Saturday, August 6, 2022

ყველა წარმატებული ადამიანი მოგვითხრობს თავის წარმატების ისტორიას და  გადავწყვიტე მეც დამეწერა, ჩემი წარმატების ისტორიის პატარა მოკირწლული კენჭებიანი ისტორია, დამეთანხმებით ალბათ ცხოვრება ხომ  ერთი დიდი საიდუმლოა და ჩვენ გაუცნობიერებლად ვიწყებთ ამ საიდუმლოში მონაწიელობას, უფრო მეტიც საეროდაც არ ვაცნობიერებთ რას წარმოავადგენთ სამყაროსთვის, ჩვენი დაბალი თვითშეფასება გვეღობება წინ რეალური წარმატების გზაზე.
 ცოდნა ამ წინააღმდეგობების დაძლევისას, რომელსაც ვღებულობთ არის ცხოვრების საიდუმლოში მონაწილეობის მიიღება, ამ გზაზე ზოგი კლდეზე იჩეხება, ზოგიც თავიდანვე სწორ გზაზე გადის, მართლაც და ვინ იცის რა უფრო სწორია ჩვენი წარმატების გზაზე გასაყვანად

ცხოვრების დაწყების სტარტი ყველას სხვადასხვა მოგვეცა  და დასასულიც შესაბამისი, ერთმა ჭკვიანმა თქვა ფუტკარი, რომელიც სამყაროს საიდუმლოს გამოვლინებააა ადამიანის თვალწინ საუკეთესო პროდუქტს ქმნის. მის ნამუშევარში ჩანს სამყაროს საიდუმლო მისი კანონზომიერება და მისი პროდუუქტი, როგორც ადამიანის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო, ხოლო ვიცით კიდევ კალია "სარანჩა" ისიც ბუნების ქმნილებაა, ისიც მონაწილეობას ღებულობის სამყაროს საიდუმლოებაში და თვალით გვაჩვენებს თუ როგორ შეუძლია "გადაჭამოს", გაანადგუროს ყველაფერი რაც კი შეხვდება გზად, ახლა კი სამყაროს შემოთავაზებაა - აირჩიე ვინ გინდა იყო ფუტკარი თუ "სარანჩა", რომელიც მუსრს ავლებს და ანადგურებს ნათესებს.
წარმატების საიდუმლოზე ვწერდი, ჩემი საიდუმლო როგორც ყველა ადამიანის იწყება დაბადებიდან და იქ თუ სად გაიზარდა, რა გარემოში მოგიწია ცხოვრება, შენი ადაპტაცია. რას წარმოადგენ, აპროტესტებ თუ ღებულობ იმას სადაც მოგიწია ცხოვრება, დაბადებიდან რა ჩადეს მშობლებმა შენში... და არა მარტო დაბადებიდან...
არ გეგონოთ ეხლა ვყვებოდე კონკიას მსგავს ისტორიას ანდა რომელიმე ისეთი ცნობილი ნაწარმოების სიუჟეტზე შემდეგ ცხოვრებოს სცენარებს რომ აგებინებს ადამიანებს, ჩვენ ჩვენი მისია გვაქვს შესასრულებელი, ჩვენი სიტყვა სამყაროსათვის, რა უნდა ვთქვათ რა უნდა დავტოვოთ და შემდეგ ვინ უნდა გააგრძელოს ჩემი დაწყებული საქმე....
მე ვფიქრობ პირველი რაც შეიძლება ადამიანს წარმატებისთვის საჭირო უნარი ჰქონდეს ეს არის პასუხისმგებლობის გრძნობა, როდესაც ყველაზე რთული პერიოდი დგება თქვენს ცხოვრებაში ამ უნარს იყენებთ, როგორც ოქროს, ცხოვრების გასაგრძელებლად იმისთვის, რომ გააგრძელოთ ცხოვრება თავაწეულმა და გამარჯვებულმა.
წარმატების კოდზე ძალიან ბევრს წერენ ყველას ინდივიადუალური გასაღები აქვს მაგრამ არსებობს სამყაროს წარმატების კოდი, რომელის სხვადასხვა დროს გარდამტეხ როლს ასრულებს თქვენს ცხოვრებაში, სწორედაც პასუხისმგებლობის გრძნობა, შენ ეს უნდა გააკეთო, შენ ვალდებული ხარ ფეხზე დადგე,  გააჩნია ვის დასახავთ ამის მიღმა, ვის მიმართ ხართ ვალდებულნი, ვინ არის ის ადამიანი ვის წინაშეც მზად ხარ ლომის ხახაში თავი შეყოთ, მზად ხარ ცეცხლში შეხვიდეთ და ოქროდ იქცეთ, ვითომ ვიღაცისთვის აკეთებ ამას გაუცნობიერებლად, მაგრამ სინამდვილეში ეს შენი თავისთვის კეთდება, ხოლო რეზულტატით იმ ადამიანებს უჩვენებთ მაგალითს, რომ არა შენ ეს შეგიძლია, აი სად მდებარელობს სამყაროს საიდუმლოება ჩვენ ყველანი ერთამენეთან ვართ კავშირში და ჩვენ ამ საიდუმლოს მონაწილენი ვართ ყველანი ერთად ის ვინც პრობლემა შექმნა და ისი ვინც ამ პრობლემიოდან ამოდის.
პირველი საიდუმლო რომელისაც მე გამოვყოფდი და მე პირველი არ ვარ ამაში ეს არის პასუხისმგებლოსბის გრძნობა.
ხო ვყვებოდი ჩემს დაბადების შესახებ, იცით ძალიან მიყვარს იმ ფაქტის გახსენება რომ მე დავიბადე, რაღაც სიყვარულის და სიხარულის გრძნობა მომდის ამდროს, თუ იმასაც დავამატებ რომ მეტყუპის ცალი გახლდით და სასწაულად გადაურჩი ჩვილი ბავში სიკვდილს გასაგებია რატომაც მიხარია ჩემი დაბვადება, ჩვენ გვავიწყდება რომ უკვე დაბადებული და დღემდე ცოცხალი და ჯანმრთელი ჩვენ უკვე ვართ შემდგარი გამარჯვებული ადამიანების მეცნიერების მიერ გამოკვლელული  ბავშვი ჩანასახიდან დაბადებამდე რამდენ რამეს გაივლის რომ დედის საშვილოსნომდე მიაღწიოს აი გამარჯვება ათასობთ სპერმასთან შეჯიბრში მარტო შენ აღწევ ამ გამარჯვებას, ჩვილს რომ ჰკითხო როგორ მოხვდი დედის საშოსიო ვერ გიპასუხებთ იმიტომ რომ მან არ იცის ლაპარაკი სამაგიეროდ მან გაიმარჯვა ცოცხალია და დაიბადა, გესმით ადამიანის გამარჯვებაში  კვალმ მონანწილეობთ უფლის საიდუმლოში და ისე ვიმარჯვებთ ამაზე წარმოაგენაც კი არ გვაქვს, ჩვენ ისე ვიმარჯვებთ ამაზე წარმოდგენა არ გვაქვს უფლის დახმარებთ იმისთვის რომ ჩვენ ვჭირდებით სამყაროს, ჩვენ არ ვიცით რა საიდულოს შემსრულებლები ვართ რა ჭანჭიკის როლს ვასრულებთ, რწმენა იმისა რომ მე დავიბადე ესეიგი ვჭირდები სამყაროს, მე მანქვს მისია ამ ქვეყნად მოსვლისა, ჩაუღრმავდეთ ჩვენივე თავს და მოვიძიოთ მისი რისთვის დავიბადეთ, უკვე გამარჯვებულმა კიდევ რა წარმატებაში, გამარჯვებაშ უნდა მიიღოთ მონაწილეობა.
დავიბადე ყველაზე საუკეთესო ოჯახში საუკეთესო მშობლების შვილი ვარ, დედა მუდმივად წუწუნებდა მამაზე, რომ მას დრო არ ჰქონდა ჩვბენთვის  მაგრამ დედისთვის იმისა გახსენება როგორი გმირი იყო მისი მეუღლე და როგორი თავაწერული დადიოდა რადგან მისი მეუღლე იყო ეს აბალანსებდა არაჩვეულებრივ ოჯახს, ამ ორი ადამიანის გენეტიკური კოდის გაერთიანება ვარ მე, მე მათ ვღებულობ ახალ როგორც ჩემს ორივეს ნაწილს მე გავეთიანდი და მე ვარ საუკეთესო იმისთვის რომ შევასრულო ის რისთვისაც დავიბადე, ჩემი ოჯახი მამა ქალაქის პროკურორი და დედა პედაგოგი, გარკვეული კასტური წრის წარმომნადგენელი, ალბთ გაიფიქრეთ ო..... აბა მიაღწევდი წარმატებას ამ მონაცემებით მარტივია წარმატებული საქმის დაწყვება, როგორც წეღავ ვთქვი ყველაფერი ოჯახში იქნება მაღალი თვითშეფასებაც და ასევე კომპლექსებით სავსე ცხოვრების შექმნაც, თქვენ წარმოიდგინეთ და მათ მასწავლეს რომ ადამიანი არის ყველაზე ფაქიზი, მისი ნერვული სისტემა წარმოადგენს მისი ცხოვრების საწყის ამიტომაც ყველა ადამიანს განიხილავდნენ ღირებულ ქმნილებად, მანხსოვს მამასთან ბევრი ადამიანი მოდიოდა და ითხოვდენენ დახმარებას, ასევე დედასთან მათ მასწავლეს ტაქტიანი მოპყრობა და დახმარებავც როგორ დავეხმაროთ მათ რომ არ დაზიანდნენ, ტაქტიანაბდ მოზომილად, სიკეთის კეთება არის ყველაზე დიდი რამ რაც შეიძლება გაუკეთო ადამიანს, არ არსებობს ადამიანი ვისაც ისკეთის ენაზე დაელაპარაკები და ეს ენა არ გაიგოს.
საიდუმლო მეორე დაკვირდით რას სწავლობდით ოჯახში, რის კეთებას გასწავლიდნენ, ეს არის თქვენი მისია. მე ვთვლი რომ მასწავლიდნენ ადამიანების დახმარებას და ამასთანავე ამ დახმარებით თავად იყვნენ ბედნიერები, მე დღეს ბედნიერი ვხდები როდესაც დაეხმარები და მის გაბრწყინებულ თვალებში დაინახავ, რომ შენ მიიღე მონაწილეობა ვიღაცის ბედნიერებაში უფლის საიდუმლოში.... აი რა აბედნიერებს ადამიანს.



