მინდორი ბავშვების ჟრიამულმა მოიცვა, მანამდე სოფლის გორაზე გადაფენილი მინდორი თავისი ცხოვრებით ცხოვრობდა, ამ ოქროსფერი ყანების ქვეშ კი ცხოვრება დუღდა, ოქროსფერი მზე აფრქვევდა სხივებს, ცას კი სილაჟვარდე ფენდა...
გონზე მოსულმა მივხვდი, რომ ძაღლის პირში აღმოვჩნდი თავდაყირა, მისი ცხელი ქშენა ფრთებს მიშლიდა, გაოგნებული ვიყავი ისე სწრაფად მოხდა ყველაფერი თითქოს დრო აჩქარდა და წამს და წუთსაც კი გაუსწრო...
ერთი კი ვიფიქრე ახლა ნეტავ ვიცოდე რა მელის, ალბათ კარგი არაფერი, მაგრამ მე შემიძლია სიტუაცია შემოვაბრუნო, იმიტომ რომ არ ვეთანხმები იმას რაც ახალა ჩემს თავს ხდება, იმას რომ დავიჭერი და ძაღლის ყბაში ვარ გაჩხერილი.
ძალა მოვიკრიბე ვიფიქრე ალბათ ახლოს ვარ დასასრულთან მაგრამ ეს ხომ არ არის დასასრული იქამდე მაქვს დრო რომ მოვბრუნდე საწყისისკენ და იქიდან გავაგრძელო... ჩემს თავს ვაიმედებდი ფიქრით და ვამხნევებდი ჯერ ყველაფერი დაკარგული არ არის.
მოკლედ ამ ფიქრში ძაღლის ყბიდან ამასხეს მკვდარ მწყრების ქამრის რიგში მიმამაგრეს და ასე ჩამოკიდული თავდაყირა აღმოვჩნდი მონადირეების ღია მანქანაში.
მათი მხიარულება ყიჟინა ველ-მინდვრებს ესმოდათ
- ნეტავ რა ახარებთ, რა უხარიათ ვისზე გაიმარჯვეს ჩემნაირ უსუსურებზე?
არადა ვგრძნობ რომ ზუსტად ჩემნაირ უსუსურსაც შეუძლია სიტუაცია შემოატრიალოს, მაგრამ აი როგორ ჯერ არ ვიცი... თითქოს შინაგანი მეუბნება დაელოდეო, ჰო, დაველოდები სხვა რა გზაა თავდაყირა დაკიდებული ქამარზე სად წახვალ...
მანქანა გაჩერდა, სადღაც ალბათ მოვედით
დიდი მწვანე კარები გაიღო და მანქანა ეზოში შევიდა, კაცების როხროხი არ ჩერდებოდა, ჰყვებოდნენ რა მაგარი ბიჭები არიან, როგორ მოერივნენ უსუსურ მწყერებს...
უცებ ხმა შემომესმა მოიცა, მოიცა ... ეს ის ხმა არ არის რამდენიმე დღის წინ ბავშვები რომ კისკისებდნენ მინდორში...
- ღმერთო ჰო ის ხმაა, მათ ხმის ტალღაში იმედის ჟღერადობა ისმოდა, მოგვიახლოვდნენ, მე ავფრთხიალდი
-უი ცოცხალია, ნახე ცოცხალი, ისე გაუხარდათ ჩემი გადარჩენა მე არ გამხარებია ასე
-დედაა, ბიცოლა ყვიროდნენ, ცოცხალია დედაა ცოცხალი ჩქარა, ჩქარა ვუშველოთო საქმიანად ყვიროდნენ, აქოშინებულნი მოცვივდნენ ფრთხილად გადმომიყვანეს მიწაზე
-უი საწყალი ფეხი აქვს დაზიანებული
-მოდი მე ვიქნები ექიმი, თქვა ერთ ერთმა გოგონამ თვალები ეშმაკურად უციმციმებდა
-მოდი დაეთანხმა ოქროსთმიანი, მისი თვალები კი ცისფრად ლივლივებდა
-შენ დამეხმარე იყავი კარგი? კარგი უპასუხა მეორე გოგომ საქმიანად, თითქოს ამცნო რომ მზად იყო პაციენტის მისაღებად.
