Wednesday, December 6, 2017

სიჩუმე... პაუზა... სექსის შემდეგ...
ენერგიის გაცვლის პიკი.... შემდეგ დგება პაუზა...
სიჩუმე... ოქროს პაუზა...
თვალებს ახელ მშვიდად, ინტერესით, რა ხდება ამ სიჩუმეში? როგორია ახალი რეალობა?, სამყარო ვულკანური ფრქვევის შემდეგ - ეს სასწაული განცდაა...,
ფრთხილად, მშვიდად, ახელ თვალს და პირველი შენი სამყარო, შენი საყვარელი ადამიანის თვალებია, რომელიც ისევ გიმზერს და ეს ორი სამყაროს შეხვედრა... ისევ განახლებული პაემანი....  განახლებული ენერგიით, თითქოს ახლად დაბადებული და ახალ შეცნობილი სამყაროთი, როგორი მშვიდი და აუღელვებელია ახლად დაბადებული სამყარო...და ენერგია, რომელიც იწყებს დინებას დილის მზის სხივებთან ერთად, მშვიდი როგორც სიყვარულის მელოდია შერწყმული ახალ ენერგიასთნ... სიცოცხლის ენერგიასთან...

0 comments:

Post a Comment