და შფოთი, უიმედობა.

ჟუჟუ კი მეძახდა - კარგი გეყოფა განთიადის ფერია, ეს ფერი დაიმახსოვრე, კარგი ვუპასუხე

- ახლა დაიწყე ფიქრი რა მშვენიერია ცხოვრება.

-ვფიქრობ ღმერთო რა ლამაზია ეს ზღვა, ცა, რა ბედნიერებაა რომ ცოცხალი ვარ და ვსუნთქავ, რა ნეტარებაა რომ ჩემი თვალები ამ სილამაზეს აღიქვამენ

ჟუჟუ მეძახის - კარგი გეყოფა ლაჟვარდის ფერია

მოკლედ ჯერ ორი ფერი გვაქვს არსენალში, დაასკვნა მეგობარმა ჟუჟუმ,

-მოდი ამ ორი ფერი ვცადოთ, სანამ კუნძული თავის ძალებს მოიკრებდეს

შემდეგ კიდევ დავამატოთ ფერები კოშკში და ყველაფერი კარგად იქნება

წამოვდექი ფეხზე და მოვბრუნდი კუნძულისკენ ქარი ჩაწყნარებულიყო მზე ამოსულიყო ჩიტების ჭიკჭიკის ხმა არღვევდა კუნძულის მყუდროებას

- ესეც ასე ვთქვი, გამარჯვებული გენერალივით ამაყად დავდექი.

ჟუჟუმ იმედის და სიყვარულის თვალით შემომხედა და მითხრა -რა კარგია როცა იცი რომ შენ ხარ მთავარი მოქმედი გმირი შენს ცხოვრებაში, ის რაც ხდება კარგი და ცუდი მხოლოდ შენი ფიქრების და მოქმედების დამსახურებაა.

და გახსოვდეს შენი კარგად ყოფნა ყველას კარგად ყოფნას ნიშნავს, სხვაც და საკუთარი თავიც არ უნდა გაიმეტო ასეთი ტანჯვისთვის მხოლოდ იმის გამო, რომ გეზარება. შენს თავს ქეჩოში უნდა მოკიდო ხელი და ჭაობიდან თავი მაღლა ამოაყოფინო და ამას არ აკეთებ მხოლოდ იმიტომ რომ გეზარება, იმიტომ რომ ძილი ადვილია, ჰოდა რა დროს ძილია, რა დროს სიზარმაცეა, ცხოვრება გასაკვალია და ეს გზა შენ უნდა გაიარო.