Friday, August 15, 2014


რწმენააა უდიდესი ცხოვრების გზაზე, მე მინდა რწმენის ძალაზე გაგიზიაროთ ორი ნამდვილი ამბავი ერთ-ერთი მათგანი მე თავად გადამხდა.
როდესაც საბავშო ბაღში დავდიოდი,  დაახლოებით რამდენიმე ათეული წლის წინ, ალბათ 5 წლის ვიქნებოდი, ჩემს ჯგუფში ერთი ჩემსავით პატარა ბიჭი დადიოდა, რომელიც სიმაღლით ყველაზე მაღალი იყო, ერთხელ ვკითხე როგორ გაიზარდე ასე მაღალითქო, მას არ დანანებია საიდუმლოს გამხელა, ჩემს მეზობლად ცხოვრობდენენ მისი ნათესავები. მათ სახლის სახურავზე რაღაც ჯოხზე მზესავით რკინის მავთულებით ფორმის კონსტრუქცია იდგა, ამ "რაღაცას" ვთხოვე და ასე გავიზარდეო, მეც გულმოდგინედ ვთხოვდი ამ "რაღაც" მაღალ ჯოხზე დამაგრებულს, თქვენ წამოიდგინეთ და სიმაღლეში მოვიმატე, ისე რომ ჩემს ჯგუფში ყველაზე მაღალი გოგონა ვიყავი, ერთ მშვენიერ დილას აღმოვაჩინე რომ ჩემს მეზობლებს ეს "რაღაც" ჯოხზე დამგრებული მოუხსნიათ სახურავიდან და აივანზე დაუმაგრებიათ, მაშინ დავინტერესდი "რაღაცა" რეალურად რა იყო და რა გგონიათ რა იქნებოდა ?  ეს იყო ტელევიზორის ანტენა...
მეორე ისტორია კი მოვისმინე მუსიკალური ფესტივალის "ახალი ტალღა"-ის  საუბილეო კონცერტზე, სადაც წამყვანმა მაქსიმ გალკინმა პრიმადონა, ალა პუგაჩოვას, ტრადიცია გაამხილა, თურმე ნუ იტყვით და წლების განმავლობაში ალა როდესაც ჩადიოდა ფესტივალზე, იურმალაში ყოველ დილით ტერასაზე გადიოდა, სადღაც შორს ეკლესიის ქონქური მოჩანდა იქ უთქვამდა სურვილებს და ლოცულობდა, ეს ტრადიცია თურმე გრძელდებოდა წლების განმავლობაში და მისი სურვილებიც ყოველთვის სრულდებოდა, სწორედ გასულ წელს გაუმხილა თავის მეუღლე, მაქსიმს, - "დილით მაღვიძებს ალა და მეუბნება ამ ტრადიციაზე, წელს პირველად სათვალეებით გავედი ტერასაზე ტრადიციულად მოვემზადე სურვილებისა ჩასაფიქრად და აღმოვაჩინე, რომ წლების განმავლობაში თურმე სასტუმრო "მაიორის" ფლუგერზე ლოცულობდიო...:) "
გესმით რა ძალა აქვს რწმენით ლოცვას...... არ აქვს მნიშვნელობა სად ლოცულობ, რაზე  ლოცულობ, რა სიტყვებს იყენებ ლოცვის დროს... მთავარია რწმენით დგომა, რწმენით არსებობა და რწმენით ლოცვა......

0 comments:

Post a Comment