- მეც მინდა ექიმობა პოზიციის დაკავებას მესამეც ითხოვდა.
მოკლედ შეთანხმდნენ რომ ზოგო ექიმი იქნებოდა და ზოგიც დამხმარე, მე კი ვფიქრობდი, რა საოცრებაა მე მეგონა განწირული ვიყავი ახლა კი ეს ანგელოზი ბავშვები არ აცლიან ერთმანეთს ჩემს მოვლა პატრონობაში. აი ამას ჰქვია გამართლება - თავი გავიმხნევე.
ჩემი პატარა გული ძგერდა და ამასთან ჩემს ტვინში ფიქრის ნაკადიც არ ჩერდებოდა, ის კი შევნიშნე ბეცისავით ფილოსოფიური აზრები როგორ მომაწვა ამ სიკვდილის თუ სიცოცხლის გასაყარზე. აი მაინც არსებობს რაღაც რასაც სურს, რომ მე კვლავ ვიყო ვიარსებო, თვალებზე ცრემლი მომადგა გული ამიჩუყდა, იმ სიკეთის შეგრძნებით რაც ჩემს თავს ხდებოდა.
- სტრეპტოციდი დაიძახა პატარა გოგომ და გაიხსენა თავისი თავგადასავალი
- მე რომ ველოსიპედიდან გადმოვარდი და ფეხები დავიჩეხე დედამ ეს წამალი დაფხვნა და ჭრილობაზე დამაყარა
მოკლედ გულმოდგინედ გაწმინდეს ჭრილობა სტრეპტოციდი დამაყარეს და ფეხი ბინდით შემიხვიეს
-ახლა რა ვქნათ, დოინჯი შემოიწყეს წელზე საქმე დასრულებულებმა და მოიფიქრეს
- მოდი ცალკე გადავიყვანოთ და მოუაროთ, როცა კარგად გახდება, მამას უკან მინდორში გავატანოთ იქ გაუშვას ჰა ჰა ჰა მესმოდა მათი გულიანი კისკისის ხმა
ამ ყველაფრის შემხვედვარეს მე მართლა გამიჩნდა იმედის ხმა გულში, ჩემმა თავმა შიგნიდან მითხრა - კიწი შენ გადარჩი გადავრჩი!!!
- ჰო გადავრჩი...
ამ ბავშვების წყალობით სიკვდილს კარები მიუხურე და თამამად ვუთხარი
- უკაცრავად ჯერ არ მცალია...
მთელი ღამე ჭრილობა მიფეთქავდა ძნელი ყოფილა ავადმყოფის სტატუსი, ათასი ფიქრი მიბურღავდა ტვინს.
ცას ავხედე და ბრდღვიალა მთვარე უკუნი სიბნელეს ანგრევდა, რა ძლიერია მისი სინათლე თუმცა მზესავით არ ანათებს მაგრამ ამ სიბნელეს სინათლედ აქცევს, რატომ მზეს არ შეუძლია ასე? ვიფიქრე მას ხომ გაცილებით მეტი სხივები აქვს?
მთვარე ანგრევს სიბნელეს, მისი მკრთალი ნათება იმედია სინათლის, დილის მზის სხივებისა, ახლა ამ სინათლით უნდა დატკბე სიბნელეში კარგად კვალავს გზას მერე? მერე კი მადლიანი მზე ამოვა მინდორს თავის ცვარს შეაშრობს და სიცოცხლის კიდევ ერთი დღე აიღებს სტარტს.
აი ისევ ისმის კისკისი ჩემი ექიმი მოსულა;
-როგორ გაატარე ღამე? ახლა როგორ გრძნობთ თავს ? რამე ხომ რა გაწუხებთ? ერთბაშად დამაყარა კითხვები...
