Friday, September 10, 2021


-გამარჯობა როგორა ხარ, როგორააა ბოხი ხრინწიანი ხმით წაუმღერე კორეელ კიას, ისე ნაზად მიიქნევდა საბარგულს ცოტა გავეპრანჭე...
-კარქათაა, კარქათა წვრილი ხმით მიპასუხა პატარა კიამ, აი ისეთია მოპრანჭული, ვითომ მაგასაც  სატვირთოც არ ერქვას
-ეგ რა პასუხია გოგო, კარგად თუ კარქად, მე ზაპო ვარ კარაქი კია არა ვუსაყვედურე კიას, ჰო მართლა ზაპო  ჩემი მოკლე სახელია, მოფერებით კარგად ჟღერს.
-შენი გოგო ვინაა, შე პოლიციელების კალიასკა შენა, მომახალა გაბრაზებულმა კიამ
-ეეე ეგ წვრილი თვალები კარგად გაახილე და დამინახავ ვინცა ვყოფილვარ, შე, შე სატვირთოების პროვიკაცია შენა, არ ვცხრებოდი მეც,  კომპლიმენტის ნაცვლად კარგი ჩხუბიც გამოვაცხვე.
-და საბჭოთა გადმონაშთი, წითელი დროშის ფერში გამოწყობილი მე ვარ თუ შენ? გამომაჯავრა პატარა ბავშვივით სატვირთოების არამსგავსმა კიამ, ისეთი პატარაა თამაში მოგინდება კაცს, არა ახლა დიდი და სერიოზული არც მე ვარ, ზაპოროჟეცცცც..ისე სადღაც გამიგია გოგო და ბიჭი კარგად რომ ჩხუბობენ .. მოსწონთ ერთმანეთიო, რა სისულელეა ახლა ეს დასკვნა.
-შენი თეთრი ფერი უპირატესობაა
- რასისტო შენა, გავაგრძელე კიას შემკობა, ჩამოთრეულო კორიელო, ამოვაბღუილე მე ზაპომ მოტორი შავი ბოლი მივაფუილე აფერისტ ვითომ სატვირთოს და გამოვედი, დიდი ალაყაფის კარები გამიღეს და შევჯლაგუნდი ეზოში ქათმები ავაკრიახე, მაგათი ჯინიც მჭირდა გამობრძანდებიან იალაღზე და ჩემს კაპოტზე რუჯს იღებენ თითქოს გუშინ არ დააყარეს დუსტი ტილიან ფრთებზე, ახლა რა სუნი დგას ფუუუუაი ისეთი გული წაგივა, ჩემი გამონაბოლქვი კოკო შანელი სუნამო სურნელი გეგონებაეს საქათმე ხომ განძრევის საშუალებას არ მაძლევს, გაჯგიმულა მთელს ეზოში, ერთი კარგად  გავშალო ჩემი კრილოები რა...
ჯახ ჯახ კარების ხმაა გავიხედე და მეზობლის პატარა გოგოები მოვიდნენ, ისეთი ლამაზები არიან თეთრები და ლამაზი ცისფერ, თაფლისფერ თვალებიანები, ამ ბავშვების მიკვირს ლამაზი ეზო აქვთ მოვლილი ვარდებიან, მაინცადამაინც აქ ამ საქათმეში მოსწონთ ყოფნა, ამ ლამაზ კულულებში თამარას ქათმების ტილები რომ შეესევათ უი უი უი...
ამ თამარას კიდევ სამი გოგო ჰყავს, ერთმანეთზე უარესი ჯიუტებიგააბრაზებენ თუ არა თამარას  გაიძრობს ამ თავის ფეხსაცმელს, იტყვი ბირთვის მკვრელია ისე გაისვრის, რაკვან ჩემს პარპრესზე, ამას წინათ ჩამთვლიმა შემომალეწა რაღაცამ ნაპერწკლები ვყარე, ჩოტკები ყალყზე დამიდგა, აზრზე მოვედი წყალი მესხმოდა და ჩოტკები კიდევ შუბლს მიწმენდდა, ვახ თამარაა, მისი ფეხსაცმელი კი სახურავზე გორაობდა, ვაიმე დედა კი დავიძახე მაგრამ რას ვიზამდი... მიჩვეული ვარ ალიაქოთში დგომას.
