Thursday, November 20, 2014

აუზა რომელიც იქმნება შუალედით, მდუმარება არ დაშურებულ ძალისხმევასა და რეზულტატს შორის, როგორი მდუმარეა, თითქოს ფოთლების შრიალიც კი აღარ ისმის ხოლმე, იქ არავინაა, მხოლოდ სიმშვიდე და სასიამოვნო მდუმარება.... ნამდვილად არ ვიცი ეს რა ენერგიაა, რითი ივსება ეს ენერგია, არც სუნი აქვს და არც გემო, არც არანაირი შეგრძნებაა, ეს ის ენერგიაა რომელიც დასვენებას გკარნახობს თითქოს ყურში ჩაგჩურჩულებს დაჯექი და დალოდე, ზედმეტი არ მოგივიდეს, ნუ წუხარ ეს უკვე ზედმეტია, შენ ის ენერგია შექმენი რომელმაც ახალა თავისი საქმე უნდა გააკეთოს, რა საინტერესოა სამყაროში როგორ ვქმნით ჩვენეულ ენერგიას, რომელსაც შეუძლია გადაატრიალოს ჩვენი ცხოვრება, ადამიანების ბედი.... სამყაროში შექმნილი ყველა ენერგია ჩვენი მისამართითაა გატყორცნილი, რომელიც პაუზის შემდეგ უხვად უკან ბრუნდება, აი მაშინ ხდება შეგრძნება ახალი თვით შეფასებისა, ანუ ჩვენ ვაფასებთ ჩვენს თავს დაბრუნებული ენერგიით, მაშინ დგება შეფასება თურმე რა შეგძლებია რომელსაც ასეთი შედეგი მოაქვს, პაუზის ხანგრძლივობა არ ვიცი როგორაა დამოკიდებული რეზულტატის გრანდიოზულობაზე, ალბათ პირდაპირ პროპორციულად, თუ ცოტას გააკეთებ ცოტასაც მიიღებ.... პაუზა არის ის რაც გულს გიჩქროლავს, როცა ფიქრობ რამე ხომ არ დავაკელი, რა არ გავაკეთე, რატომ იგვიანებს შედეგი.... პაუზა დიდებული რამაა ეს არის წინა პირობა რეალური გამარჯვებისა, რომელიც დროშას ხელში აგაღებინებს და ყველაზე დიდი მთის წვერლვაზე შენივე ხელით დაგადგმევინებს, და თან ისეთ ბღავილი აღმოგხდება პირიდან, რომ შენთვითონვე გაგიკვირდება, თითქოს შენს თვალწინ შეიქმნა ახალიმე“, „ახალი ადამიანი“, რომელიც ეს ესაა გააცნობიერე, რომ ეს შენ ხარ.. განცდილი უდიდესი გამარჯვების ნეტარებით, რომელიც აღარ ფიქრობს რამდენი ოფლი ღვარა, რამდენი იწუწუნა, რამდენი იტირა, ეს ყველაფერი უკანაა წინ დიდი ფრიალა დროშა გიჭირავს რომელითაც სამყაროს ამცნობ შენს გამარჯვების ბედნიერებას.....
პაუზა დიდებული რამაა.... პაუზის განცდა ნუ შეგვაშინებს, ის წამი, ის წუთი, ის საათიც იქნებ დღეებიც ან წლებიც, რომელსაც ველოდებით... იცოდეთ რომ მას ასეთი ბედნიერება მოაქვს ის წინ უდგას იმ კარებს, რომლის გასაღებსაც ფლობს და მის გადატრიალებაზე ზუსტად იმ წარმატების კარებს აღებს, საიდანაც წარმატების ბედნიერების სხივები იმალება, რომელიც მზადაა მისმა უდიდესმა სხვივმა მთლიან სითეთრეში მოგაქციოს, მარტოობის სამყაროში ბედნიერება აღმოგაჩეინოს, სადაც არსებობს გამარჯვების ბედნიერებით ტკობა.
პაუზა არსებობს იქ სადაც შემოქმედებაა მუსილაკური პაუზა, რომელიც უდიდესი მუხტის წინ დგას, რომელიც ხსნის მუსიკალური ნაწარმოების ყველაზე დიდი ემოციას.....
სამყარო შემოქმედებითია, ჩვენც მისი ნაწილი... პაუზა ალამაზებს სამყაროს და საინტერესოს ხდის რა დგას მისი დასრულების შემდეგ.... შემდეგ კი რეზულტატია...ემოცია... ყველაზე საინტერესო, რომელიც აფასებს გაწეულ ენერგიის შედეგს..

0 comments:

Post a Comment