- სიცხე ხომ არ გაქვს? თავისი ლამაზი ფახულა თვალებით მკითხა
- არა? გააგრძელა ჩაკითხვა
თავისი თათუნია ხელებით ფეხი მომისინჯა თითქმის აღარ მტკიოდა, გარდარჩაო სიხარულით ეზოში დარბოდნენ
- იცი რა მე ალბათ ექიმი გამოვალ მომავალში, ასე დაგეგმა თავისი მომავალი, მე მგონი მართლა კარგი ექიმი გამოვა, გულისხმიერი...
ჩემი ფიქრი კი ბეცის არ სცილდებოდა გამახსენდა, მისი საუბარი გამახსენდა
ეგოს მანტია აქვთ უფროსებს ბავშვები ამისგან თავისუფლები არიანო, მართალს მეუბნებოდა ახლა კი ვხვდები რას გულისხმობდა
რა კარგი ყოფილა ფილოსოფია, აზროვნებ, მოვლენებს ერთმანეთს აკავშირებ და ლოგიკურ დასკვნით მიიღებ შედეგს
ბეცი ალბათ ამას მიმალავდა, თუმცა რატომ ის ხომ მიზიარებდა თავის ნაფიქრს, ჰოდა ახლა მეც ვფილოსოფოსობ
ბავშვები ყურადღებას არ მაკლებდნენ, მივლიდნენ, ზრუნავდნენ, მამზადებდნენ მინდორში დასაბრუნებლად, მეც ერთი სული მქონდა, როდის დადგებოდა ეს ნანატრი დღეც.
ერთ საღამოს თავზე დიდი ჩრდილი მომადგა, თვალი გავახილე და ბავშვების მამა ამოვიცანი, ჩემთან ახლოს მოსულიყო ჩაემუხლა და ზედ დამცქეროდა
- მართალია ეგოს მანტია მასხია, ჩუმად დაიწყო
მაგრამ მაპატიე, საუბარი გააგრძელა ნახევრად ჩურჩულით თითქოს არ უნდოდა ვინმეს გაეგო მისი გულითადი საუბარი ანდა იქნებ ფიქრობდა რომ შიშისგან გული არ გამსკდებოდა...
შემდეგ სწრაფად გამეცალა...
მეორე დილით ჩემმა პატარა მკურნალმა ექიმებმა მომაკითხეს
კონსილიუმი შედგა ერთხმად გადაწყვიტეს, რომ ჩემი მინდორში დაბრუნება უკვე შეიძლებოდა.
- კი მაგრამ როგორ? გავიფიქრე, თუმცა სამყაროს უფალს, მის განგებას მივენდე თუკი ის სასწაული მოხდა, რომ მე გადავრჩი, ამ სასწაულს რაღა დაუდგება წინ, სიხარულით ჩემი ბუმბულიც კი ჰაეროვნად ფრიალებდა, იმის ფიქრით რომ ჩემს სამყაროს, ჩემს ოქროსფერ მინდორს დაუბრუნდებოდი, მოვძებნიდი ბეცის და მოუყვებოდი რა გადამხდა თავს.
და აი დადგა ეს ნანატრი დღეც, ბავშვებმა გალია მოიტანეს შიგ ჩამსვეს და მანქანის უკან სავარძელში დიდი რუდუნებით მომათავსეს.
ბავშვების მამამ გეზი აშკარად მინდვრებისკენ აიღო...
სალათისფერი მწვანე დიდი მანქანა ირხეოდა, ნაწვიმარი იყო და უჭირდა გზის გავლა, როგორც იქნა გამოჩნდა ჩემი სამყარო, ოქროსფერი, დალოცვილი...
მან ძრავა ჩააქრო, გადმოვიდა მანქანიდან, ამოიოხრა თითქოს თავს დამნაშავედ გრძნობდა...