-ეე თამარ, თამარ, ბავშვების გაზრდა თუ არ იცი ჩააბარე ინტერნატში და საბჭოთა მთავრობა გაგიზრდის წელიწადში 37 მანეთად 50 კაპიკად, რასაც შენ ამ ფეხსაცმელებს ისვრი, უფრო ძვირი გიჯდება მგონია მშობლის მოვალეობის შესრულება, ჰოდა მშობელს ვინ აფასებს შენ რომ დაგაფასონ...
აი მე, არც დედა ვიცი და არც მამა ისე თუ არჩევანზე იქნებოდა მამად კაი "გაზ 21"  ავირჩევდი, აი ისა ვოლგას, რომ ეძახიან, ჩემ მეზობლადა ცხოვრობს, გამოსდინდება ხოლმე, სალათისფერი, ოხო ხო თან როგორი მოვლილია, დედად ისევ ვოლგის ჯიშისას ავირჩევდი აბა რა ასეთი მოკლე კატო ვის რად ვუნდივარ, საბარგული წინ მიდევ და უკან მოტორი.
ჰოდა თამარას გაჭირვებაზე გიყვებოდითამ ფეხსაცმელს კიდევ რა უჭირს ქვაბების რეცხვის დრო რომ დაუდგებათეს დღე კი თვეში ერთხელ დგება მგონია, ატყდება რახარუხი, როგირც იქნება და დაირეცხება, თქვენ როგორ გგონიათ დარეცხილი ქვაბებს ვინ წმენდავს ანდა სად ინახებასანაძლეოს დაგიდებთ ვერ გამოიცნობთ
- რააო საად? სამზარეულოში? აი ხომ გითხარით ვერ გამოიცნობ თქო, დიდ აივანზე გამოფენენ სველ დარეცხილ ქვაბებს მზე აშრობენ.
 ის კორიელი წვრილ თვალება ლამაზი კია  გამახსენდა, როგორ გამომელანძღა მაგრამ კარგ დღეში რომ არ ვცხოვრობ ხო ფაქტია ნერვები უნდა გენაცვალე ყველაფერს, ნერვებისარეცხის მანქანა ხომ გამოიგონეს, ახლა ჭურჭლის სარეცხი მანქანას თუ გამოიგონებენ თამარას და მის მოდგმას აუცილებლად ეშველება, თორემ თვეში ერთხელ ქვაბების და ჭურჭლის რეცხვა გინახავთ?
-რას წუწუნებ ერთი ვიცოდე შენ ხომ არ რეცხავ და ალაგებ საიდანღაც შემომესმა ლამაზი კიას ხმა
- უი აქ ხარ შევკრთი მოულოდნელად ჩემი ზაპოს წითელმა ფერმა გადამიარ გადმომიარა
- კი აქ ვარ, მიპასუხა პრანჭვით ცოტა, მომისიგნალა პაპოო...
- საქმე გაქვს? ფრთხილად შევეკითხე დილის ამბები არ გაიხსენოს თქო
-მე არა ჩემს მძღოლს, ხომ იცი ფერმა აქვს და ბალახი მიმაქვს მათთვის
- ხო კარგია, ცოტა აზრზე მოვედი თორემ ბევრი ვიწუწუნე
- ბიჭი ზაპოს წუწუნი პირველად მოვისმინე დამწვარზე დამდუღრულიო ისე დამიმატა ამ კორეელმა ლამაზმა კიამ
მართლა ჭორიკანასავით გამომივიდა ვაღიარებ
- მომიყევი რა შენს ფერმაზე შევეცადე სხვა საკითხზე გვესაუბრა
- ჩემი არა ჩემი პატრონის
- რა მნიშვნელობა აქვს, იქ ხომ დადიხარ
- კი დღეში ორჯერ, სოფლიდან მოშორებითაა და სუფთა ჰაერია, ძროხები ზოგი ჭკვიანი, ზოგიც ჯიუტი
-თამარას გოგოებივით თან კარგად გადავიხარხარე ზაპოს ხმაზე
-კი დამემოწმა და შემომაფეთა თავისი ლამაზი ფარები
-კარგი წავედი პატრონი მოვიდა ისე ნაზად მითხრა მმმ...
