Sunday, April 7, 2019

"საითაც გავიქეცი, იქით წავიქეცი", როდის შექმენი ასეთი უიღბლო ცხოვრება, კი ეს ქართული ანდაზაა ძალიან შინაურულად ჟღესრს ყურში.... ალბათ ბევრჯერაც გაქცეულხარ და იქითაც წაქცეულხარ...
- კი მაგრამ, რატომ ქმნი ასეთ ცხოვრებას ალბათ გიფიქრია, ისიც გითქვია რა უიღბლო ვარ, ჩემი ბედი ასეთი ყოფილაო.... ბევრჯერ ყოფილა ასე, წინააღმდე შემთხვევაში დახურავდი ამ პოსტს და სადმე გასართობ გვერდზე გადახვიდოდი..... მაგრამ მოიცადე!!! გააგრძელე კითხვა, ბევრ რამეს შეიტყობ შენს შესახებ....
ერთი წამით დაფიქრდი  გაიხსენე, აი მაშინ სულ პატარა, რომ იყავი, ჯერ კიდევ ცხოვრების ეკალბარდებს რომ არ დაუკაწრიხარ და არ აუტირებიხარ ტკივილებს, აი მაშინ, როგორი გულწრფელი იყავი, როგორ ოცნებობდი ფერად ფანქრებზე ან იქნებ ზღვაზე გინდოდა წასვლა, ან იქნებ ახალი ლამაზი ყვავილებიანი კაბა... გაიხსენე მე კი .... მე კი დაგელოდები ....
ახალა კი ისიც გაიხსენე, როგორ აგისრულდა მაშინ ყველაფერი - კაბა, ზღვაზე წასვლაც,  ფერადი ფანქრები, გაიხსენე მაშინ როგორი კმაყოფილი და ბედნიერი იყავი...
გაიხსენე? ... შეიგრძენი მაშინდელი ბედნიერება?.... მაგრამ...ალბათ უკვე გადაავლე წარსულს თვალი და მიადექი იმ მომენტს, იმ ასაკს როცა შენ ასეთი გულწრფელი აღარ იყავი, იმედგაცრუების წყენები თაბრუს გახვევდა.... ახლა კი აღმოაჩინე მაშინ ბავშვობაში სურვილების ასრულების ვირტუოზი იყავი.... კი კი... ეს შენ იყავი რომელიც ქმნიდა შენთვის ოცნების ცხოვრებას... და ეს ახსოვს შენს გონებას, მან კიდევ იცის როგორ შექმნას ახალი და საოცნებო... ეს ყველა ჩვენთაგანშია, აღმოაჩენ, რომ შენ კიდევ გაქვს შანსი შექმნა შენი საუკეთესო ცხოვრება ,საუკეთესო ფერებში, გახდე შენი ცხოვრების ლეონარდო, პიკასო.... ადამიანი შექმნა უფალმა ხატატ თვისად... ქმნა ეს ადამიანის ბუნებაა...
ჩვენ ყოველდღე, ყოველ ცისმარე დღეს ვქმნით ჩვენს მომავალს, ჩვენივე ფიქრებით, ჩვენივე ჩვევებით, ჩვენივე საქციელით და წარმოდგენებით სამყაროზე.... ფაქტია და ცხადზე ცხადია  ძველმა  ჩვევებმა ვერ მოიტანა ახალი ცხოვრება, მოდი გადმოდგი ნაბიჯი, დაიწყე დღესვე... აი ამ წამს უარი თქვი და გადაყარე ყველაფერი ძველი, როგორც ძველი ტანსაცმელი და დაიწყე ახალი ცხოვრების შექმნა....

სიყვარულით დონარი

1 comment:

  1. Play Blackjack With Real Money - Dr. MCD
    Blackjack in Las Vegas requires 남원 출장안마 a minimum bet of $10 to win. When the 김해 출장안마 player wagers $10 on the dealer, the dealer 나주 출장마사지 will then 공주 출장마사지 have the option to 평택 출장안마 either

    ReplyDelete