"სწავლა სწავლა და კიდევ სწავლა ლენინმა გვითხრა პატარებს" 

ვინც საბჭოთა პერიოდის ბავშვია მიხვდებით რამდენად ორგანული იყო   ფრაზა "სწავლა სწავლა და კიდევ სწავლა ლენინმა გვითხრა პატარებს" :)  მაგრამ მე ვფიქრონ სწავლა ყველაზე მნიშვნელოვანია წარმატების საიდუმლოსთვის, თუკი ბრმა ხარ, სხვა ბრმას ვერ გადაიყვან ქუჩაზე ასე არ არის, ამიტომ სწავლა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიო, თუკი გეზარება გაიხსენე  წინა სამი საიდუმლო რაც ჩამოვთვალე ყველა მათგანში გაქვს უკვე მონაწილეობა მიღებული და უკვე ხარ გამარჯვებული, გამახსენდა ჩემი ქართულის მასწავლებელი ზედმეტი სახელი "ფენა" :) ყოველ გახსენებაზე ღიმილი მომდის ბავშვების მოჯტივაციისტვის გაკვეთიულზე როდესაც ბავშვებმა არ იცოდნენ გაკვეთილი, " შენ ერთი ფურცელი ვერ დაგიპყრია კოსმოს როგორ დაიპყრობო" მაშინ ეს ფრაზა ასეთი შთამაგონებელი არ ყოფილა, ცხოვრება იცვლება ჩვენც ვიცვლებით და ჩვენში რჩება ის მუდმივი რაც შეუცვლელია ის გამოცდილებით შეიარაღებული ყველა ფრაზას სხვანაირად უყურებს... ჩემი ქართულის მასწავლებელი თუ მონაწილე გახდებოდა ჩემი წარმატების წიგნის შექმნასში ნამმდვილად წარმოაუდგენელი იყო რადგან მაშინ არ ვთვლიდი მას ასეთ მნიშვნელოვნად მახსოვს სკოლაში მედალოსნობის კადიდატები გვყავდა და ხშირად დაგვაცხებოდნენ ხოლმე ქართულის საკონტროლო წერაზე, ერეთ ერთი ასეთი თავდასხმის დროს დედა გვიტარებდა მათემატიკის გაკვეთილს შემოგვეჭრა გაკვეთილზე და გვითრა მოემზადეთ გადაიმეორეთო და თან არ დაგავიწყდეთ ის ტუტუცი ქალიც წაიკითხეთო, საუბარი იყო ნიკო ლორთქიფანიძის "თავსაფრიანი დედაკაცი", დედაჩემი ისე აღშფოთდა რომ როგორ შეიძლებიდა ამ ნაწარმოების ასე მოხსენიება და აგვიხსნა რა იყო ამ ნაწარმოებში ასეთი მნიშვნელოვანი, მაგრამ სიმართლე გითხრათ დღევადელი დღის გადმოსახედიდან სხვანაირად დავინახე მასწავლებლის ეს ნათქვამი, იცით რა როდსაც ხდები მხოლოდ გამღები და საკუთარი თავი არ გახსოვს ეს ნამდვილი ტრაგედიაა, სამყარო იწყება შენით, საიმყარო დაიწყო როდესაც დავიბადეთ, და მერე რა გვემართება როდესაც სამ სამყაროს განადგეურებით რატომ ღაც სხვისგან ველოდების შველას და მხარდაჭერას, თავად გვიჭირავს გსანადგურებელი იარაღი რომესაც ისე კარგად უმიზნებთ რომ მუდმივად ათიანში არტყავთ იმიტომ რომ იცი ზუსტად საკუთარი თავი როგორ გაანადგურო... 

სამყარო იწყება დაბადებით
შემდეგი საიდულო არ დაგავიწყდეთ რომ სამყარო დაიწყო თქვენი დაბადებით, თავად ხართ ჯერ და შემდეგ ყველაფერი რაც თქვენს გარშემოა, რომელიც თავად შექმენით თქვენივე აზრებით.... ქართული ანდაზა გამახსენა "ჯერ თავო თავოო შემდეგ ცოლო და შვილოო" იმიტომ რომ თუთქვენ არ იქნებით არც ცოლი იქნება და არც შვილი... თქვენ ხართ მთავარი შემოქმედი თქვენს ცხოვრებაში თქვენ ხართ მონაწილე თქვენი ცხოვრების საიდუმლოსი და ეს თქვენი არჩევანია ფუტკალი იქნებით თუ სარანჩა 
იცით ვთვლი რომ მე ველოსიპედს არ ვიგონებ ალბათ ბევრი წარმატებული ადამიანისგან გაგიგიათ ის რასაც მე აქ ვყვები....



შრომამ შექმნა ადამიანი...

"შრომამ აკეთილშობილებს ადამიანს თუ არ იშრომებ დარჩები მიმუნადო" ეს იუმორისტული ფრაზაც ნაცნობია ალბათ თქვენთვის ისევე როგორც ველოსიპედი დიდი ხანია გამოგონილია, იშრომეთ დაუღალავად რადგან შრომის შედეგია ხელშესახები ნაყოფი რომელსაც წარმატება ჰქვია... შრომა ქმნის დისციპლინას, პასუხისმგებლოსბას, ნებისყოფას, მისი ნაყოფი ეს გამნარჯვების კვარცხლბეგზე დგომაა როდესაც ცხვირში ჰაერი სხვანაირად შეაქვს გულს სხვანაირად აჩქარებს და გრძნობ რომ სადღაც ვირტუალურ სამყაროში ერთი საფეხურიდან მეორეზე გადახვედი... ვისაც ეს განცდა არ ჰქონია ნამდვილარ დაუკარგავს ბებვრი რამ, ამიტომ ცხორება მოგზაურობაა რატომ არ უნდა იმოგზაუროთ გამარკვების ქვეყანაში თუკი იქ მოსახვედრად შრომის პასპორტია საჭირო, ნუთუ არ ღირს გასრჯა ამისათვის, გარწმუნებთ რომ ღირს ამის შეგრძნება.... 
მინდოდა ჩემს გამარჯვებებზე დამეწერა ბოლოს დაბოლოს ჩემს წარმატების საიდუმლოს გამხელამ გადამაწყტვეტინა ამ წიგნის წერა.... იფიქრეთ განსხვავებულად და დაიჯერეთ რომ თქვენ ხართ უნიკალური სხვას ნთქვენაირად არ შეუძლია... როგორც გითხარით ყველაფერი იქმნება ოჯახში დაბადებიდან მესმოდა რომ ეს ბავშვი განსხვავებულია გარეგნულად ოქროსფერი თ,მები და თაფლისფერი თვალები მაძლევდა უნიკალურობის განცდას და როგორ გგონიათ მე ეს საიდან ვიცოდი რათქმა უნდა მშობლებისგან, მამიკოსგან რომელიც ჩემთვის ღმერთი იყო მან თქვა ესე იგი ღმერთმა მითხრა და მე ეს მჯეროდა მჯეროდა რომ რაღაც განსხვავებულივიყავი და თავად დავიწყე ძეიება რა მქონდა კიდევ განსხვავებული როგორი ვიყავი მე, და ამ შეგრძნებამ ბევრი რამ შემძინა, დავიწყე წერა, ხატვა და არ გეგონოთ რომ ეს ბავშობაშ იყო ეს სულ რაღაც რამდენიმე წერლია... მთავარია დაიჯეროთ გჯეროდეთ თქვენი უნკალური შინაგანი ნიჭების და მიეცით ამ ნიჭებს გამოვლინების საშუალება, სწორედ ეს არის სიმდიდრე საიდანა მოედინება მატერიალური სიმდიდრეც თქვენს უხილავ ნიჭს რომელის მეშეობითაც ქმნით რაღაცას შეუძლია მოგიტანოთ მატერიიალური სიმდირე გესმით რა მდიდრები ვართ მთავარია გავიგოთ რა ნიჭის პატრონები ვართ, როგორც თქვი სამაყაროში ყველაფერი ერთმანეთან არის კავშირრში ნიჭის მოსაძებნად საჭიროა გაემგზავროთ ჩვენს შინაგან სამყაროში ჰარმონიული კავშირი დავამყაროთ საკუთარ თავთან ხოლო  ის კი გვენდოს და გვანდოს ის ნიჭი რომელიც დახურულია და გამოგვატანოს იმისთვის რომ ჩვენ გამოვიყენით, ვაქციოთ ჩვენს ბედნიერებათ კეთილდღეობად და არა ღორებს დაუყაროთ მარგალიტები, ღორმა იცის რომ ის რაც ტალახში ყრია მისია. გაუფრთხილდეთ ჩვენს ნიჭებს მოვეპყროთ სათუთად როგორც განძს, ალმას დავამუშაოთ რომ მისგან ბრწყინვალე ბრილიანტი გამოვიდეს.
კითხვა, რომელიც მე ძალიან მომწონს და ხშირად უსვავ საკუთარ თავს ეს არის "აი ახალა ამ წუთას რას დაინახავდა უფალი ჩემში", უპასუხეთ ამ კითხვას ყველაზე საინტერესო პასუხები ამ შეკთხვის დროს მომდის, კავშირი უფალთან ხდება მანშინ თუ თქვენ მას მიმართავთ გულწრფელად, არ აქვს მნიშველობას ეკლესიის კუთხეში იდგებით თუ ძილისწინ, რაიმე ცხოვრებისეული გამოცდის წინ აწურული... უფალი ყოველთვის არის მხოლოდ ჩვენ არ ვართ მასთან საჭირო დროს,,, გავხნათ კარები მასთან ბყოველთვის სიმშვიდეა...
ყველაფერი ოჯახიდან მოდის სად გაიზარდეთ სად აიდგით ფეხი... ეს რატომღაც ოჯახს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ დედამ თქვა მამა ამბობს ყველაფერს თავად უნდა მიაღწიოთ ჩემი იმედი ნუ გეგქნებათო, აი ეს ნათქვანი როგორც შოკი ისე მივიღეთ ბავშვებმა, რომ მე ვარ მარტო და დამხმარე არ მყავს, ბავშვი საერთოდაც  თავისებურად აღიქვავს სამყაროს, ბავშვობის შიშები მთელი ცხოვრება გაგვყვება ხოლმე, ჩემი საყვარელი ქართული მულტფილმია მკვეხარა თაგუნა, ჯადოქარმა თაგუნას, რომელსაც ძალიან ეშინოდა კატა გადააქცია ტყის მეფედ, ლომად და კატის დანახვაზე როგორც თაგუნა ისე რეაგირებდა , ჯადოქარმა უთხრა შენ ვერ გაუძელი გამოცდას პატარა მკვეხარა დარჩი ის ვინც იყავი  თაგუნა.." შიშები რომელსაც ბავშობაში იქნება საჭიროა ემოციური ზრდსადასრულობა, იმას რასაც ბავშობაში გეუბნებიან ამაში დევს სიკეთის და სინამდვილის მარცვალი, ყველანი ბავშობიდან მოვდივართ და ეს ფაქტია, ის რომ მე პატრონი არ უნდა მყოლოდა თუმცაღა შორიიდან დანახული თვალით მე კარგი საწყისი პირობა მქონდა წარმატების მისაღწევად მე ასეთი კომპლექსით შიშით ვცხოვრობდი "მე პატრონი არ მყავს და მე უნდა მივაღწიო ყველაფერს" გეცნოთ ალბათ ეს ფრაზაც თუ პატრონი არ გყავს საქართველოში შეუძლებელია წარმატების მიღწევა, ერთ შეხვედრაზე ვიყავი ჯავახიშვილის უნივერსიტეტსის დიდი დარბაზში დავით კენჭაძე გამოდიოდა და სტუნეტებს მოძღვრავდა როგორ ვიყოთ წარმატებულებიო, შეკითხვების დროს სტუდენტებმა დიდი წუხილით თქვეს რომ თურმე მათ პატრონი არ ჰყავთ, მამა ... ბიძა... ვინც მოკიდებთ მათ ჯადოსნურ ხელს და პირდაპირ პრეზიდენტის სავარძელში დააბრძანებს... იცით მოვითხოვე სიტყვა და მივმართე დარბაზში მყოფ აუდიტორიას, სტუდენტებს და ძალიან თამამად გააზრებულად ვთქვი, რომ მე ვარ ნათელი მაგალითი იმისა რომ ვარ წარმატებული და ვცხოვრობ საქართველოში სადაც თქვენივე რწმუნებულებით წარმატების მისაღწევად საჭიროა პატრონი გყავდეთ, მე მადლობას უხდი მამას და დედას ამ რწმუნებულებისთვის, რომელმაც მომცა პასუხიოსმგებლობა და შრომის უნარი და ის შიში რომელიც ჩემში ბობოქრობდა ვაიმე უპატრონო ვარ რა მეშეველება ასეთ წარმატების გზაზე გამიყვანა -  ნუ ელოდებით გადამრჩენს თქვენ ხარ მთავარი ცენტრალური ფიგურა პატრონი საკუთარი თავისა, ნუ ელოდებით ალისა საცორებათა ქვეყანაში იქ არის ასეთ მომეტი, როდესაც ურჩხულთან უნდა გაიმართოს ბრძოლა მაგრამ მეომარი არ ჩანს ნუ გეშინიათ პროძოლაში მონაწილეობსა, ეს მებრძოლი თავად ხართ და ხმარი რომელის ურჩხიუულს თავს დააყრევინებს არის თქვენი ნიჭები, უნარები, თქვენ ხართ ის გმირი რომელსაც არ სჭირდება პატრონი, ლოდინი როდის მოვა ვიღაც მებრძოლი რომელიც გადაგარჩენთ  .... პასუხისმგებლობა და შრომის მოყარეობა მოგცემთ რწმენას, რომ შეუძლებელია არაფერია ამ ქვეყნად აი მაშინ მართალც იგრძნობთ უფლის მადლიან მძლავრ ხელს, რომ გაგიყვანთ წარმატების გზაზე.... 