-ვაა რა კარგი იყო, ვისიამოვნე მასთან ყოფნით დამტკბარ დამდნარი იქვე კაკლის ქვეშ გავჩერდი. ეს კაკლის ხე ჯადოსნურია მთელი უბნის გოგო ბიჭები მის ქვეშ სკამზე ნებივრობენ ხოლმე...
აშკარად სიყვარული მეწვია ჩემთვის გავიფიქრე, არადა სულ რამდენიმე საათის წინ არც კი დავფიქრდი ისე გავიმეტე გასალანძღად, დაუფიქრებელი ვარ რა, გულში ვუსაყვედურე ჩემს თავს, ნეტავ, ვოლგა რომ ვყოფილიყავი მაშინაც ასე მოვიქცეოდიგამიგია ჯიში თუ გენიო უნდა იცოდე რომ ოჯახი შექმნაო, ნეტავ ეგ რას ნიშნავს? მგონი აღზრდა უფრო მნიშვნელოვანი უნდა იყოსმაგალითად დახვეწილი მანერები.
დღეს რომ მეთქვა ლამაზი კიასთვის
-როგორ ბრძანდებით და დამშვიდობებისას კი საინტერესო დღეს გისურვებო როგორ განვითარდებოდა მოვლენები? ცოტა წარმოდგენებში ხომ არ მევარჯიშა, ცუდი არ იქნებოდაწარმოვიდგინოთ, რომ ვარ რამე ბრენდული მანქანა მაგალითად მერსედესი ბოლო მოდელი, კუწურიებმა თავი მოიკლეს ისეთი შექმნეს, თავად ბრენდი, ვპრიალებ და ვბდღვრიალებ, მივდივარ ვსისინებ ოხ...
მოკლედ მოვდივარ გზაზე შემხვდა პატარა თეთრი სატვირთო მანქანა კია, მერე... მმმ... რა მერე უკვე აღარ მომწონს ეს შენი თეთრი კია, დედააა ორი წუთის წინ გავგიჟდი ისე შემიყვარდა და ახლა ცხვირზე აღარ დავიდე... ოოო ეს არ არის კარგი ამბავი, ზუსტად ორი წუთის წინ ძალიან ერთგული ზაპო ვიყავი და უცბად მოღალატე მერსედესი გავიჩითე...
კარგი მოდი კიაც იყოს რამე კორეული  ბრენდის მაღალი კლასის მანქანა და  თუ ოცნებაა ოცნება იყოს, მივქრივარ მონაკოს გასლიკინებულ ქუჩაზე, შუქნიშანთან დინჯად შევანელე და გვერდით ლამაზი კია ამომიდგა, ნაზად დაუძახე:
-პაპო პიპოოო, იმანაც თავისი წვრილი ლამაზი თვალები დამიფახულა და პიპინით მომიალერსა
-პო, პო... ბატონოო მაგას ნიშნავდა
-სასიამოვნო დღეს გისურვებ კია
-მეც ძვირფასო მერსი... ასე დავშორდით.
ამ ნეტარებაში ვარ მე ზაპო ბიჭი, კაკლის ჩეროდან დავგორდი და შვიდი  ნომერი ავტობუსი ლაზის ღრიალმა გამომაფხიზლა მონაკოს ქუჩიდან პირდაპირ ფეთელაანთ ზაბორზე აღმოვჩნდი აკრული, ეჰ, ამოვიქოქე და ბოგირს ღრიალით ავახტი.
რაც მართალია მართალი ოცნება კარგია, კი მაგრამ როგორ შეიძლება ეს რეალობად ვაქციო ჰა. აი, აქედან თანიაანთ ბოგოროდან, როგორ მოვხვდე პირდაპირ მონაკოს ქუჩებში, აი როგორ... ის საღამო ოცნებით დასრულდა, მაგრამ მარტო ოცნება რაა თუ არ იმოქმედე... ვიმოქმედოთ მეგობრებო, ვიმოქმოდეთ წინ მონაკოს ქუჩები გველოდება... ერთმანეთს იქ შევხვდებით.

