Friday, August 15, 2014


კიდევ ერთი წარმატების საიდუმლო მინდა გაგიმხილოთ....
არ ვიცი თუ გახსოვთ კომუნისტური ხანის ჟურნალ-გაზეთებისის თუ მოგიკრავთ თვალი "პროლეტარებო ყველა ქვეყნისა შეერთდი!!!" ასეთი ლოზუნგი ჰქონდა ყველა მაშინდელ პრესის ფურცლებს, ალაბთ იკითხავთ ეს რა შუაშიაო, მაგრამ ამ ლოზუნგს ასე შევცვლლიდი "უიღბლოებო, უბედოებო ყველა ქვეყნისა შეერთდით!!!" ძალიან საინტერესო ჩანაცვლება იქნებოდა, მართლა რომ შემდგარიყო მათი შეხვედრა, როგორ შესჩივლებდენენ ერთმანეთს და მოუყვებობდენენ საიტერესო, უიღბლობის ემოციებით შემკულ ისტორიებს ერთ-ერთი მათგანი ეს იქნებოდა: აი ეს ისტორია იქნებოდა -  სულ ცხელ-ცხელია, ცხელ ზაფხულის დღეს მზე, როდესაც შუბის ტარზე იდგა, ბანკომატთან მივედი ფულის ასაღებად ორი ადამიანის რიგის გავლის შემდეგ ჩემი რიგი იყო, პირველმა მამაკაცმა აიღო ფული და წავიდა, ჩემს წინ ორი მეგობარი მივიდა ბანკომატთან, უეცრად  ერთ-ერთმა მათგანმა დაიძახა "უხ რა უიღბლო ვარო".. მორთო ღრიალი - არ მუშაობს ბანკომატიო, თან კბილებს ისე აკრაჭუნებდა ალბათ უიღბლობას სხეულის ფორმა, რომ ჰქონოდა ნამდვილად გაგლეჯდა დაღეჭავდა და შეჭამდა... მინდოდა გამეჩერებინა, მაგრამ ისე იყო გართული უიღბლობაზე ჯავრის ამოყრით... გიჟივით გავარდა..... მე ამ დროს მშვიდად შევედი ბანკში მოვიკითხე ბანკომატზე ვინ იყო პასუხისმგებელი პირი, და გაირკვა თურმე ნუ იტყვით და ბანკომატი მუშაობდა, სულ რაღაც წამიერი შეფერხება ჰქონოდა, მე უპრობლემოდ ავიღე ფული, იქვე გოგონა მელოდებოდა მთხოვა ბანკომატიდან ფული გამომატანინეთო, თქვენ წამოიდგინეთ პლასტიკური ბარათი, როდესაც მოვათავზე აპარატში კვლავ შეფერხდა მუშაობა მაგრამ მე ხომ უკვე ვიცოდი რომ ეს წამერად ფერხდებოდა დაველოდე და ოპერაცია წარმატებით დავასრულე..... საინტერესო ის იყო რომ ამ ეგრეთ წოდებული "უიღბლო ადამიანი" სწორედ იმ მომეტში მივიდა, როდესაც შეფერხდდა აპარატის მუშაობა, თუ დაუკვირდებით ის ისე იყო  შეგუებული და საკუთარ თავზე იარლიყი "უიღბლო "-ს თანაც კარგად მორგებული მიიზიდა ის წამი რომელმაც სწორადაც გაამართლა მისი იარლიყის არსებობა.......... 
დასკვნა: არასოდეს დანებდეთ....!!!!! სანამ დაითრგუნებით არსებულით, არასასიამოვნო მომენტით, ისტერიკით და ემოციებით იქნებ სხვა ალტერნატიული პოზიტიური ვერსია შესთავაზო საკუთარ თავს რა იცი რა შეუძლია, რისი უნარი აქვს მას, გამოსავალი ყოველთვის არსებობს მთავარია მისი ძიების სურვილი გვქონდეს.....  
გახსოვდეთ ცხოვრება ხომ ასე საინტერესო და მშვენიერია...