20 დოლარად ნაყიდი მომავალი
იცით სურვილი ძლიერი, მწველი სურვილი, რომ არა მე ეს გამომივა, მაშნაც კი თუ კი დოლარის კუპიურა თვალით არ გინახავთ, ეს იყო ჩემი გარდამტეხი წარმატების პერიოდი, რომელმაც კიდევ ერთ საიდუმლოში მიმაღებინა მონაწილეობა ეს იყო მწველი სურვილი რაღაცის მიღებისა... აქა ვდგევა და სხვაგვარად არ ძალმიძს, ეს არის პასუხისმგებლოსბის გრძნობა საკუთარი თავისადმი აქ ვარ ... მე ვარ და მე არ მყავს პატრონი... მე ვარ საკუთარი თავის პატრონი... რომ მე ამ ჭაობიდან ამოვალ... რომ არა ეს იგავ-არაკი, რომელიც სკოლაში ვისწავლე არაჟნის ქილაში ჩავარდნილი ორი ბაყაყის ისტორია ერთ-ერთმა თქვა მაინც ვკვდები გავანზრევ ხელს-ფეხსო ...შედღვიბა კარაქი და ამოხტა არაჟნიდან... მოძევნებთ გამონათვამები რომელიც მწველ სურვილს გაგიღვიღებთ, არა მე არ მოვკვდები არა მე გავიმარჯვებ მე ეს შემიძლია, მოგცემთ ძალას დაძლიოთ წინააღმდეგობები.... ხო დოლარის კუპიურაზე ვსაუბრობდი 1994 წელი ვის გახსოვთ კუპონები, ყველა ოჯახი რომ მილიონენრი იყო და ამ მილიონებით ერთი პურის ყიდვასაც რომ ვერ ახერხებდი... დაბნეული პატარა გოგო, "მშიშარა თაგუნა", რომელსაც ძალიან უნდოდა პროფესიონალი გამოსულიყო მაგრამ კომპიუტერი თვალით არ ენახა თუმცა "გეპეის" დიპლომი მახსნებდა რომ თურმე პროგრამისტი ვყოფილვარ ... აქ ალბათ ხანგრძლივი სიცილია საჭირო :))) გზად შემოხვდა თავისი კურსელი რომლის მამაც ზუგდიდის ჩაის ფაბრიკის მოქმედი დირექტორი იყო, მახარა რომ კომპიტერის კურსებზე მივუდა ადა იმდენად აღფრთოვანებუკი მიყვებოდა რომ რათქმაუნდა მომინდა კურსებზე წასვლა მაგრამ ფასს ნუ კითხავთ 20 ამერიკული დოლარი... ფასი იმდენათ დამთრგუნველი იყო რომ არც კი მიფიქრია ამ ფუფუნების მიღება... მაინც ყოველ შემთხვევაში ფასის შოკი გვერდძე გადავდე და რადგან შემოთავაზე წამოდი შენც, ვიფიქრებ ნამდვილ კომპიუტერს მაინც ვნახავთქო გავყევი.... და იქ მოხდა სასწაული... მეგობარმა უთხრა რომ მეც მსურდა ამ კურსებზე მისვლა... ეს ისე სპონტანურად მოხდა , რომ შენობიდან რომ გამოვედი მივხვდი რომ სერიოზულ პრობლემაში ამოვყავი თავი, 20 დოლარი გახდა ყველაზე დიდი და მოუღწეველი თანხა... ეს ისტორია მაშინ გამახსენდა როდესაც საიდუმლოზე გადაღებულ ფილს უყურებდი სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ და მე თურმე ამ საიდუმლოში უკვე მქონია მიღებული მონაწილეობდა და ეს არც კი ვიცოდი... როდესაც ღამეა და თქვენ გსურთ ერთი ქალაქიდან მეორე ქალაში მისვლა და თქვენი მანქანის მაშუქები მხოლოდ წინ 2 მეტრს ანათებს მთლიან გზას არ ხედავთ მაგრამ თქვენ კიდევ შემდეგ 2 მეტრს დაინახავთ ასე შემდეგ თქვენ აღმოჩნდებით იმ ქალაქში სადაც გაემგზარეთ.,.. სწორედ ასე მოხდა ჩემს ცხოვრებაშიც, ეს ისტორია ძალიან მიყვარს და იმ დროს განცდილი ყველა წუთი ჩემი შეგრძნებები, როგორ მივიღე სამყაროდან პირველი 10 დოლარი და შემდეგი 10 დოლარი... მე ეს შევძელი.... და საწაულიც ზუსტად, რომ ჩემი მონაწილეობით განხორციელდა...მოკლედ დავიწყე სწავლა... არ დაგავიწყდეთ რა პრიოდია, საქართველო... თბილისი... არა შუქი არა გაზი არა საჭმელი, მამიდაჩემი რომელიც სასწაულად ახერხებდა, რომ ჩვენ მშივრები არ ვყოფილიყავით, დედაჩემი რომელიც სოფელის სკოლაში, სხვათაშორის ეს სოფლის სკოლა დავამთავრე, ასწავლიდა და კუპონებს ღებულობდა, რომ თვიდან თვემდე ერთი ტომარა ფქვილი ეყიდა პური გამოეცხო... ეს ორი ქალი რომელმაც ჩემი ცხორების გზა განსაზღვრეს..(მადლიერების ცრემლები წამომივიდა), დავიწყე სწავლა და მოვიდა ის დღეც რომ სწავლის ფული ძვირფასი "20 დოლარი" მაქვს მოსაძიებელი... გათენდა დილა მამიდა სამსახურშია, მე ისევ ლოგინში ჭერს შევცქერი, უეცრად გამახსენდა აი უეცრად მე სამკაულებში მქონდა ოქროს ე.წ. კალიცო, რომელსაც არ ვხმარობდი, პირველი ფიქრი რაც მოვიდა ვიფიქრე რათ მინდა ეხლა მე ეს კალიცო, რა სარგებელ მაქვს ეხლა ამ კალიცოსგან მოდი ამას გავყიდი და ჩემს ცოდნაში ჩავდებ, მაინ არაფერის უნარი გამაჩნია, ვაჭრობა არ შემიძლია და მოდი ეს იყოს ჩემი ვაჭრობათქო  :) მეორე შეკითხვა სად გავყიდო? ხოო ამა სერიოზულად შემაშინა მე ხომ პატრა მშიშარა თაგუნა ვარ....დედას ეშინია, მამიდას ეშინია, ლამაზი ვარ ახალგაზრდა და პერიოდი საშიშია ვინმემ არ მომატყუოს, გესმით ალბათ რასაც ვგულისხმობ და მოკლედ ამ შიშებით შეპყრობილი არავის ვენდობი ავიღე ეს ოქროს კალიცო და წავედი ჩემი საკურსოს ხელმძღვანელთან რომელიც ებრაელი იყო და რაღაც პერიოდი გორში ცხოვრობდა და მუშაობად ეს კაცი საკმაოდ ასაკაინი, ალბათ 70 წელს გადაცილებული თავის სამეცნიერო სამუშაოთი იყო დაკავებული, მასთან მომიწია საკურსო თემის მომზადება და რომ შეიტყო გორიდანვი ყავი განსაკუღებულად მომეპყრო, ჩემში ნდობა გამოიწვია და სწორედ ამიტომაც წავედი ამ "სანდო" ადამიანთან უთხარი რომ ოქროს ბეჭედის გაყიდვა მსურდა მაშვენეო მითხრა ამოვიღე პატრა ოქროს ბეჭედი იმედგაცრუებულმა შემომნხედა ასეთი პატრა, კი მაგრამ რამდენი გრამია იციო მე მხრები ავიჩეჩე... მიხვდა რომ ძალიან მჭირდებოდა და თქვა მოდი ეხლა ჩვენს ხომ მათემატიკოსები ვარ და წაკვეთილი ცილინდრის მოცულბის ფორმულით მასა გამოვთვალოთო, მოკლედ ეს ბეჭდის წონა გამოვთვალეთ და ებრაელი რის ებრაელია, მეორე დღეს რომ მივედი ბეჭედი გაუყიდია 10 დოლარის ექვივალენტში