 

Monday, September 6, 2021




 კაჭკაჭი რომ ყოფილიყავი ფუთა რაზე იოცნებებდი?  მონდომებით დაიწყო საუბარი კაჭიმ.
- მმმ მოიცადე... კარგად დავფიქრდე
-ალბათ კარგ ცხიმიან ყველის ნაჭერზე თამამად ვუპასუხე
-არა ფუთა  ვერ გამოიცანი უკმაყოფილოდ მიპასუხა კაჭიმ თან საყვედურის თვალებით შემომხედა ეგ როგორ ვერ გამოიცანიო
- აბა პატარა თევზზე? არ შევეპუე მეც
- შენ რა სულ საჭმელზე ფიქრობ რამე ამაღლებულზე იფიქრე, აი მაგალითად უნარების გამოვლენაზე, საყვედურით მიპასუხა ჩემმა მეგობარმა კაჭიმ
- რა უნარები გაქვს ახლა შენ, მთელი დღე გადაფრინდები გადმოფრინდები და ჭახჭახი გაგიდის, ხანდახან ყურების წაღებამდე.
- ხო მართლა მეგობრებო, ბოდიშით საუბარი დავიწყეთ და დაგვავიწყდა ჩვენი ვინაობის გაცნობა, ეს ისე არ არის თოკ შოუები იწყება იმდენ რამეს მოგიყვებიან ტვინს აგიდუღებენ და შემდეგ გეუბნებიან ვინ არიან და რას გერჩიან, აღარ გავაგრძელებ მასმედიაზე ჩემზე უკეთ თქვენ გეცოდინებათ მაგათი ამბავი, მოკლედ მინდა გაგეცნოთ ფუთა ეს მე ვარ  ლამაზი, ჭრელი, ქათამი და კაჭი კაჭკაჭი კი ჩემი მეგობარი, მართალია დიდი ხნის მეგობრობა არ გვაკავშირებს, მაგრამ... საიდანღაც მოფრინდა და მას მერე ჩვენს ეზოს არ სცილდება, არც მიკვირს, გიჟია სადმე წავიდეს? რომ იცოდეთ აქ, ამ ოჯახში ბევრი ხალხი დაიარება, მასპინძელი გულუხვია, დიასახლისი  დაუღალავი  ბავშვები მხიარულები, ჰოდა ამ ხალხსაც მეტი რა უნდათ, მიდიან და მოდიან...
ერთი მოხუცი კაცია, ამ სოფლის მკვიდრი, ოჯახის უფროსს უყვარს მისი სტუმრობა, მგონი მამამისის გოგლას მეგობარი უნდა იყოს, მისი სიყვარულით, სტუმრობაზე უარს როგორ ეტყვის, ჰოდა  ისიც აქ დაიარებახვაკალა ბესო, რა უცნაური სახელია არა, ხვაკალა ბესო, გულიანად მეცინება ხოლმე, ხვაკალა.... ჰოდა როგორც კი შემოვა ეზოში და გაშლილ სუფრას მიუჯდება მერე ერთ ჭიქა ღვინოს გადაკრავს და მოკეცილ მწვანილს მარილში მადიანად ჩააწებს, გემრიელად ჩაახრამუნებს მერე  გაოცებული წარმოთქვამსაალაგე დაალაგე აქ უფასო რესტორანიაო...., ბავშვები ამ გამოთქმაზე კარგად ხალისობენ ხოლმე  დარბიან და იძახიან აალაგე დაალაგე... აალაგე დაალაგე, ბესო პაპა  კი იქიდან გამოსძახებს - ოი თქვე ცუნცულებო თქვენა...
ერთი ამბავიც უნდა მოგიყვეთ ბესო პაპაზე, მას პატარა შვილიშვილი გოგო ჰყავს, სკოლის მასწავლებელმა დაავალა რამე ინოვაციური მოიფიქრეო, ჰოდა ამ პატარა გოგომ ჩართო ხმის ჩამწერი და პაპას ეუბნება:
-აბა პაპა გაიმეორე მე რობოტი ვარ, მე რობოტი ვარ
-რა შვილოო?
