
ეს რეალობა, რომელიც დავიჭირე, ფაქტზე დავიჭირე და მე ეს ვაღიარე, რომელიც ძალიან სასიამოვნო იყო, აღიარება იმისა, რომ მე უკვე ვფლობ ამ სანატრელ ოცნებას, რომელსაც აქამდე ყველა ფურცელზე ვწერდი გავაბეზრე ფულცელიც და კალამიც... ალბათ უფალით... გულს სიმშვიდე დაუფლა და სიტკბოება ჩამეღვარა არადა რამდენი ხანია ეს არსებობს ჩემს ცხოვრებაში უბრალოდ არც კი მიცდია მისი დანახვა... აი ეს შეუძლია აწმყოს საოცრებას დაგანახოს ... ნამდვილად დაგანახოს ... რომ სამყაროს უყვარხარ და ის გაძლევს მაგრამ მიჩვეულნი დეფიციტში ყოფნას ყველაფერს მიღმა უშვებ, შენი გულისმიღმა... რომელიც წარსულში გადადგილდება, შენ კი რჩები შენი შექმნილი დეფიციტის ილუზიაში...
არადა ეს რეალობა, წამის დაჭერა რა სასიამოვნოა, ვიჭერთ ჩვენს თავს თუ სად ვატყუებთ საკუთარ თავს. აწყმოთი ტკობობაში დიდი საიდუმლო ინახება, გასაღები ბედნიერებისა, დაუფასებელი აწმყოს წამებს წარსული მოგვტაცებს, აწმყო რომელსაც ადგილი არ აქვს წარსულზე წუწუნისა და მომავლის ოქროს კოშკების აგების ფიქრების გამო... ისინი შთანთქავენ აწმყოს დიდებულებას....
0 comments:
Post a Comment