მხოლოდ რუსული მანეთი მომცა, ახალ შემდეგი მანქანის მაშუქების 2 მეტრი გასავლელი ის იყო, რომ ეს რუსული ფული უნდა მექცია დოლარად, გაცვლითი კურსი ყოველ დღე იცვლებოდა ისე როგორც დღეს, ამაშიც ახალი არაფერია :) წავედი ვაგზალზე იქ იყო ვალუტის ჯიხურები ჩამომწკრივებული და ვაჭრობნენ და მე მშიშარა თაგუნამ მოვირბინე ყველა ჯიხური გავერკვიე დოლარის ვაჭრობის ნიუანსებში, აღმოჩნდა რომ მე ეს ოქროს ბეჭედი 10 დოლარზე ნაკლებად გამიყიდია და ვერ შევიძენდი 10 დოლარს... ჩემი რამდენიმე საათიანი სირბილია მცდელობა 10 დლოარი მეყიდა, ჩემი ზრდილობა აღზრდა და კიდევ მოკლძალებული გოგო უეცრად სადღაც გაქარა და ისე რომ მე თავად გამიკვირდა მივედი ერთ-ერთ ჯიხურთან და საკმაოდ ხმამაღლა და გაბედულად დავდე რუსული ფული და დავიძახე 10 დოლარი მინდა!!!! .... თუ ვინმე იყო ჯიხურში ყველა გარეთ გამოვიდა ჩემს სანახავად, ვინ იყო ის გოგო ასე დაჟინებით რომ ითხოვდა 10 დოლარს... მითხრეს ამ თანხაში 10 დოლარი არ მომივიდოდა, მე კიდევ დაჟინებით გავიმეორე - ეს გავიგე, რომ არ მომივა, მაგრამ მე ეს მჭირდება და უნდა მომცეთქო, დავინახე მათი გაფართოებული თვალები როგორ მიყურებდნენ... ამხედეს, დამხედეს შემათვალიერეს უცბათ მშიშარა თაგუნა გადაიქცა ტყის ვეფხვად რომელიც ასე მკაფიოდ გასაგებად ითხოვდა 10 დოლარს... ასე რომ კარგად ამათვალიერეს კაცებმა ამ დროს ტვინში მამიდაჩემის და დედაჩემის შიშებმა წამოყვეს თავი, მაგრამ შემდეგ ჩემმა ტვინმა მითხრა - დონარი შენ გჭირდება ეხლა ისტორია, რომ ამ კაცებმა არ იფიქრონ მე უფულო ვარ 10 დოლარად "კიკუსავით" გავიხდიდი კაბას და ის შიში, არ დაგავიწყდეს ვისი შვილი ხარ, როდესაც დედაჩემმა მითხრა "შენ თავისუფალი ხარ, რაც გინდა როგორც გინდა ისე გააკეთე, მხოლოდ არ დაგავიწყდეს ვისი შვილი ხარო" ეს ფრაზა ისე კარგად არის ჩაპროგრამებული ჩემს ნეირონებში, ყოველთვის საჭირო დროს, საჭირო ადგილას ინთება ავარიული ნათებასავით და იწყებეს კივილს ... ხოდა განგაშის გავლის შემდეგ მოვიგონე ისტორია, თუმცა რა ისტორია გორში მივდიოდი მატარებლით და ჩანთა გამიჭრეს მხოლოდ რას წაიღებდნენ წიგნები მქონდა და რვეულები, ჩანთა დამენანა ნაჩუქარი იყო, მოკლედ ამ ისტორიას მივაბი, ისიც ვითომ ფულიც მომპარეს, ძალიან ბუნებრივად მოვყევი დამაჯერებლად, რადგან ასეთი ამბები ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი იყო, მოკლედ მითხრეს, თავად ვერ გადაწყვეტდნენ უფროსი უნდა მოსულიყო, მოვიდა უფროსიც და მომცა ეს სანატრელი 10 დოლარი, წამოვედი გამარჯვება შევიგრძენი, მხოლოედ ეს შეგრძნება დოლარის კუპიურამ დათრგუნა გავშალე ისე რომ იმ კაცებს არ დავინახე და საგულდაგულოდ დავათვალიერე, აი თურმე როგორი ყოფილა 10 დოლარი, მწვანე, ამერიკის პრეზიდენტი გამოსახული... უკან პირამიდა და წავიკითხე სიტყვა "IN GOD WE TRUST" ვიფიქრე ამერიკელები როგორ აფასებენ ფულსთქო... შემდეგი 10 დოლარიც უფლის საჩუქარი იყო იმ დღეებში მამას მეგობარს ვესტუმრე და დილით ბალიშის ქვეშ  დაუტოვია 10 დოლარი...
ეს 20 დოლარი, რომელმაც მთლიანად შეცვალა ჩემი ცხოვრება "მშიშარა თაგუნა აქცია ტყის მეფედ ვეფხვად" ალბათ მივდით რამდენი ძალისხმევა იდო ამ 20 დოლარის მოსაპოვებლად უფრო სწორად მიზანი, რომელიც ჩემი პროფესიონალად ჩამოყალიბებას სჭირდებოდა... ამ ისტორიაში გაერთიანდა ყველა ჩემი უნარი მიმეღწია წარმატებისთვის მწველი სურვილი, რომელმაც ჩემი ცხოვრების შემოქმედად მაქცია, მე ვიყავი, მე დავამარცხე შიშების ურჩხული ჩემი გამბედაობით და იქ არ ყოფილა არავინ ჩემს გარდა.... ეხლა ღრმად ამოვისუნთქე რადგან ხელმეორედ განივიცადე ის რაც წლების შემდეგ მე თავად შევქმენი... მადლობა უფალს ამისათვის....
გამარჯვებები ბევრი იყო ჩემს ცხოვრებაში მაგრამ ეს ისტორია, რომელმაც მთლიანად შეცვლა ჩემი პესიმისტური განწყობილება წარმატების მიღწევაზე იმ დროინდელ გაჭირვებული საქართველოში.
გოგონები  ხშირად ოცნებობთ ლამაზ კაბებზე, ლამაზ ვრცხნილობებზე... ჩემი თავი მუდმივად წამომედგინა სადღაც უცხოურ კომპანიაში წამყვან პოზიციაზე, ელეგანტურად ჩაცმული... რეალობა კი უშუქო, მშიერი გაჭირვეული საქართველო იყო.
გარემო ყოველთვის მოქმედებს ჩვენზე მაგრამ არის ის რაღაც რომელიც აპროტესტებს ამ გარემოს მოუსმინოთ ჩვენს შინაგანს რა უნდა მას,თქვენ იქნებ გაწყობთ ადამიანი მიდრეკილია უსაქმურობიეკენ და კომფორტის ზონაში ყოფნაში თუნდაც ეს კომფორტის ზონა ყველაზე ნეგატიური სამყოფელი იყოს თქვენთვის, საზღვრების დაძლევაში ვიზრდები და ეს ცვლილება იძლევა წარმატებას. სწორედაც თვლი, რომ პასუხისმგებლობა არამარტო საკუთარი თავისადმი არამედ ჩვენს გარემო ყოფილი ადამიანებისადმი რადგან ჩვენი გარემო მოქმედებს სხვებზე, ჩვენი წარმატება მასტიმულირებელია ჩვენი გარემოსთვის, ჩვენ ვხდებით მაგალითები, ფუტკრების, არჩვენი რომელიც გავაკეთეთ რომელმაც სიკეთე მოიტანა, სიკეთე გადამდებია...
ზრდა მუდმივად მიმდინარებს.... არაერთი რთული გადადამწყვეტი პერიოდი დადმდგარა ჩემს ცხოვრებაში, გარემო გვეხმარება ადამიანები უფლის საქმეს აკეთებენ მაშინაც კი რომდესაც ვიღაც პრობლემას, ბარიერს ქმნის ეს ჩევნი გაზრდის და გაძლიერებისთვისაა საჭირო.... შემდეგ კი დაბნეულს და გაოგნებულს ვინ გამოგაფხიზლებს  მეზობლის მოლაქლაქე ჭორიკანა ქალი თუ შენი 4 წლის შვილი.


