Friday, August 15, 2014


კიდევ ერთი წარმატების საიდუმლო მინდა გაგიმხილოთ....
არ ვიცი თუ გახსოვთ კომუნისტური ხანის ჟურნალ-გაზეთებისის თუ მოგიკრავთ თვალი "პროლეტარებო ყველა ქვეყნისა შეერთდი!!!" ასეთი ლოზუნგი ჰქონდა ყველა მაშინდელ პრესის ფურცლებს, ალაბთ იკითხავთ ეს რა შუაშიაო, მაგრამ ამ ლოზუნგს ასე შევცვლლიდი "უიღბლოებო, უბედოებო ყველა ქვეყნისა შეერთდით!!!" ძალიან საინტერესო ჩანაცვლება იქნებოდა, მართლა რომ შემდგარიყო მათი შეხვედრა, როგორ შესჩივლებდენენ ერთმანეთს და მოუყვებობდენენ საიტერესო, უიღბლობის ემოციებით შემკულ ისტორიებს ერთ-ერთი მათგანი ეს იქნებოდა: აი ეს ისტორია იქნებოდა -  სულ ცხელ-ცხელია, ცხელ ზაფხულის დღეს მზე, როდესაც შუბის ტარზე იდგა, ბანკომატთან მივედი ფულის ასაღებად ორი ადამიანის რიგის გავლის შემდეგ ჩემი რიგი იყო, პირველმა მამაკაცმა აიღო ფული და წავიდა, ჩემს წინ ორი მეგობარი მივიდა ბანკომატთან, უეცრად  ერთ-ერთმა მათგანმა დაიძახა "უხ რა უიღბლო ვარო".. მორთო ღრიალი - არ მუშაობს ბანკომატიო, თან კბილებს ისე აკრაჭუნებდა ალბათ უიღბლობას სხეულის ფორმა, რომ ჰქონოდა ნამდვილად გაგლეჯდა დაღეჭავდა და შეჭამდა... მინდოდა გამეჩერებინა, მაგრამ ისე იყო გართული უიღბლობაზე ჯავრის ამოყრით... გიჟივით გავარდა..... მე ამ დროს მშვიდად შევედი ბანკში მოვიკითხე ბანკომატზე ვინ იყო პასუხისმგებელი პირი, და გაირკვა თურმე ნუ იტყვით და ბანკომატი მუშაობდა, სულ რაღაც წამიერი შეფერხება ჰქონოდა, მე უპრობლემოდ ავიღე ფული, იქვე გოგონა მელოდებოდა მთხოვა ბანკომატიდან ფული გამომატანინეთო, თქვენ წამოიდგინეთ პლასტიკური ბარათი, როდესაც მოვათავზე აპარატში კვლავ შეფერხდა მუშაობა მაგრამ მე ხომ უკვე ვიცოდი რომ ეს წამერად ფერხდებოდა დაველოდე და ოპერაცია წარმატებით დავასრულე..... საინტერესო ის იყო რომ ამ ეგრეთ წოდებული "უიღბლო ადამიანი" სწორედ იმ მომეტში მივიდა, როდესაც შეფერხდდა აპარატის მუშაობა, თუ დაუკვირდებით ის ისე იყო  შეგუებული და საკუთარ თავზე იარლიყი "უიღბლო "-ს თანაც კარგად მორგებული მიიზიდა ის წამი რომელმაც სწორადაც გაამართლა მისი იარლიყის არსებობა.......... 
დასკვნა: არასოდეს დანებდეთ....!!!!! სანამ დაითრგუნებით არსებულით, არასასიამოვნო მომენტით, ისტერიკით და ემოციებით იქნებ სხვა ალტერნატიული პოზიტიური ვერსია შესთავაზო საკუთარ თავს რა იცი რა შეუძლია, რისი უნარი აქვს მას, გამოსავალი ყოველთვის არსებობს მთავარია მისი ძიების სურვილი გვქონდეს.....  
გახსოვდეთ ცხოვრება ხომ ასე საინტერესო და მშვენიერია...

0 comments:

Post a Comment