რწმენააა უდიდესი ცხოვრების გზაზე, მე მინდა რწმენის ძალაზე გაგიზიაროთ ორი ნამდვილი ამბავი ერთ-ერთი მათგანი მე თავად გადამხდა.
როდესაც საბავშო ბაღში დავდიოდი,  დაახლოებით რამდენიმე ათეული წლის წინ, ალბათ 5 წლის ვიქნებოდი, ჩემს ჯგუფში ერთი ჩემსავით პატარა ბიჭი დადიოდა, რომელიც სიმაღლით ყველაზე მაღალი იყო, ერთხელ ვკითხე როგორ გაიზარდე ასე მაღალითქო, მას არ დანანებია საიდუმლოს გამხელა, ჩემს მეზობლად ცხოვრობდენენ მისი ნათესავები. მათ სახლის სახურავზე რაღაც ჯოხზე მზესავით რკინის მავთულებით ფორმის კონსტრუქცია იდგა, ამ "რაღაცას" ვთხოვე და ასე გავიზარდეო, მეც გულმოდგინედ ვთხოვდი ამ "რაღაც" მაღალ ჯოხზე დამაგრებულს, თქვენ წამოიდგინეთ და სიმაღლეში მოვიმატე, ისე რომ ჩემს ჯგუფში ყველაზე მაღალი გოგონა ვიყავი, ერთ მშვენიერ დილას აღმოვაჩინე რომ ჩემს მეზობლებს ეს "რაღაც" ჯოხზე დამგრებული მოუხსნიათ სახურავიდან და აივანზე დაუმაგრებიათ, მაშინ დავინტერესდი "რაღაცა" რეალურად რა იყო და რა გგონიათ რა იქნებოდა ?  ეს იყო ტელევიზორის ანტენა...
მეორე ისტორია კი მოვისმინე მუსიკალური ფესტივალის "ახალი ტალღა"-ის  საუბილეო კონცერტზე, სადაც წამყვანმა მაქსიმ გალკინმა პრიმადონა, ალა პუგაჩოვას, ტრადიცია გაამხილა, თურმე ნუ იტყვით და წლების განმავლობაში ალა როდესაც ჩადიოდა ფესტივალზე, იურმალაში ყოველ დილით ტერასაზე გადიოდა, სადღაც შორს ეკლესიის ქონქური მოჩანდა იქ უთქვამდა სურვილებს და ლოცულობდა, ეს ტრადიცია თურმე გრძელდებოდა წლების განმავლობაში და მისი სურვილებიც ყოველთვის სრულდებოდა, სწორედ გასულ წელს გაუმხილა თავის მეუღლე, მაქსიმს, - "დილით მაღვიძებს ალა და მეუბნება ამ ტრადიციაზე, წელს პირველად სათვალეებით გავედი ტერასაზე ტრადიციულად მოვემზადე სურვილებისა ჩასაფიქრად და აღმოვაჩინე, რომ წლების განმავლობაში თურმე სასტუმრო "მაიორის" ფლუგერზე ლოცულობდიო...:) "
გესმით რა ძალა აქვს რწმენით ლოცვას...... არ აქვს მნიშვნელობა სად ლოცულობ, რაზე  ლოცულობ, რა სიტყვებს იყენებ ლოცვის დროს... მთავარია რწმენით დგომა, რწმენით არსებობა და რწმენით ლოცვა......

Tuesday, August 12, 2014

გაუთავებლად ვსაუბრობთ ბიზნესსზე, შემოსავლებზე, დამოუკიდებელ ცხოვრებაზე, სახლში - ტელევიზორი თუ ინტერნეტ საიტები, ყველა საუბრობს და გვთავაზობენ საკუთარ გამოცდილებას აყვავებულ ბიზნესებზე თუ მაღალ შემოსავლიან სამსახურებზე, ადამიანს სურვილებს რა გამოულევს, მაგრამ ალბათ ჩემსავით არასოდეს დაფიქრებულხართ ისეთ ბიზნესის წამოწყებაზე როგორიცაა მებაღეობა, ალბათ იტყვით, რომ ველოსიპედს არ ვიგონებ, მაგრამ ამაში არის რაღაც ის რაზეც არასოდეს დავფიქრებულვართ, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ სწორედ ეს ბიზნესია მაღალშემოსავლიანი, რაზეც არაერთი ჩვენგანი ვოცნებობთ....
მოკლედ ბიზნესს გეგმა: ასეთია გვაქვს მიწის ნაკვეთი, ასევე ყვავილების თესლები, აუცილებელი ინსტრუმენტები: მზისგან დამცავი ქუდი და ხელთათმანები, ნიჩაბი, სარწყავი სისტემა, ბუნებრივი რესურსებიდან მიწა, მზე წყალი... კიდევ რა არის სჭირო გზადაგზა გაგვახსენდება ალბათ, ხელთგვაქვს ყველა ის ინტრუმენტი და საშუალება, რომ ლამაზი ბაღი გავაშენოთ, ახლა საჭიროა სამუშაოებიც შევასრულოთ ასე არ არის? ამასთანავე თადარიგს ვიჩენთ, როგორი ყვავილები უნდა დავთესოთ თუ დავრგოთ, როგორი გაზონი უნდა გაკეთდეს, ამასთან თესლებზე უნდა მოიძიოთ ინფორმაცია, როგორი ყვავილი აქვს, როგორი სურნელი,  თუკი გვეუბნებიან ამ ყვავილს წითელი და ლამაზი ყვავილები აქვს, ხოლო სხვა რომელიმეს კი მხოლოდ ეკლები და ულამაზო, ცხადია აარჩევთ იმ ყვავილის თესლს, რომელსაც ყვავილი ლამაზიც აქვს და სურნელოვანიც, შემდეგ ჩაატარებთ ყველა სამუშაოს და........... აი ერთ მშვენიერ დღეს თქვენი ბაღი აყვავდება, თქვენ დატკბებით თქვენი ყვავილების სილამაზით, თქვენი შრომის შედგით და არამარტო თქვენ, არამედ ამ ბაღთან გამვლელ-გამომვლელიც, თქვენი ნაშრომით მიანიჭებთ მათ ესთეტიულ სიამოვნებას, იგივე შეიძლება ითქვას თქვენს გონებაზე, თუკი თქვენი გონება თქვენი მიწაა, ხოლო თესლი თქვენი ფიქრები, ნუ დათესავთ თქვენს გონებაში "ეკლიანი ყვავილების თესლებს" ყველაფერს თავისი ნაყოფი აქვს,  ერთმა ბრძენმა თქვა "რასაც დასთეს იმას მოიმკიო".
ჩვენი პოზიტიური ფიქრებით მიღებული ცხოვრება იქნება ზუსტად ის წარმატებული ბიზნესია რომელსაც მოჰყავს  "აყვავებულ ბაღნარი"-ის მდგომარეობა ჩვენს ფიქრებშიც და რეალურ ცხოვრებაშიც...