გოგრა- ოქროსფერი გოგრა...

ტრადიციები ერთის მხრივ ქვეყანას თავის კოლორიტს აძლევს, ხოლო მეორეს მხრივ პროგრეს და თანამდეროვე აზროვნებას ხელს უშლის, აქაც ვაპროტესტებდი მამაკაცის კულტს, კაცს შეეძლო ბევრი რამ და ქალი შეზღუდული იყო, მახსოვს ბებია, რომელიც წლების განმავლობაში მწოლიარე ავადმყოფი იყო, სამსახურიდან დაღლილი, 90-იანი წლებში ტრანსპორტი არ დადიოდა, დღეში 6 კილომეტრს და მეტს გავდიოდი სამსახურამდე, რომ მიმეღწია, სამსახურიდან დაღლილი გვერდით მოუწვებოდი ხოლმე  და მიყვებდა სოფლის ამბებს, ერთხელაც ასეთი რამ მომიყვა... -ერთი კაცი ბედნიერებას ეძებდაო, უთხრეს გვერდზე სოფელში ცხოვრობს კაცი ვინც იცის ბედნიერება როგორ იპოვოო. წავიდა ბედნიერების მაძიებელი კაცი მიადგა ერთ სახლს, დაუძახა მასპინძელო!!!... გამოიხედა კაცმა, დაბერებული, დაჩაჩანაკებულმა, ჯოხზე დაყრდნობილმა ჰკითხა რით შემიძლია გემსახუროო, მაძიებელმა უთხრა - შენთან მომასწავლეს მითხარი როგორ ვიპოვო ბედნიერებაო, ბრძენმა უთხრა - რა გასწავლო რა ეტყობა ჩემს ცხოვრებას, რომ ბედნიერების საიდუმლო ვიციო, გვერდზე სოფელში ჩემი უფროსი ძმა ცხოვრობს იქნებ მან იცოდესო. 
ბედნიერების მაძიებელმა გააგრძელა გზა გვერდზე სოფელში, მიადგა მოხუცის ძმის სახლს და დაიძახა მასპინძელო!!!... დიდი ხნის ძახილის შემდეგ მოხუცმა კაცმა გამოიხედა თავის ძმაზე უარესად დაჩაჩანაკებულმა, ჯოხზე იყო დაყრდნობილი, ეტყობოდა ყურთასმენაც დაქვეითებული იყო უკან ანჩხლი ცოლი დაჰკიოდა შე უსაქმუროოო... ლანძღავდა ამ საცოდავს... ბედნიერების მაძიებელი მიხვდა, რომ მისამართი შეეშალა, მაგრამ მაინც ჰკითხა - თქვენმა ძმამ გამომაგზავნა ბატონო ბედნიერების საიდუმლო გცოდნიათ და იქნებ გამანდოთო... კაცი ყრუ იყო და რამდენჯერმე გაუმეორა შეკითხვა...გატანჯულმა მოხუცმა უთხრა:-  მე ნამდვილად არ ვიცი ან/კი რა ეტყობა ჩემს ცხოვრებას, რომ ეს საიდუმლო ვიცოდეო და უთხრა გვერძე სოფელში ჩემი უფროსი ძმა ცხოვრობს იმას ნამდვილად ეცოდინებაო... სხვა რა გზა ჰქონდა გაუდგა გზას, მიდის კაცი შარაგზაზე და თან ფიქრობს ეს ორი ძმა ერთი ერთმანეთზე დაფეხვილები და თან უმცროსები იყვნენ ერთ-ერთს ყურშიც კი არ ესმოდა და ეხლა უფროსი ძმა რაღა იქნებაო, მაგრამ სურვილი და ინტერესი იმდენად დიდი იყო რომ გზა განაგრძნო მიადგა ერთ ულამაზეს სახლს, რომელსაც დიდი გალავანი არტყია, ბედნიერების მაძიებელი კაცი შეცბა მოულოდნელობით კარებდან მოვიდა და დაიძახა მასპინძელოო!!!... ლამაზმა ქალმა გამოხედა და ზრდილობინად უპასუხა სტუმარი ღვთისააო რა გნებავთ ბატონოო... ეს კაცი აქ ცხოვრობსო? კი ბატონოო უპასუხა მხოლოდ აქ დამელოდეთ ეხლავე დაუძახებო, სხვა რა გზა ჰქონდა ბედნიერების მაძიებელს ჩამოჯდა იქვე და დაელოდა, ქალი აღარ სჩანდა და დიდი ხნის ლოდის შემდეგ თავად შეაღო კარები... ჰოი საოცრებავ... ახალგაზრდა წარმოსადეგი მამაკაცი შეეგება კარებში, კაცმა დაბნეულად უთხრა თქვენმა ძმებმა გამომაგზავნეს ბედნიერების საიდუმლო გცოდნიათო... მამაკაცმა მიუგო მობრძანდით ბატონო სტუმარი ღვთისააო დაღლილი იქნებითო და სუფრასთან მიიპატჟა, ახალგაზრდა კაცმა ცოლს დაუძახა სხვენში გოგრა, რომ გვაქვს ის მივართათ სტუმარსო, ქალი მაშინვე ავიდა სხვენში ჩამოიტანა გოგრა. ქმარმა შეხედა გოგრა და დაიუწუნა ის არ ჩანს კარგი ჩვენს სტუმარს კარგი ეკუთვნის სხვა უკეთესი შეარჩიეო... ქალი უმალვე წავიდა გოგრის შესაცვლელად.. ამასობაში ბედნიერების მაძიებლმა კაცმა უთხრა ბედნიერების საიდუმლო გამანდეთო, არ მინდა გოგრა ამისთვის არ მოვსულმარო, ქალი დაბრუნდა გოგრით ხელში... კაცმა კი უთხრა ბედნიერების საიდუმლო ის არის რომ სხვენში ამ ერთი გოგრის მეტი გოგრა არ გვაქვს და ჩემმა ცოლმა მორჩილად რაც უთხარი ის შეასრულაო.... აი აქ კი ისე გადავირიე რომ ბებიაჩემს მივახალე გაცეცხლებულმა აი იმ გოგრას სხვენიდან პირდაპირ ჩემს ქმარს ვესროდი თავშითქო და ამის თქმა იყო და ბებიაჩემმა ღიმილით მითხრა ხოდა შვილო შენ ქმარი არ გეყოლებაო... ასე ასრულდა ბებიაჩემის წინასწარ მეტყველება... მე გავაპროტესტე ეს მორჩილება... ეს უაზროო მამაკაცის კულტი... მორჩილება ვიღაცის სიდურაკისა.... მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან ამ ისტორიას სულ სხვა კუთხით უყურებს... მამაკაცი როგორც სამყარო, მისი კანონზომიერებისადმი მორჩილება თუ თქვენ მე-9 სართულიდან უპარაშუტოდ გადმოხტებით გადრაულვალია თქვენი სიკვდილია, და თუ გგიმართლად და სული შეგრჩათ მაშინ ინვალიდის ეტლი, მსიოფლიო მიზიდულობის, გრავიტაციის კანონი მუდმივად მუშაობს მისთვის სულ ერთია, კეთილი ხართ, ბოროტი ხართ, მდიდარი თუ ღარიბი  

მოსკოვს ცრემლების არ სჯერა - სეპარაცია
უამრავი საინტერესო რამ ხდება, ჩენს ცხოვრებაში თანაც ისეთი რომ მთელი ცხოვრება წითელ ზოლად გაჰყვება ხოლმე, ჩვენზე მოქმედებს გარემო, მხოლოდ  იმ შემთხვეაში თუ კი ჩვენი ნებელობა არსებობს, ჩვენც თავადაც ვმოქმდებთ გარემოზე აქაც თუკი ჩვენი ნებელობა იარსებებს...
წაკითხული წიგნები, ნანახი ფილმები, სპექტაკლები, მოსმენილი მუსიკა ...
წიგნებში ანდა უფრო ფილმებში სადაც უნებლიედ მონაწილე ხდები ამ ისტორიებისა, იმდენად მოგვწონს მთავარი მოქმედი გმირი, ისე  რომ მის ისტორიებსაც კი ვირგებთ თითქოს ამ ფილმისთვის დაწერული სცენარი შენი ცხოვრების თანხვედრია, ძნელი გასარჩევია შენ ხარ მომედი გმირი თუ ეკრანზე გადაღებული მსახიობი, რომელიც ზუსტად ისე იქცევა და საუბრობს როგორც ფილმისთვის დაიწერა სცენარი ანდა რეჟისორი ათამაშებს მას....
ჩემთვის ასეთი გახდა ფილმი "მოსკოვს ცრემლების არ სჯერა", ისთი ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა პირველად დაახლოებით 14-16 წლის ასაკში ვნახე ალბათ ზუსტად არ მახსოვს, წლების შემდეგ ვნახე ორი დღის წინ და მივხვდი ამ ფილმის გავლენა ჩემს ცხოვრებაზე, ვიფიქრე როგორ მოახდინა გავლენა ამ ფილმმა ჩემზე რომ ამდენი რამ ზუსტად ამ სცენარით გამივლიათქო და გამეხარდა რადგან ამ ფილმის ფინალი ძალიან ბედნიერია... სადღაც გავაპროტესტე გამოვიდა  მე ჩემი ცხოვრებით არ მიცხოვრია ვიღაცის შაბლონზე ვიარე.... თუ ჩვენ ყველა ისე ვგავართ ერთამეთს რომ ეს ასეთი სადარდებელია ერთმანეთის შაბლონებით ვატარებთ ცხოვრებას...
გავლენა, ამ ფილმის გავლენას დამატებითი საკმაზი დედაჩემის სიტყვები იყო.... ამ ქალმა ყველაფრი შეძლო და წარმატებული გახდა, .... მას რომ არ ჰყოლოდა ასეთი სულელი დაქალი ასეთ უბედურებაში ვერ მოხვდებადაო, მაგრამ ჩემმა ცხოვრებამ საპირისპირო აჩვენა მე დაქალი არ მყავდა ისე გავიარე .... ყველაფერი ნებელობაა თუ შენი ნებაა შენს ცხოვრებაში იყვნენ ასეთი ადამიანები რა პრობლემაა აუცილებლად მოვლენ და იარსებებ...
სეპარაციაზე ვსაუბრობდი, ახლა აზრი აღარ აქვს სეპარაციას დაახლობით ფინალისკენ მივდივარ და ფილმის ფინალის განცდა ძალიან მომინდა ამიტომას უფლებას ვაძლევ ფინალის არსებობას ჩემს ცხოვრებაში :)
დავფიქრდეთ ვისი შაბლონებით ვცხოვრობთ, ვინ ხართ თქვენ, გააკეთეთ სეპარაცია არის კი ეს ცხოვრება თქვენი საკუთარი თუ გარედან მიღებული შაბლონებით ვიტანჯებით და ჩვენი საკუთარი არ გვახოვს, თუ გვაქვს ანდა სულაც სადღაც ცხოვრების გზაზე დაგვავიწყდა.....

ორიგინალობა 
არ დაგავიწყდეთ გააკეთოთ რამე ორიგინალურად 
სწავლის ძირი მწარე არის კენწეროში გატკბილდების გურამიშვილი
ხერხი სჯობია ღონესა თუ კაცი მოიგონებსა ხალხური

ერთგულება
იყავით ერთგულნი საკუთარი თავისა, ნუ გაყიდით საკუთარ თავს 30 ვერცხალდ, თქვენს უფრო მეტი საგანძური ხართ ვიდრე 30 ვერცხლია, ნუ გაყიდით თქვენს ოცნებებს იოლ ცხოვრებაზე, უსაქმიურობაზე, სიზარმაცეზე და უსაფუძვლო შიშებზე...
უერთგულეთ საკუთარ თავს, თქვენს ოცნებებს და განახორციელეთ ის... ერთგულება ფასდება და მისი საფასური თქვენ არ გაგიცრუებთ იმედებს...


შეკითხვები...

დასვით კითხვა, ყოველი ახალი წარმატების შემდეგ დგება ახალი წინააღმდეგობა თითქოს კლასიდან კლასში გადასასვლელ გამოცდებს აბარებთ, იყო მომენტებიც როდესაც ცხოვრების ყველა სფეროში ფიასკო განვიცადე, განსაკუთრებით მტკივნეულია, როდესაც ეს პირად ცხოვრებას, ოჯახს უკავშირდება, რჩები მარტო მცირეწლოვან შვილთან, უსახლკარო, უფულო უმუშევარი.... მაშინ როდესაც მარტო რჩები საკუთარ თავთან და აანალიზებს თითქოს ვიშრომე, თითქოს ვისწავლე, თითქოს არ დავიზარე რატომ ხდება ასე რატომ .... რა ცოდნაა ისეთი რითაც მიიღწევა წარმატება, მე მჭირდებოდა ეს ცოდნა და ამიტომაც დაისვა შესაბამისი შეკითხვა ხოდა პასუხმაც არ დააყოვნა შემთხვევით თუმცა შეთხვევითობაც სამყაროს კანონზომიერებაცაა ჩემმა თანამშრომელმა მითხრა შენ ფილმი "სეკრეტი" გაქვს ნანახიო მე რათქმა უნდა არ ვიცოდი ამ ფილმის შესახებ, მირჩია რომ მენახა, ამ ფილმა საერთოდ შეცვალა ჩემი შეხედულება სამყაროზე, ჩემი აზროვნება რადიკალურად შეიცვალა, არ დაიჯერებთ და 3-ჯერ მაინც უყურე ფილმს  და მივხვდი, რომ ეს ის ცოდნა იყო პასუხი შეკითხვაზე, პოზიტიური აზროვნება სრულად ცვლის ცხოვრების წესს, თითქოს ყველა კარი რიგ-რიგობით,ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე იხსნება და თავად გიკვირს, რა საჭირო იყო ამდენი კოშმარის გამოვლა თუკი ასე მარტივიად შეიძლებოდა ნაკლები ძალისხმების გარეშე წარმატების მიღება...

