Saturday, August 6, 2022

-რატომ არ ვწერ წიგნს? ვეკითხები ჩემს თავს, იგი მპასუხობს
- ვიცი არ გაიყიდება...
-კი მაგრამ ამიტომ უნდა დავწერო, რომ გაიყიდოს?
- ვიცი ჩემი ამბიციების  თუ არ გაიყიდა ეს ჩემთვის ნიშნავს, რომ ეს "ნაჯღაბნი" არაფრის მომტანია "ის მხოლოდ ამბიციაა და მეტი არაფერი"
როგორი შინაგნი ამბიციები გვაქვს და როგორ ვმალავთ არ გვინდა ჩვენს თავსაც კი გაუმხილოთ სინამდვილეში როგორები ვართ თვალხატულა ლამაზი გოგოები და ბიჭები თუ ამბიციური კაცები და ქალები. 
ერთი წუთით... მე რომ ეს წიგნი დამეწერა მხოლოდ ჩემი სიამოვნებისათვის ნეტავ როგორი იქნებოდა? იმდენი წინააღმდეგობა წამომივიდა მყისიერად თავში თითქოს ყიზილბაშები დამესხნენ თავს ალესილი ხმლებით :) მაგალითად ვინ რას იტყვის ეს რა სისულელე დაუწერიაო, კრიტიკოსი მომაძახებდა ბრძნული გამომეტყველებით არ ვარგა, აქ არ არის კარგად გამოხატული ეს გრძნობაო, სტილში არ ჯდებაო, კიდევ რას წერენ ხოლმე....? ზოგიც იტყოდა მეტი საქმე არ აქვსო, ისე ფსევდონიმს ამოფარებულს შეუძლია ალბათ უფრო თამამად გადმოიტანოს თავისი აზრები ფურცელზე, შემდეგ წიგნი გაამზადოს გასაყიდად კარგად ილუსტირირებული, ხარისხიანი ფურცლებით,  დადოს თაროზე და ჰეეე..... აი მაგალითად ფსევდონიმი "კუსტო ბუსტო" ან რამე უცხოური გვარი კომერციულად რომ ჟღერს კარგად, ამის ხათრით ხომ მაინც გაიყიდება, მაინც რას მივადექი ამ გაყიდვას, ალბათ ძალიან მჭირდება ფულიც და ამბიციური დიდებაც - ტაშის მქუხარედ დაკვრა, მერე ავტოგრაფების ჩამორიგება, რომელიმე კომპანიის რეკლამაში გადაღებაც, ამბიციებს საზღვრები ხომ არ აქვს, წარმოიდგინეთ  ყავას ვსვავ და ჭკვიანურ ფრაზებს ვამბობ ან იქნებ ღვინოს, არა არა ლუდის რეკლამაზე არ გამოვდგები, არც ლეისი და ჩიფსების .... ჰმ აი ნაიყინი მიყვარს, ესეც კარგი გაყიდვა იქნებოდა.
ო, ღმერთო ჩემო!... ეს გაყიდვები ჭკუიდან შეშლის ადამიანს ცხოვრების 90%-ს რომ იკავებს. მე მგონი წყლის ან მინერალური წყლის რეკლამა აჯობებს - დალიე წყალი და უფრო ჭკვიანი გახდები, აჰა გამოვიჭირე ჩემი თავი - რა ჭკვიანი მე ვარ.... ისე თუ გადავხედავ ჩემს განვლილ ცხოვრებას  ერთი პერიოდი  ისეთი მიურ-მოურიე თავსა და ბოლოს ვეღარ ვგებულობდი საიდან დამეწიყო ჩემი ცხოვრების დალაგება, ეტყობა დავალაგე ამიტომაც მომინდა  ჩემი თავისთვის ჭკვიანი მეწოდებინა. ისე რამდენად შეგვიძლია  სპონტანურად სიგიჟეები ჩავიდინოთ. ჩაგიდენიათ ალბათ სიგიჟე ასე არ არის? მე კი ახლა ვფიქრობ ღმერთო რა გიჟი ვიყავი, გიჟმაჟი უფრო მოუხდებოდა, საოცარი, მაგრამ ვინ გაცლის შენს ჭკუაზე ცხოვრებას, დედა გეუბნება ჭკვიანი უნდა იყოო, მამიდა გეუბნება დარბაისელიო, გაიგე ეხლა ვინ უნდა იყო, ხო მართლა ვინ გინდათ იყოთ? იქნებ მეოცნებე? არა ამით ვერ იცხოვრებ, იქნებ უბრალოდ ფერადი ბუშტების გაბერვა მოგწონთ, ან იქნებ კოსმოსში გინდათ გაფრინდეთ, ეს ბოლო ალბათ ყველას მოეწონებოდათ, იტყოდნენ  დედა რა ნიჭიერია, რაც მაგრები ვართ ქართველებიო.... ნეტავი მის პატრონსო, დედასო, ცოლსო, შვილსო, აი მესმის ამბიცია, ისე კოსმონავტობით შეინახავ ოჯახს, რეკლამაშიც გამოდგები, თუ რეჟისორიც კრეატიული შეგიხვდა მითუმეტეს, აი ასე... დალიე წყალი და გაფრინდო კოსმოსში, თან ინტერვიუს გართმევენ როგორ გრძნობთ თავს უწონობაში წყლის დალევის შემდეგო? შენ პასუხობ კოსმოსი სხვა ფერებში დავინახეო მზემ ხელი ჩამომართვაო, მთვარემ თვალი ჩამიკრა და ვენერამ სიყვარული ამიხსნაო..... კარგად ვიცინივარ..... ალბათ თქვენც გეღიმებათ ამ სიგიჟეზე...
