1. 1
  2. 2
  3. 3
  4. 4
  5. 5
  6. 6

Saturday, February 15, 2020

მორალი:ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ საკუთარი თავის მნიშვნელობას, არადა ჩვენშივე არასებულ ფიქრებს და განწყობას შეუძლია, შეცვალოს მთელი სამყარო... ჩაფიქრებული გავუყევი გზას, ორიოდე ნაბიჯი გავიარე და გული ამიჩქარდა. ვიფიქრე, ნეტავ, რა მოხდა, რა უნდა ამ ჩემ გულს, რისი თქმა უნდა,  ‘ვალერიანის‘ აბებით ხომ არ გავაჩუმო მისი ხმაურიანი ბაგაბუგი?! ამ ფიქრით მშვიდად გავაგრძელე გზა, ალბათ, ასაკმა მიწია და გულმაც ასე უნდა იმღეროს. ამასობაში მზე ღრუბლებში მიიმალა, წითელი ფერი შერეოდა მოძრავ ღრუბლებს, კვლავ გავაგრძელე ცაში ყურება, ასე მიშტერებული უჩვეულო ადგილას აღმოვჩნდი, უცნაური შეგრძნებები დამეუფლა. დავიხედე და ისე დავპატარავებულვარ, პატარა გოგონას ვგავდი, რძისფერი აბრეშუმის კაბა მეცვა, ფეხს კი ლამაზი რძისფერივე ფეხსაცმელი მიმშვენებდა, გავიფიქრე, როგორ მომწონს ეს ფერი, ...