თავდადება... გმირობა...

ხშირად გვსმენია თავი გასწირა, თავი დადო, გმირია.... მართლაც და რა არის გმირობა და რას გვეძლევს ის რეზულტატის სახელით პაპულარობას? იქნებ საპატიო დაფაზე შენი გვარისა და სახელის წარწერას? იქნებ ძეგელს, რომელსაც ღვაწმოსილ პიროვნებებს უდგავენ ქალაქის ცენტრში ან ქალაქის შესასვლელში.... გმირობა წინააღმდეგობების გადალახვა, მაგრამ რისთვის თუ კი მიზანი არ დგას იმის გადასალახად და სტიმული არ გაქვს რომ ასეთი სიძნელე გადალახო... იქნებ ბრძოლა არსებობისთვის გაძლევს ძალას მოთმინების უნარს... სიძნელეჯბი ყოველთვის არის ცხოვრებაში, მე იმ პეროდის ადამიანი ვარ როდესაც საქარტველოსში იდგა ძალიან რთული პერიოდი... როდესაც პურის რიგში დილიდან საღამომდე ისე იდექი რომ არც კი იცოდი პურის მანქანა იმ დღეს გამოჩნდებოდა თუ არა მაღაზიის ტერიტორიაზე, სახლში სიცივე, ჩაის ასადუღებლად მამიდას სამსახურში, სოფლის მეურნეობის სამინისტროში მუშაობდა და დღის განმავლობაში აძლევდნენ დენს სამინისტროს შენობას, მას კი თერმოსი მიჰქონდა ადუღებდა და ჩვენთვის მოჰქონდა, ცხელი ჩაი დაგველია. იმდენად მინდოდა რომ ეს სიდუხჭირე დამეძლია, რომ გადავწყვიტე ჩემს კომპიუტერულ უნარებისთვის მიმატებინა ცოდნა, დავიწყე ინგლისური ენის შესწავლა, ვიცოდი რომ ეს ყველაფერი ძალიან ძვირი სიამოვნება იყო მაგრამ შინაგანი მეძახდა რომ მერე გვიანი იქნებოდა და ეს უნდა მომეწსრო, იგლისურის გკვეტილიდან დაბრუნებულს თუ მოხდებოდა და ცხელი წყალი არ დამხვდებოდა ლამფას ვხსნითი შშას და ისე ვანთებდი ფითილს მამიდას ჰქონდა რკინის ჭიქა წყალს ვასხავდი და ასე ხელში მეჭირა ეს რკინის ჭიქა ისე ვადუღებდი წყალს და ჭიქაში რომ გადმოვასხავდი შემდეგ ზედ ვითბობდი თითებს რომ სიცივისგან ვერ ვშლიდი რომ დამეწერა დავალება, პერიოდულად მიწევდა გაკვეთილების საფასურის გადახდა, მახსოვს ჩემმა მეგობარმა ჰუმანიტარული დახმარებიდან ერთი პარკი წამლები მაჩუქა, ვიფიქრე მადლობა ღმერთს რომ ჯანმრთელად ვარ და ყველანი კარგად მყვანან, ავიღეეს წამლები და ფეხით მოვიარე აფთიაქები ჩავაბარე ეს წამლები ორი თვის ინგლისურის გაკვეთილების ფული უკვე ხელში მქონდა...
თავდედება - აუცილებელია გაღება ენერგიის იმისთვის თუ რას აკეთებ, დაისახე მიზანი და მიჰყევი ამ მიზნის შესრულებას, გამოწვევები აუცილებლად შემოგხვდება მიზნის გზაზე და წარმატებაც არ დააყოვნებს... ერთ მშვენიერ დღეს მიხვდები რომ ნამდვილი გმირიხარ მხოლოდ ისე შენს გულში :) 

One day....  წარმატებისთვის მზაობა 

გამახსენდა ამონარიდი ბიბლიიდან:
"ამიტომაც ყველანი უნდა იყონ მზად და ხელში ეჭიროთ თავიანთი ლამპარი. გონიერები მუდამ მზად არიან ამისათვის, როგორც წინდახედული ქალწულები, რომლებმაც წინასწარ მოიმარაგეს ზეთი თავიანთი ლამპრებისა - თავის სიძის მისაღებად. უგუნურებმა კი, რომლებმაც ზეთი არ მოიმზადეს, შუა ღამისას, სიძის მოულოდნელი მოსვლის ჟამს, ზეთი ითხოვეს, მაგრამ ვერ მიიღეს და გარეთ, სიბნელეში აღმოჩნდნენ სახლის დაკეტილი კარის წინ, რომელშიც სიძესთან მზადმყოფი ქალწულები ზეიმობდნენ. უგუნურებს კარი არ გაუღო უფალმა, და უთხრა: „ჭეშმარიტად გეუბნებით არ გიცნობთ თქვენ - მაშ, იფხიზლეთ, ვინაიდან არც დღე იცით და არც საათი, როდის მოვა ძე კაცისა“.

წარმატება თითქოს ძე კაცისა, ტკბილი სატყუარა სიტყვაა, მაგრამ მისი მიღება ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენად მზად ხართ მის მისაღებად, მზაობა ძალიან მნიშვნელოვანია, თქვენ შეიძლება ოცნებობდიდთ წარმატებაზე, მაგრამ როდესაც ის კარებზე მოგიკაკუნებთ ვერ დახვდეთ მზად და ისიც სხვის კარებზე დააკაკუნებს, მიიღებს ის ვინ არის ღია ამისთვის. თქვენ ამისთვის მუდამ მზად უნდა იყოთ, კი მაგრამ როგორ შემეკითხებით, პოზიტიური აზროვნებით, შეუძლებელია არაფერია, შრომით თავდაუზოგავი, სწავლით, მუდმივი მოქმედებით... ზეთით მომზადებას ჰგავს ეს ყველაფერი.. ძე კაცისა წარმატება აუცილებლად დადგება როგორც იქყვიან One day.... ეს სიტყვები ყოველთვის იმედს და რწმენას მაძლევდა, ერთ მშვენიერ დღეს....  და ეს მშვენიერი დღეც დადგა ჩემს ცხოვრებაში....  One day.... 



ითხოვეთ და მოგეცემათ... 

ჩემი შვლი რომელიც მუდმივად ანგელოზის ხმით მამცნობებდა რა უნდა გამეკეთებინა... უნივერსიტეტში ლექციების კურსი დასრულდა და დავრჩი უმუშევარი, მარტოხელა დედის ბედი იცით ალბათ რა მძიმე ხვედრია, მითუმეტეს თუ არც სახლი გაქვს და არც ფინანსური მხარდაჭერა,  გვერდში მდგომები მადლობა უფალს მყავდნენ დედა, მამიდა დეიდა ბიძა, ჩემი დები, მამიდაშვილები დეიდაშვილები, რომ არა ისინი მერწმუნეთ მე ამდენს ნამდვილად ვერ შევძლებდი. იქ სადაც უპირობო სიყვარულია თანადგომაც უპირობოდ დგება. მივხვდი რომ მხოლოდ სასწაულის იმედზე ვრჩებოდი და ამ სასწაულსაც დედაღვთიმშობელი მოახდენდა, ხშირად როდესაც რამე განსაცდელი დგებოდა ჩემს ცხოვრებაში გამოსავალის ისტორიას ვთხზავდი ხოლმე, მორიგი ისტორია იყოს ის რომ მე უმუშევარი ვარ, ეს კი ის რეალობა იყო რაც ძალიან არ მხიბლავდა, ხოდა მოვიფიქრე და ჩემს თავს უთხარი, მაინც უმუშევარი ვარ და სამსახური არ მაქვს მოდი და ჩემი სამსახური იქნება ეკლესიის დალაგება, ხშირად დავდიოდით მე და ჩემი პატარა ანა ეკლესიაში და ვალაგებდი ხოლმე ამას სიამოვნებით ვაკეთებდი, დავალაგებ ეკლესიას და სწორედ ეს იქნება ჩემი სამსახურითქო, ერთ-ერთი წირვა-ლოცვის შემდეგ დავბრუნდით მე ანა და ჩემი დეიდაშვილი თაკო სახლში, მოვთქვავ გამუდმებით "დედაღვთისმშობელო შენ მიშველე" ეს გრძელდდება ალბათ ერთი კვირა ან იქნებ მეტიც ახალა ზუსტად ვერ ვიხსენებ, დავჯექი საწოლზე და ვაგრძელებ ამ ქოთქოთს,  ჩემი 5 წლის შვილი ანა დადგა ჩემს წინ და მითხრა - "დედა დააცადე დედაღვთისმშობელს რამე მოიფიქროს შენთვისო" ეს იყო სასწაული, ეს იყო ჩემი გამოფხიზლება, შემრცხვა ჩემი თავის ამდენი ვიშვიშის... მეტი აღარ გამიგრძელებია, რამდენიმე დღეში სრულიად შემთხვევით ჩემმა მეგობარმა, რომელიც ბრიუსელში ცხოვრობდა ჩემს ანგარიშზე ჩარიცხა 400 ევრო, მადლობა მას ამისათვის... ასე მოფრინდა ფული ჰაერიდან...
 ჩემი სამსახური სადაც დღესაც ვაგრძელებ მუშაობას, კონკურსებით მოვიგე 6 საკონკურსო გამოცდა ჩავაბარე ორ ეტაპად, პირველ ეტაპზე არ ამიყვანეს მიზეზი გაუკვეველია, ჩემთვის მხოლოდ მეორე ეტაპის ბოლო შესარჩევზე, მივხვდი რომ რამე უნდა გამეკეთებინა უკან დასახევი გზა არ არსებობდა სახლში 6 წლის პატარა მელოდებოდა კომისიის წვრებმა უმარავი შეკითხვა დამისვეს, ეს შეკითხვები არ სრულდებოდა გარეთ ჩემი კონკურენტებიც იდგენენ, სპონტანურად მივიღე გადაწყვეტილება რომ ჩემი გამარჯვებით დამესრულებინა ეს რაუნდიც, იქვე კომისიის წევრებს განუცხადე "შეიძლება ყველას სჭირდება კარგი სამსახური, მაგრამ მე რომ მჭირდება ისე არავისთქო ამიტომ უნდა მომცეთ შანსი, ჩემთვის ეს საციცოხლოათქო,  გაკვირვებულებმა კი შემომხედეს კარებში გამოსულმა მივხვდი რომ ბრძოლა მოგებული იყო მაგრამ მაინც მთლად 100% დარწმუნებული არ ვიყავი, სანამ საბოლოო პასუხს არ მივიღებდი ამას დასჭირდა 4 დღე რომელიც საუკუნე გაგრძელდა.... და აი დარეკა ტელეფონმა და მითხრეს რომ მე შემარჩიეს ამ პოზიციაზე.... ეს იყო სასწაული ზარი ჩემს ცხოვრებაში, გამარჯვების მაუწყებელი ზარი...