-გაიმეორე რა, მე რობოტი ვარ, მე რობოტი ვარ  არ ეშვებოდა პატარა გოგო
- მე ბოროტი ვარ, მე ბოროტი ვარ
- არა პაპა მე რობოტი ვარ, , გაიგე რობოტი
მოკლედ პატარა გოგოს ვერაფერი გამოუვიდა, ვინც მოისმინა გულიანად კი იცინეს, თქვენც ხომ გაგეღიმათ, რობოტი და ბოროტი ვერ გაარჩია ბესო პაპამ.
ახლა კაჭის დაუბრუნდეთ რაღაცას მეუბნება და ყურადღება კი თქვენკენ გამეფანტა
რაო?
-რა რაო ფუთა! შენ რა არ მისმენ, იმიტომ რომ ჩემი საუბარი არ გესმით, აი ადამიანივით რომ ვლაპარაკობდე გაიგებდი?
-ვითომ რატომ გავიგებდი, ადამიანი ვარ? ცოტა მოვედი აზრზე
- არ ხარ, მაგრამ როცა დაგიძახებენ: ძიბა, ძიბა, ძიბრრრ...  საჭმელად ხომ კარგად გარბიხარ ხოლმე?
- მაგას მე კი არა ყველა ქათამი ხვდება, აქ რა არის უჩვეულო და განსაკუთრებული
- უუფ, მოკლედ ჩემი მეზობელი ილო იცი? მეუბნება კაჭი
- ეგ რომელი ყოველ დილით ბებიამისი, რომ ეძახის, ტვინის წაღებამდე
-ილოო, მოდი ჩაი დალიე გაცივდება, ილოოო!!!
- ხო ეგ, თან გვარიანად გამეცინა რა კარგად აჯავრებ, როგორ ამბობს - ილოოო, ჰა ჰა ჰა
ჰო რა იყო ნიჭიერი, რომ ვარ დაგავიწყდა, შემახსენა კაჭიმ
- კარგი კარგი, ჰოდა ამ ილოს ჰყავს კაჭკაჭი სახელი არ ვიცი, ლაპარაკი უსწავლია ყური მოვკარი
- მერე ჩავეძიე კაჭის
- რა მერე მეც მინდა ლაპარაკი ვისწავლო
- და რა სწავლა უნდა თქვი და გავიგონებ, ჩავიფხუკუნე ჩემთვის
- აი რიგორ არ გესმის, ადამიანურად რომ ილაპარაკო ჩემი ენის ძირში არის რაღაც მყესი, რომელიც ენას იჭერს და იმ ბგერების გამოთქმას ხელს უშლის
- და რა არის ამისთვის საჭირო? გაოცებულმა შევხედე
- ია, ოპერაცია კარგად დამიმარცვლა კაჭიმ
- გაგიჟდი რა ოპერაცია
-ხო რა იყო ტელევიზორს არ უყურებ თუ ინტერნეტი არ გაქვს მაგ საქათმეში, ხალხი სქესს იცვლის და მე რომ ენა ამოვიდგა რა დაშავდება ამით?
- ჰო კარგი დაწყნარდი რას ბრაზობ დავამშვიდე
- რა ვიცი ისე შეიცხადე თითქოს მეორედ მოსვლა გაუწყე
- მერედა ვინ უნდა გაგიკეთოს ოპერაცია?
- არ ვიცი მოვიკითხავ
- ერთიც ვნახოთ ლაპარაკი დაიწყე სად უნდა ილაპარაკო, მსმენელი გყავს?
- პოტენციური მსმენელი მყავს, გამოვალ სპიკერი კაჭა ჰა ჰა ჰა
- რა უნდა იუთუბ არხს გავაკეთებ ჩავწერ ათას სისულელეს და პოპულარულიც გავხდები
- ეგ კია, მოლაპარაკე კაჭკაჭის არხი ჰა ჰა ჰა
- კარგი, წავედი შემომძახა და ხიდან გადაფრინდა.