ხო რას ვყვებოდი? წიგნის დაწერაზე, სადღაც ამოვიკითხე პაულო კოელიომ თურმე ჩემსავით :) ყოყმანობდა წიგნის დაწერაზე, შემდეგ მეგობრების დაჟინებული თხოვნით გაუბედია და დაუწერია და როგორი არაჩვეულებრივი ნაწარმოები შექმნა, მართლა როგორი უსამართლობა იქნებოდა რომ არ გაებედა და ეს სიბრძნე მხოლოდ მის გონებაში დარჩენილიყო, ყოჩაღ მის მეგობრებს, რომ სამყაროს ასეთი სიბრძნე აჩუქეს, ისე რა საინტერესოა ნეტავ კოლელიოც თუ ფიქრობდა წიგნის გაყიდვაზე? მაგ საკითხზე, რომ ეფიქრა დარწმუნებული ვარ გადაიფიქრებდა, რადგან ადამიანს არ სჯერა საკუთარი თავის, საკუთრი უნიკალურობის, ხო ვინ ვარ მე? რას ვაკეთებ? რატომ უნდა წაიკითხოს სხვამ, რა სარგებლობა უნდა მოუტანოს, რა უნდა შეცვალოს მის ცხოვრებაზე, რაზე უნდა დააფიქროს? ჩვენ ხომ მუდმივად კავშირში ვართ ერთმანეთთან, ვასწავლით ერთმანეთს, ხან მწარე გაკვეთილებს უტარებთ ერთმანეთს, ხანაც სიყვარულით გულში ვიხუტებთ... ჩემი პირველი ქმარი ჭკვიანი და ზარმაცი, ტკბილად მოსაუბრე, მეორე ალკოჰოლისა და დედიკოს მოტრფიალე, ორივესთან გავიარე გაკვეთილები, დიპლომი "ორჯერ გათხოვლი" ჰა...ჰა... ჰა.. გაკვეთილები ნამდვილად ძვირადღირებული აღმოჩნდა, როცა ძვირს იხდი რაღაცაში ის ნამდვილად ძვირფასი ხდება შენთვის, ჩემთვის ეს თავისუფლება იყო, ბოლოს რომ დავრწმუნდი რომ დავამთავრე "მოტრფიალე ქმარის" ცოლობა, ვაშათქო ისეთი შემოვძახე და სიხარულისაგან თვალებგაბრწყინებულმა უფალს მადლობა უთხარი ამ ძვირფასი ნავაჭრისთვის, ასე რომ გოგოებო, ქალებო თუ არ გაგიმართალთ ორი გამოსავალია ბედნიერი იყო ძვირადღირებული გაკვეთილებისთვის, მეორე თუ მაინც "მამაკაცი" აუცილებელია თანმხლებია თქვენი არსებობისათვის ისწავლეთ როგორ იცხოვროთ ამ თანმხლებ პირთან ერთად ბედნიერად.
კარგი გავაგრძელებ წიგნის წერას, შემდეგი კითხვა რაც ტვინში მომივიდა, უფრო ზუსტად კრიტიკული შეხედულება
- "რა შოთა რუსთაველი შენ ხარ ვერფხისტყაოსანივით საუკუნეებს გაუძლოს ამ ნაჯღაბნამ, ანდა ილია ჭავჭავაძე, თუნდაც ვაჟა-ფშაველა" ისე ეხლა მოდაშია ყველაფერი ნატურალური უნდა იყოს თუნდაც უნოჭო, თავისუფლებაა და ღიაობაა მოდაში, მთავარია გაბედო, ყველაფერს ჰყავს თავისი "მუშტარი"ზოგი ძვირრი ზოგოც იაფი.