შემოქმედება ჩემს ცხოვრებაში

საიდუმლო, რომელიც შეიძლება გაგანდოთ ეს არის მოუსმინოთ ჩვენს სხეულს, ის ხან ავადმყოფობს, ხან უზომოდ განიცდის ჩვენი ცხოვრებისეულ მოვლენებს, ერთ შეგრძნება რომელიც მუდმივად დამდევდა თან იყო მოზღვავებული ენერგია რომელიც ყელში მიჭერდა თითქოს რაღაც უნდა მეთქვა ვერ ვთავისუფლდებოდი და  მერე სადღაც იკარგებოდა, შეიძლება თმამად ითქვას რომ ამით შეწუხებული ვიყავი, იმიტომ რომ ვერ ვგებულობდი რას მანიშნებდა ჩემი სხეული, ასევე დაუსრულებელი სიზმრები სადღაც ვიყავი მუდმივად გამოკეტილი, ჭერის სიმაღლე იმდენად დაბალი იყო ვერ ვიმართებოდი და გასასვლელი იმდენაც ვიწრო იყო, ვერ ვეტეოდი, ანდა იმდენად მაღლა იყო გასასვლელი კიბეები კი  არ ჰქონდა და ვერ ავდიოდი.
გარემოს დიდი მნიშვნელობა აქვსთქო ვწერდი და ამას მუდმივად ვწერ, რადგან პირველ ცოცხალ შეხვედრაზე მოვხვდი ხვიჩა მებონიასთან თბილისში, ტრენინგი ორდღიანი იყო. პოზიტიურმა გარემოცვამ გამბედაობა შემეძინა და ისეთმა აჟიტირებულმა დავიძინე უფრო სწორედ არ მეძინა ნორმალურად, დილის 7 საათზე ჩემი პირველი სტატია დავწერე ბლოკნოტში, სადაც ვინიშნავდი ჩემთვის საინტერესო საკითხებს, ტრენინგზე მისულმა ხვიჩა გვერდზე გავიყვანე და ჩუმად ვაჩვენე უფრო სწორად წაუკითხე, ისეთი აღფრთოვანებულმა შემომხედა, რომ ჯერ შემეშინდა ვაითუ არ მოეწონა და მეტს აღარსაოდეს დავწერდი, მან კი პირიქით ისე გამამხნევა რომ დღემდე არ გავჩერებულმარ, ეს არის ყველაზე დიდი განძი რაც გამაჩნია მე შემიძლია, ყოველდღიურობაში საინტრესო დავინახო და  ჩემი ნააზრევი ფულცელზე გადმოვიტანო, ამ გამბედაობას მოჰყვა დიდი წარმატებაც ჩემი სტატიები შევთავაზე ცნობილ ინტერნეტ-ჟურნალს, სადაც პერიოდულად იბეჭდებოდა ჩემი სტატიები.


ვიზუალიზაციის ძალა
როდესაც ხვიჩა მებონიას ტრენინგზე ავღმოჩნდი და ვიზუალიზაციაზე ჯგუფური დავალება მოგვცა  უნდა წამოგვედგინა რაიმე ისეთი რაზეც ოცნებობით და გრძნობებით უნდა გაგვეცოცხლებინა

რატომღაც წამოვიდგინე, რომ მე ვიყავი ტრენინგ ცენტრის ხელმძღვანელი, რომელიც პროექტებს აკეთებდა, თანამშრომლობდა საელჩიებთან და ამით ეხმარებოდა  იმ ადამიანებისთვის ვისაც არ ჰქონდათ ფინანსური საშუალება ეს სიამოვნება თავად ეყიდათ და ამით თავისი ცხოვრება უკეთესობისაკენ შემოებრუნებიათ  და სადღაც შენობაში თუ  დაწესებულება, რომელსაც იატაკი ხის პარკეტი ჰქონდა მივდიოდი ჭრიალებდა, დერეფანში ყავის სასიამოვნო სურნელიც ტრიალებდა, და თანამშრომლები, ვიღაც უცხოელები საუბრობდნენ,  ხელში ბაინდერი მეჭირა და ვიწრო დერეფანში მივდიოდი მერე კიბეებზე აუყევი ოთახში შევედი გარშემო კარადები იდგა და ჩემი მაგიდა სადაც რაღაცას ვგეგმავში, დამხმარე მდივანიც კი მყავდა...
წლების შემდეგ რათქმაუნდა აღარც კი გამხსენებია წარმოდგენილი ისტორია, წელს სრულიად შემთხვევით მოვხვდი მსგავს პროექტში როგორც მონაწილე და შევქმენი ტრენინგ ცენტრი "სტიმული", და რატომ 'სტიმული" ესეც ჩემს ბოლკნოტში ამოვიკითხე რომელიც წინასწარ მქონია დაწერილი რომ შევქმენი ჩემი ტრენინგ ცენტრი რომლის სახელიც არის "სტიმული" :) ასე რომ ჩვენმა გონებამ ყველფერი იცის მთავარია გამოვიყენოთ ის სწორად.
დარწმუნებული ვარ ჩემო მკითხველო ძალიან ბევრჯერ გაგიკეთებიათ ასე გაუცნობიერებლად და თქვენს აგხდენიათ ის რაზეც გიოცნებიათ უბრალოდ ამას ისე ვაკეთებთ რომ არც კი ვიცით რას ვაკეთებთ :) 




კოკო შანელი- პაემანი საკუთარ თავთან
არავინ იცის შენ როგორ პაემანს ელოდები, მუდმივად ოცნებაში ხარ, და აი კოკო შანელის 12 ოქროს წესი რომელის ავტორიც გახლდათ ჩემთვის საყვარელი ქოუჩი თამარ საგინაშვილი მოგვწერა დავალება დაუთქვით პაემანი საკუთარ თავს, თითქოს ისეთი დავალება არ იყო მაგრამ შესარულებლად ძალიან რთული აღმოჩნდა ამბიციები მუდმივად გაწუხებს პრეტენზიები სხვების მიმართ მაგრამ პაემანი საკუთარ თავს როგორ უნდა მოუწყო? უნდა გაითვალისწინო შენი სურვილების და იმის მიხედვით შეარჩიო ადგილი, შესაფერისი სამოსი, ტრანსპორტი... ეს არც ისე მარტივი არმოჩნდა, ვწერ ამას იმიტომ რომ  რა შეგიძლით საკუთარ თავს შესთავაბზო ნიშნავს რომ სამყარომ შემოგთავაზოთ ის ეფუფუნება და სიმდირე რაზედ მუდმივად პრეტენზიები გვაქვს 





როგორც ჩემი შვილი იტანჯება....
ალბათ გეცნოთ სათაური როგორც ჩემი შვილი იტანჯება ისე უნდა დავიტანჯოოო... მაგრამ ამაში კიდევ ერთხელ დავრწუნდი ამ რამდენიმე დღის წინ რუსთაველის თეატრიდან გამოსულმა თბილისის გალერიაში ვისიამოვნე ლამაზი საახალწლო სანახაობებით, გადავწყვიტე სახლში დავბუნებულიყავით ტაქსი გავაჩერეთ ჩავჯექით თაქსის მძროლების ისტორიაზე აღარ მოვყვებით რა საერთო ნიშა აქვთ, კახური აქცენტით სომეხ მძღოლებს ლანძღავდა არ მოსწონდა მათი მართვის მანერა, მერე ჩამოუარეთ სასტუმროებს და სასტუმრო ბილტმორთან  გამოვიარეთ ძალიან ლამაზად იყო მორთული, ამომბენ აქ ნომრები 1000 დოლარიდან იწყებაოო... წამოიწყო საუბარი კახელმა მძღოლმა პროტესტის ნიშნად...  მე დაუდასტურე მერე რა მოხდა თუ გაინტერესებს შედი და ნახეთქო 31 სართულზე რესტორანია, შუშის ლიფტში ჩაჯდები და აგიყვანს ზემოთ ყავას მიირთმევ 8 ლარად და დატკბები თბილისის ღამის ხედებითქო, მინდოდა გამეილოებინა ადამიანისთვის სიმდიდრის ნახვა ჩემდა გასაოცრად მითხრა ... რას ლაპარაკობ მანდ რომ შევიდე გულიც გამისკდებაო ასეთი სიმდიდრე რომ დავინაოოო, თანახ ხალხს ასე უჭირს და მე რა მინდა მანდო...
რატომღაც გაჭირვებაში ვართ ლოიალურები და ერთ უბედურ ადამიანს მეორე უბედური ემატება, გვერდში დგომით... იქნებ ეს არის ყველაზე დიდი პოლიტიკური შეცდომა, ვიდრე ის თუ ვის შემოვხაზავთ საარჩევნო ბიულეტინზე....




შემოქმედების გამოვლენა ხატვის სახით
არასოდეს მიფიქრია თუ ოდესმე ხატვას შევძლებდი, მაგრამ ადამიანი ნატურით შემოქმედია, ის ქმნის თავის ცხოვრებას, თავის მომავალს... 