მე კაჭკაჭმა კაჭიმ ერთ ლამაზ ეზოს გადაუფრინე, ეს ის ეზოა ფუთა, რომ გიყვებოდათ, ბევრი ხალხი დაიარება, იქვე ილოს სახლთან ახლოს, ბაღჩაში ლამაზი ყვითელი ვარდები ყვაოდა, ისეთი სურნელი იდგა, ვარდიც დიდი მოზრდილი ზომის იყო, ისე ყვაოდა ყვითელი ბუთქუნა ფურცლები წვერში ვარდისფერი ფერი დაჰკრავდა, გულში კი ყვითელი ბუტკო ლამაზად მოუჩანდა, იქვე მწვანე ღობეზე ჩამოვსკუპდი. დიდი ეზო იყო ბავშვები თამაშობდნენ, საუბარს მოვკარი ყური
- მე ქირურგი ვარ
-მე ექიმი
- ნახე ინსტრუმენტები ვიპოვე, ალბათ მამიკოსია,
 -ჰო ძიას ყუთში იდო უპასუხა პატარა ბიჭმა და გადახსნა ინსტრუმენტების მოზრდილი ყუთი, დაათვალიერა ლანცეტი, მაკრატელი.. ჩამონათვალი გააკეთა
- მოდი ოპერაცია გავაკეთოთ შესთავაზა ქირურგმა  ბიჭმა  ექიმ გოგოს
- ოპერაცია? გაოცებით იკითხა პატარა გოგომ
- ჰო რა იყო მე ქირურგი ხომ ვარ
- კი ხარ დაემოწმა გოგონა
- ჰოდა შენ დამეხმარები ვიღაცებს და კეთილ საქმეს გავაკეთებთ
- რააოოეს რა ესმის ჩემს ყურებს, ზუსტად ის არის რაც მე მინდოდა, ღმერთო ასე მალე როგორ გაიგონე ჩემი სურვილი, თუმცა ფუთა მეუბნება მე მესიის შენი ნათქვამიო, ამ სიახლით აღფრთოვანებაში მოვედი.
- აჰა, ექიმებიც მიპოვია, ახლა დროა საქმეს მივხედო
- ერთი წუთით, როგორ უნდა აუხსნა პატარა ექიმს რომ ლაპარაკის დასაწყებად ოპერაციის გაკეთება მინდა?
- ალბათ ჟესტებით, მოკლედ კარგად უნდა მოვიფიქრო
სოფელში ზაფხულის დღეც მიილია, დაღამდა, მაგრამ მე არ მეძინება, ფიქრი არ მასვენებს როგორ შეიძლება ადამიანებს გავაგებინო ის რაც მე მსურს? აი როგორ, იფიქრე კაჭა იფიქრე შენ ხომ გენიოსი ხარ, ამ ფიქრში ჩამძინებია, ილოს კაჭკაჭის ჩხავილმა გამაღვიძა...
-ილოო გაჰკიოდა, უხ მე შენი, ეს უნდა ლაპარაკობდეს და მე ასე ვიტანჯებოდე?
- დავინახე აკრიახებული ფუთა მორბის და თან ფრთებიც ისე გაუშლია მგონია თავის ქათმობას შეეშვა და ფრენა გადაუწყვეტია-მიდი ფუთა მიდი ვეძახი გახარებული, ერთად ვიფრინოთ, ფუთა ისე შეჩერდა გაქანებული მანქანას მძღოლი რომ დაამუხრუჭებს და უკან მტვრის კორიანტელი დადგება
-შენ ბიჭო გაგიჟდი, მე და ფრენა აქოშინებულმა ქვემოდან ამომძახა
-ხო რა იყო ცოტაღა გაკლდა და გაფრინდებოდი
- ხო აი ეგ ცოტა გაკლია შენ და ლაპარაკსაც ისწავლი გამომაჯავრა ფუთამ
-დიახ ზუსტად აი მანდ, რომ არ დაგემუხრუჭებინა ეგება ქათმობაც დამთავრებულიყო შენს ცხოვრებაში
- და მერე ვინ გავხდებოდი პირველი მფრინავი ქათამითუ შენსავით მოლაპარაკე კაჭკაჭი?
