1. 1
  2. 2
  3. 3
  4. 4
  5. 5
  6. 6

Thursday, November 20, 2014

პაუზა რომელიც იქმნება შუალედით, მდუმარება არ დაშურებულ ძალისხმევასა და რეზულტატს შორის, როგორი მდუმარეა, თითქოს ფოთლების შრიალიც კი აღარ ისმის ხოლმე, იქ არავინაა, მხოლოდ სიმშვიდე და სასიამოვნო მდუმარება.... ნამდვილად არ ვიცი ეს რა ენერგიაა, რითი ივსება ეს ენერგია, არც სუნი აქვს და არც გემო, არც არანაირი შეგრძნებაა, ეს ის ენერგიაა რომელიც დასვენებას გკარნახობს თითქოს ყურში ჩაგჩურჩულებს დაჯექი და დალოდე, ზედმეტი არ მოგივიდეს, ნუ წუხარ ეს უკვე ზედმეტია, შენ ის ენერგია შექმენი რომელმაც ახალა თავისი საქმე უნდა გააკეთოს, რა საინტერესოა სამყაროში როგორ ვქმნით ჩვენეულ ენერგიას, რომელსაც შეუძლია გადაატრიალოს ჩვენი ცხოვრება, ადამიანების ბედი.... სამყაროში შექმნილი ყველა ენერგია ჩვენი მისამართითაა გატყორცნილი, რომელიც პაუზის შემდეგ უხვად უკან ბრუნდება, აი მაშინ ხდება შეგრძნება ახალი თვით შეფასებისა, ანუ ჩვენ ვაფასებთ ჩვენს თავს დაბრუნებული ენერგიით, მაშინ დგება შეფასება თურმე რა შეგძლებია რომელსაც ასეთი შედეგი მოაქვს, პაუზის ხანგრძლივობა არ ვიცი როგორაა დამოკიდებული რეზულტატის გრანდიოზულობაზე, ალბათ პირდაპირ პროპორციულად, თუ ცოტას გააკეთებ ცოტასაც მიიღებ.... პაუზა არის ის რაც გულს გიჩქროლავს, როცა ფიქრობ რამე ხომ არ დავაკელი, რა არ გავაკეთე, რატომ იგვიანებს შედეგი.... პაუზა დიდებული რამაა ეს არის წინა პირობა რეალური გამარჯვებისა, რომელიც დროშას ხელში აგაღებინებს და ყველაზე დიდი მთის წვერლვაზე შენივე ხელით დაგადგმევინებს, და თან ისეთ ბღავილი აღმოგხდება პირიდან, რომ შენთვითონვე გაგიკვირდება, თითქოს შენს თვალწინ შეიქმნა ახალი „მე“, „ახალი ადამიანი“, რომელიც ეს ესაა გააცნობიერე, რომ ეს შენ ხარ.. განცდილი უდიდესი გამარჯვების ნეტარებით, რომელიც აღარ ფიქრობს რამდენი ოფლი ღვარა, რამდენი იწუწუნა, რამდენი იტირა, ეს ყველაფერი უკანაა წინ დიდი ფრიალა დროშა გიჭირავს რომელითაც სამყაროს ამცნობ შენს გამარჯვების ბედნიერებას..... პაუზა...