ბრაიან ტრესისი ნაწარმოები "შეჭამე ბაყაყი" აი როგორი სახელწოდება აქვს ამ წიგნს, წამიერად წარმოგიდგებათ თეფშზე შესაჭმელად გამზადებულს ბაყაყი, უმრავლესობა გულისრევის შეგრძნება ნამდვილად გაუჩნდება, მაგრამ ერთი წუთით წარმოიდგინეთ ამ წიგნისთვის, რომ შეერჩიათ უფრო ჭკვიანური სათაური ვინ იყიდდა? იმდენი რამდენსაც ეცოდინებოდა ზუსტად რას შეეხება ეს წიგნი, მაგრამ "შეჭამე ბაყაყი", ისევ იქ ვბუნდებით რეკლამა და კომერიცია, მივედით გაყიდვები როგორი უნდა იყოს პროვოკაციური თუ საუკუნოვანი? სად დევს  ამბიცია, ისე ამბიცია ცუდი არ არის, თუ იმავდროულად  გვიყვარს ის რისთვისაც აკეთებ,  არსებობს ამბიცია საუკუნოვანი, როგორც ფიროსმანმა ბრძანა "წმინდა გიორგი მადგა მათრახით დახატეო, მეხატინებოდა და ვხატავდიო" ეს ის შემეთხვევაა როდესაც შედევრები საუკუნეებს უძლებენ.
 სიბრძნე, ჭეშმარიტება კომერციაზე არ ვიცი რა დავწერი, მაინც მივდივარ იქამდე რომ თურაშაულის ვაშლის პატრონი თუ ხარ უნდა დაწერო თუ პანტას ეძებ ტყეში მაშინაც დაწერე იქნებ ვინმეს ესიამოვნოს.
საბოლოოდ თქვენთვის მომინდია ძვირფასო მკითხველო ვისი პატრონი ვყოფილვატ თურაშაულის ვაშლის თუ ტყის პანტის, მეწერინება და ვწერ, თუ ვინმეს გემხიარულებათ წაიკითხეთ და იყავით ბედნიერინი, რადან გვჭირდება ამით მთელი ქვეყანა გავაბედნიეროთ, ბედნიერება გადამდებია, ვიცხოვროთ ბედნიერად, ბედნიერების გაკვეთილები ჩაუტაროთ ერთმანეთშ  და ასე გავლიოთ წუტისოფელი.
სიყვარულით დონარი
08.07.2017
შუადღე ყავის შემდეგ...
რა უნდა დავწერო წიგნში რომ კარგად იკითხებოდეს მწვანე ბალახი როგორ ბიბინებს, ელვარებს ათასი ეპითეტებით მიუძღვნა, აღმწერო და მკითხველმა ეს კარგად წარმოიდგინოს ანუ თავის თავის შეგრზნებებს გამზადებული რეცეპტები მივცეთ მე როგორ დავინახე მწვანე ბალახი? მე კი მგონია სე დაუწეროთ ხომ გინახავთ ბალახი ასეთი, როგორიც გინახავთ, წარმოიდგინე შენს წარმოსახვაში ბალახი აი ასეთი ვნახე მეც, რა სიგიჟეა, კომუნინიკაცია დგება მაგამ უკუკავშირი არ არის დიალოგის წიგნის ავტორსა და მკითხველს შორის, ნამდვილად არ ვიცი რას ვაპროტესტებ ამჟამად, რაღაც არ მომწონს და პროტესტი არსებობს (პრისუტსტვია) რა მოსწონს მკითხვლს მის მაგივრად ავტორი რომ აღწერს ყველაფერს და გამზადბული სურათი სიამოვნებას იღებს ამაში იხდის მკითხველი ფულს, ამიტომაც იყიდება წიგნები?
გამოჩენილი ქართველი მევილოლინე და დირიჟორი ლიანა ისაკაძე ამბობს 8 წლის გოგონა სცენაზე ვიდექი და საერთოდ არ ვღელავდი იმიტომ რომ მე აუდიტორიის მოსაწონებლად კი არა მუსიკის ზღვაში შესაზურად ვემზადებოდი, ამიტომაც არ ვღელავდი
აქ სწორედ ეს დასკვნა იქნებოდა სწორი დამეწერა ტუ არა წიგნი რომელსაც უამრავი კრიტიკა მოჰყვებოდა
დიახ დღეს კი ვწერ და ბევრიც დავწერე, მე ვაზიარებ ჩემს ცურვას თუ ფრენას იმაში რაშიც ვიყავი ვაზიარებ იმ შეგრძნებებს, იმ გამარჯვებებს რაც ამ მოგზაურობამ მოიტანა ძკვიანი კაცი სხვის შეცდომებზე ცხოვრობს და სულელი საკუტარზეც არაო ხოდა მე გიზიარებ ამ ცოდნას მარტივი მიზეზზის გამო მინდა წერა და ვწერ
ეს წიგნი ეხება მატერიალიზაციას სურვილების მატერიალზაციას რომელიც პირდაპირ კავშირშია მატერიასთან, მატერიალიზებულ ჩვენს ენეერგისთან რომელსაც ფული ჰქვია

0 comments:

Post a Comment