- კარგი კარგი, შენ ეს მითხარი სად მივქროდი ასე თავდაუზოგავად
- რა შენი საქმეა გამოჯავრებით მომახალა ფუთამ
- იცი მე ახალი ამბავი მაქვს, ვახარე მორბენალ ფუთას
- რა ამბავი?
- ექიმები ვიპოვე, მხოლოდ ახლა უნდა მომეხმარო როგორ გავაგებინო ოპერაციის შესახებ,
- მმ.... ფუთა დაფიქრდა
- იცი აქეთ, რომ მივრბოდი კიბეზე წიგნი ვნახე გადაშლილი, ნახატებიანი იყო
-ფუთა რა მაგარია გენიოსი ხარ
-გენიოსი რა არის მაგას შენ თავზე არ ამბობ ხოლმე?
- კარგი შენ ნამდვილი ქათამი ხარ, მხოლოდ მიკვირს ახლა ეს როგორ მოიფიქრე
ფუთა შემეშვა ეტყობოდა მართლა საქმიანად სადღაც რომ გარბოდა, თავი დავანება და კიბეებს მივაშურე, წიგნი მიტოვებული იდო კიბეზე, გადაშლილ ფურცელზე კაჭკაჭს მოვკარი თვალი, ასო ბგერა , კარგად ჩავმარცვლე
-აუ ეს კითხვა რომ ვიცი ლაპარაკიც ვიცოდე რა მაგარი იქნებოდა
ამ ფიქრებში ბავშვები კიბეებთან მოგროვილიყვნენ,
-კაჭკაჭი,
-იცი კაჭკაჭებს ლაპარაკი შეუძლიათ- პატარა ბიჭი ეუბნება ექიმ გოგონას
-მართლა?
-ჰო მართლა?
-აბა დაელაპარაკე გოგონა  დააჟინებთ მოითხოვა გოგონამ
-კაჭკაჭოო...
-ჭახ, ჭახ ვუპასუხე გულმოდგინედ
-გინდა ოპერაცია გაგიკეთო?
-ჭახ, ჭახ, დავეთანხმე მე
-აუუ... მელაპარაკება, მგონი ესმის ჩემი და მართლა უნდა ოპერაცია, რომ გაუკეთოთ ბიჭი არ ცხრებოდა და გახარებული თვალებით გოგონას უყურებდა
-აი პაციენტიც თავის ფეხით თუ ფრთებით მოსულა,
ამასობაში მოსაუბრე ბავშვებს ერთისთვის დედისა და მეორისთვის კი ბიცოლას ხმა შემოესმათ
- ბავშვებო, ბავშვებოო სადილის დროა, დაუძახეთ ყველას და მოდით!!!
ბავშვებს სადილზე დაუძახეს და გაიქცნენ
-ეეე, რა დროს სადილი იყო, მოლაპარაკება მქონდა უკვე დაწყებული ოოოო...
-კარგი ვიფიქრე, სანამ ბავშვები შეჭამენ მე აქვე ხეზე მივიძინებ, მერე გავაგრძელებ მოლაპარაკებას და ოპერაციის დღესაც დავგეგმავ, იქვე ხეზე ჩავთვლიმე
-ილოო, ილოო... ილოს კაჭკაჭის ჩხავილმა გამომაღვიძა ისე, გონებაზე, რომ მოვედი მაშინ მივხვდი რომ სიზმარი ვნახე, ვითომ ბავშვებმა ოპერაცია გამიკეთეს და ლაპარაკი ვისწავლე, ჩემი ოცნება სიზმრად ასრულებულა...
-ეჰ ნეტავ სიზმარი არ ყოფილიყო დაა
- კაჭი  სად ხარ ამდენი ხანი არ ჩანხარ ფუთა შემეხმიანა
-მეძინა,
- გეძინა?
- ხო წამთვლიმა და იცი რა ვნახე?
- რა ნახე ასეთი?
-ვითომ ექიმებმა  ოპერაცია გამიკეთეს და ავლაპარაკდი
-კარგი რა, როდის უნდა მოეშვა მაგ სისულელეს? არ ვცხრებოდი
-სისულელეა ის რომ განვითარება მინდა? შემომეპასუხა კაჭი
- რამე რეალურზე მაინც იფიქრე რა შევეხვეწე
- და რეალური რა არის?