გაშლილი სივრცის ჰაერმა ჩემს ბუმბულებს სიმსუბუქე მისცა, გალია მიწაზე დადო კარები გახსნადა და მითხრა:
- გიშვებ მინდორში იმ იმედით, რომ შენი მოდგმა შემინდობს ამ ცოდვას
ხანდახან სინდისი ეგოიზმის მანტიას მოგხსნის და სამყაროს მის გარეშე დაგანახებს, როგორ სუნთქავს და როგორ არსებობს, როგორ სტკივა და როგორ უჭირს
შენდობას ვითხოვ სამყაროვ, ყველაფრისთვის, აგრესიისთვის, ნადირობისთვის
ვითხოვ, იმიტომ რომ ეს ჩემში არ ყოფილა გარედან მოსულია და ჩემს გულს გავათავისუფლებ ამისგან... ჩურჩულით ამბობდა თავის გულის ნადებს
მე გაოცებული შევცქეროდი მამაკაცს რომელიც ისეთი ბუმბერაზი იყო ვერც წარმოედგინა ამხელა არსება ჩემგან პატიებას თუ მოითხოვდა საოცარი სცენა იყო...
ნეტავ, ახლა ახლა ბეცი სად არის ვაჩვენებდი, რა შეუძლია რწმენას და გულწრფელ გულს, მე მჯერა რომ სამყაროში არსებობს სიკეთე რომელიც არასოდეს გაიმეტებს არსებას დაღუპვისთვის, ეს სიკეთე სადღაც დევს გულის კუნჭულებში, რომელიღაც პატარა, პატარა ყუთში იქიდან მხოლოდ გრძნობით გამცნობს მისი არსებობის შესახებ.
მანქანის კარების ხმა გავიგე, შემდეგ ძრავაც ამოქმედდა და ბორბლები ბალახებს ედებოდა ისე მიდიოდა, ის ხმაც სადღაც გაქრა...
რწმენას?
სიცოცხლის სურვილს?
თუ იმ ყუთმა რომელშიც იმედის ნაპერწკლები ინახება?
ფაქტია მე გადავრჩი მე ვხედავ, მე ვგრძნობ და ეს ფეხიც მშვენიერ მდგომარეობაშია
ღიღილოების ზოლს, გვირილების ზოლი მოჰყვა, მივდივარ და ვტკბები ამ საოცარი სილამაზით....
თვალი თითქოს ბეცის მოვკარი... მოიცა, კი ბეცია ...
უეჭველად ბეცია გავიფიქრე
ბეციიიი გავაგრძელე კივილი
- ბეციი შენ ხარ?
-ჰო მე ვარ კიწი!
- ვერ დავიჯერე რომ ამ ქვეყნად აღარ იყავი, ამას ვერ დავიჯერებდი გესმის?
- ჰო იცი მეც არ დავეთანხმე ამ რეალობას
- კი მაგრამ შენ როგორღა გადარჩი?
თურმე სარწყავს მინდორი დაუტბორავს და ღრმული გაუკეთებია იქ ჩავარდნილვარ...
კარგი აღარ გინდა იმ დღის გახსენება მთავარია გადავრჩით და ისევ ერთად ვართ
- იცი მე ფილოსოფოსი კიწი ვარ უკვე მივახარე ბეცის ახალი ამბავი
- ფილოსოფოსი?
-მოდი ვისაუბროთ იმაზე თუ ამ შემთხვევამ რა გვასწავლის, რას მიხვდით
- მე? თქვა ბეციმ
- მე? თქვა კიწიმ
- მე გავიგე ის რომ თუკი ადამიანი წამიერად მაინც მოიხსნის ეგოს მანტიას მას შეუძლია გახდეს ნამდვილი ადამიანური ადამიანი
- კიწი რა მაგარია ეგ როგორ მოუფიქრე?
გაეცინა ბეცის
- აუ რა მაგარიაა
მე თუ მკითხავ მეგობრობა სჯობია ყველაფერს და მეგობრულად გაუყევით გვირილების ზოლს რათა კიდევ ერთხელ დავტკბარიყავით მზის ჩასვლის სილამაზით, ოქროსფერი ელვარება როგორ ჩესვენებოდა ისეთივე ოქროსფერ, მზის სხივებით გამთბარ სივრცეში
0 comments:
Post a Comment