-ბუდე გაიკეთე და კვერცხები დადე ბარტყები გამოვჩეკე და შენისთანა კაჭკაჭები გაამრავლე
- ჩემისთანა მუნჯები?
- ხო აბა, მოლაპარაკე კაჭკაჭები ჯერ არ დაბადებულან და...
- ოჰ შენ მართლა მიწაზე მორბენალო ქათამო შემომიკაჭკაჭა კაჭიმ
-მე მაინც გავიკეთებ ოპერაციას და გავხდები მოლაპარაკე კაჭკაჭი კაჭი, აი ნახე თუ არა
- ის ზაფხულიც მიილია კაჭის ამბავი კარგა ხანი არ მსმენია დიასახლისმა კვერცხებზე დამსვა, როცა ჩემი წიწილები გამოიჩეკნენ, რაღაც პერიოდის შემდეგ ეზოში გამოვიყვანე
მოულოდნელად ვიღაცამ დამიძახა ავიხედე და კაჭი არ ყოფილა, ძალიან გამიხარდა მისი დანახვა 
-ფუთა, გილოცავ რეალურ ცხოვრებას, რამდენი წიწილა გამომიჩეკია, ყოჩაღ შენ...
- ჰო დავიმორცხვე მრავალშვილიანი დედასავით და თვალები წიწილებს გადავავლე სადმე არ გამძვრალიყვნენ.
-კაჭი როგორ მიდის შენი ცხოვრება, ზრდილობიანად მოვკითხე, როგორც კრუხ დედას შეფერის ისე
-მადლობა კარგად, გაიგებდი ალბათ ოპერაცია გავიკეთე და უკვე ვლაპარაკობ, იუთუბი არხიც გავაკეთე და მნახველიც ბევრია, მოკლედ ჩემი ვთქვი და გავაკეთე, ახლა ჩემი რეალური ცხოვრება ის არის რაც დავგეგმე და ამისთვის ბევრი ვიღვაწე რეალობა ისეთი ყოფილიყო, როგორსაც მე მოვისურვებდი და არა ისეთი როგორსაც ვინმე დამიგეგმავდა.
-ყოჩაღ კაჭი, მეც რომ ასე მეფიქრა ჩემი რეალობა  სულ სხვანაირი იქნებოდა და არა ასეთი უძილობისგან დაღლილი თვალები წიწილებს მოავლო.
-ნუ საწუხარ ფუთა, წიწილები ხომ ქათმების მომავალია, მის გარეშე საქათმეთი გადაშენდება, შენ მნიშვნელოვან საქმეს აკეთებ შენი მოდგმისთვის... მთავარია ის აკეთო რაშიც თავს რეალიზებულად და ბედნიერად გრძნობ და არა ის რაც მოდაშია ანდა გარედან თავს მოხვეულია, სადაც გულია, სადაც სიყვარულია იქ ყველაფერი რეალიზებულია და რეალური ცხოვრება შემდგარია
- მართლა? გახარებულმა შემომხედა ფუთამ
-.. მეც მნიშვნელოვანი რამ გამიკეთებია გამოცოცხლებულმა ფუთამ აღფრთოვანება ვერ დამალა
-კი აბა რა დავეთანხმე, ახლა უკვე კრუხ ფუთას
იქ სადაც ურთიერთგაგება და სიყვარულია, რეალიზების ამოცანაც უპირობოდ ამოხსნილია.
და თქვენ როგორ ამოხსენით ეს ამოცანა ჩემო მეგობრებო?
-კარგი წავედი ვიდეო უნდა ჩავწერო ამ თემაზე, მგონი კარგი გამოვა...
-აბა კარგად...
ჩვენ ყველა ერთად ვქმნით საინტერესო ისტორიებს, კაჭკაჭი, ქათამი, ბავშვები, უფროსები, და ცხოვრებაც მიდის, გაივლის მიხვეულ მოხვეულ ქუჩებს და სახლში მშვიდობით დაგვაბრუნებს.