ორი  რამ რაც გამოგვარჩევს - ჩემი ვიზიტი სამყაროში...
ცხოვრების ახალი ეტაპი - რას ვაძლევ სამყაროს - იმას რაც უფალმა გამომატანა საგზლად, მე ვაძლებ შვებას, სიხარულს სიყვარულს მუხტს, ჩავიხედე იმ ხურჯინში სადაც იდო ჩემი საგზალი, რომელიც ბრწყინავს, რომელიც ასეთი ძვირფასი ყოფილა და მე ეს ხურჯინი უბრალოდ აქამდე ვერ გავხსენი...
ორი რამ რაც გამომარჩვეს აღმოჩნდა ის რაც ყველაზე დიდი და ძვირფასი ყოფილა ეს არის ადამიანების უპირობო სიყვარული, -  სიყვარული რომელიც ყველას გვაერთიანებს, ჩვენ როგორც წვეთები წამოსული ციდან ცხოვრების ნაკადით ისევ ზღვას უერთდებით და ისევ მთლიანობაში ვართ ალბათ ამის თქმა უნდა ბუნებას ჩვენ ყველა წვიმის წვეთები ვართ რომელიც ციდან მოდის და რომელიც მდინარის ნაკადშია და რომელიც ზღვას თუ ოკეანიეს აუცილებლად შეუერთდება, გზაში რომელ ყვავილს მოვრწყავთ თუ რომელ ღვარცოფად გადავიქცევით ეს უკვე ჩვენი არჩევანია...
სიყვარული - რომელიც ყოფილა უდიდესი ნიჭი რაც შეიძლება უფლისგან საგზლად მიიღო საგზლად რომელიც ზურგიდან უნდა მოიხსნა და სამყაროში გააფრქვიო...
მე ბედნიერი ვარ და ნამდვილად უფლისაგან რჩეული რომ ეს ნიჭი მერგო მე მიყვარს სამყარო და ამ სამყაროში ადამიანები....
ჩემი დანიშნულება 20 დოლარად ნაყიდ წარმატებიდან იწყება, მე არასოდეს დავნებდები, არასოდეს დავნებდები სიზარმაცეს და უმოქმედობას, არასოდეს მოვიხსნი ჩემს პასუხისმგებლობას და ავკიდებ სხვას რათა ის დაიტანჯოს მე მინდა ყველას შევეშველო და უთხრა რომ ცხოვრება შვენიერია....


სტრესი ჩვენი ცხოვრების თანმდევი აჩრდილი...
ყოველი სტრესული ფიქრისგან გათავისუფლებას სიბრძნისკენ მივყავარ... უფალს ბევრ რამეს ვთხოვდი და ამ ბოლო დროს შევცვალე თხოვნა... დღეს ჩემი თხოვნაა მომცეს მან სიბრძნის თვალი და ამ თვალით დავინახო ჩემი ცხოვრების ისტორია
რა ვიქნებოდი მე ამ ისტორიის გარეშე? საინტერტესოა რა ვიქნებოდი ამ ისტორიის გარეშე....

-რატომ არ ვწერ წიგნს? ვეკითხები ჩემს თავს, იგი მპასუხობს
- ვიცი არ გაიყიდება...
-კი მაგრამ ამიტომ უნდა დავწერო, რომ გაიყიდოს?
- ვიცი ჩემი ამბიციების  თუ არ გაიყიდა ეს ჩემთვის ნიშნავს, რომ ეს "ნაჯღაბნი" არაფრის მომტანია "ის მხოლოდ ამბიციაა და მეტი არაფერი"
როგორი შინაგნი ამბიციები გვაქვს და როგორ ვმალავთ არ გვინდა ჩვენს თავსაც კი გაუმხილოთ სინამდვილეში როგორები ვართ თვალხატულა ლამაზი გოგოები და ბიჭები თუ ამბიციური კაცები და ქალები. 
ერთი წუთით... მე რომ ეს წიგნი დამეწერა მხოლოდ ჩემი სიამოვნებისათვის ნეტავ როგორი იქნებოდა? იმდენი წინააღმდეგობა წამომივიდა მყისიერად თავში თითქოს ყიზილბაშები დამესხნენ თავს ალესილი ხმლებით :) მაგალითად ვინ რას იტყვის ეს რა სისულელე დაუწერიაო, კრიტიკოსი მომაძახებდა ბრძნული გამომეტყველებით არ ვარგა, აქ არ არის კარგად გამოხატული ეს გრძნობაო, სტილში არ ჯდებაო, კიდევ რას წერენ ხოლმე....? ზოგიც იტყოდა მეტი საქმე არ აქვსო, ისე ფსევდონიმს ამოფარებულს შეუძლია ალბათ უფრო თამამად გადმოიტანოს თავისი აზრები ფურცელზე, შემდეგ წიგნი გაამზადოს გასაყიდად კარგად ილუსტირირებული, ხარისხიანი ფურცლებით,  დადოს თაროზე და ჰეეე..... აი მაგალითად ფსევდონიმი "კუსტო ბუსტო" ან რამე უცხოური გვარი კომერციულად რომ ჟღერს კარგად, ამის ხათრით ხომ მაინც გაიყიდება, მაინც რას მივადექი ამ გაყიდვას, ალბათ ძალიან მჭირდება ფულიც და ამბიციური დიდებაც - ტაშის მქუხარედ დაკვრა, მერე ავტოგრაფების ჩამორიგება, რომელიმე კომპანიის რეკლამაში გადაღებაც, ამბიციებს საზღვრები ხომ არ აქვს, წარმოიდგინეთ  ყავას ვსვავ და ჭკვიანურ ფრაზებს ვამბობ ან იქნებ ღვინოს, არა არა ლუდის რეკლამაზე არ გამოვდგები, არც ლეისი და ჩიფსების .... ჰმ აი ნაიყინი მიყვარს, ესეც კარგი გაყიდვა იქნებოდა.
ო, ღმერთო ჩემო!... ეს გაყიდვები ჭკუიდან შეშლის ადამიანს ცხოვრების 90%-ს რომ იკავებს. მე მგონი წყლის ან მინერალური წყლის რეკლამა აჯობებს - დალიე წყალი და უფრო ჭკვიანი გახდები, აჰა გამოვიჭირე ჩემი თავი - რა ჭკვიანი მე ვარ.... ისე თუ გადავხედავ ჩემს განვლილ ცხოვრებას  ერთი პერიოდი  ისეთი მიურ-მოურიე თავსა და ბოლოს ვეღარ ვგებულობდი საიდან დამეწიყო ჩემი ცხოვრების დალაგება, ეტყობა დავალაგე ამიტომაც მომინდა  ჩემი თავისთვის ჭკვიანი მეწოდებინა. ისე რამდენად შეგვიძლია  სპონტანურად სიგიჟეები ჩავიდინოთ. ჩაგიდენიათ ალბათ სიგიჟე ასე არ არის? მე კი ახლა ვფიქრობ ღმერთო რა გიჟი ვიყავი, გიჟმაჟი უფრო მოუხდებოდა, საოცარი, მაგრამ ვინ გაცლის შენს ჭკუაზე ცხოვრებას, დედა გეუბნება ჭკვიანი უნდა იყოო, მამიდა გეუბნება დარბაისელიო, გაიგე ეხლა ვინ უნდა იყო, ხო მართლა ვინ გინდათ იყოთ? იქნებ მეოცნებე? არა ამით ვერ იცხოვრებ, იქნებ უბრალოდ ფერადი ბუშტების გაბერვა მოგწონთ, ან იქნებ კოსმოსში გინდათ გაფრინდეთ, ეს ბოლო ალბათ ყველას მოეწონებოდათ, იტყოდნენ  დედა რა ნიჭიერია, რაც მაგრები ვართ ქართველებიო.... ნეტავი მის პატრონსო, დედასო, ცოლსო, შვილსო, აი მესმის ამბიცია, ისე კოსმონავტობით შეინახავ ოჯახს, რეკლამაშიც გამოდგები, თუ რეჟისორიც კრეატიული შეგიხვდა მითუმეტეს, აი ასე... დალიე წყალი და გაფრინდო კოსმოსში, თან ინტერვიუს გართმევენ როგორ გრძნობთ თავს უწონობაში წყლის დალევის შემდეგო? შენ პასუხობ კოსმოსი სხვა ფერებში დავინახეო მზემ ხელი ჩამომართვაო, მთვარემ თვალი ჩამიკრა და ვენერამ სიყვარული ამიხსნაო..... კარგად ვიცინივარ..... ალბათ თქვენც გეღიმებათ ამ სიგიჟეზე...
ხო რას ვყვებოდი? წიგნის დაწერაზე, სადღაც ამოვიკითხე პაულო კოელიომ თურმე ჩემსავით :) ყოყმანობდა წიგნის დაწერაზე, შემდეგ მეგობრების დაჟინებული თხოვნით გაუბედია და დაუწერია და როგორი არაჩვეულებრივი ნაწარმოები შექმნა, მართლა როგორი უსამართლობა იქნებოდა რომ არ გაებედა და ეს სიბრძნე მხოლოდ მის გონებაში დარჩენილიყო, ყოჩაღ მის მეგობრებს, რომ სამყაროს ასეთი სიბრძნე აჩუქეს, ისე რა საინტერესოა ნეტავ კოლელიოც თუ ფიქრობდა წიგნის გაყიდვაზე? მაგ საკითხზე, რომ ეფიქრა დარწმუნებული ვარ გადაიფიქრებდა, რადგან ადამიანს არ სჯერა საკუთარი თავის, საკუთრი უნიკალურობის, ხო ვინ ვარ მე? რას ვაკეთებ? რატომ უნდა წაიკითხოს სხვამ, რა სარგებლობა უნდა მოუტანოს, რა უნდა შეცვალოს მის ცხოვრებაზე, რაზე უნდა დააფიქროს? ჩვენ ხომ მუდმივად კავშირში ვართ ერთმანეთთან, ვასწავლით ერთმანეთს, ხან მწარე გაკვეთილებს უტარებთ ერთმანეთს, ხანაც სიყვარულით გულში ვიხუტებთ... ჩემი პირველი ქმარი ჭკვიანი და ზარმაცი, ტკბილად მოსაუბრე, მეორე ალკოჰოლისა და დედიკოს მოტრფიალე, ორივესთან გავიარე გაკვეთილები, დიპლომი "ორჯერ გათხოვლი" ჰა...ჰა... ჰა.. გაკვეთილები ნამდვილად ძვირადღირებული აღმოჩნდა, როცა ძვირს იხდი რაღაცაში ის ნამდვილად ძვირფასი ხდება შენთვის, ჩემთვის ეს თავისუფლება იყო, ბოლოს რომ დავრწმუნდი რომ დავამთავრე "მოტრფიალე ქმარის" ცოლობა, ვაშათქო ისეთი შემოვძახე და სიხარულისაგან თვალებგაბრწყინებულმა უფალს მადლობა უთხარი ამ ძვირფასი ნავაჭრისთვის, ასე რომ გოგოებო, ქალებო თუ არ გაგიმართალთ ორი გამოსავალია ბედნიერი იყო ძვირადღირებული გაკვეთილებისთვის, მეორე თუ მაინც "მამაკაცი" აუცილებელია თანმხლებია თქვენი არსებობისათვის ისწავლეთ როგორ იცხოვროთ ამ თანმხლებ პირთან ერთად ბედნიერად.
კარგი გავაგრძელებ წიგნის წერას, შემდეგი კითხვა რაც ტვინში მომივიდა, უფრო ზუსტად კრიტიკული შეხედულება
- "რა შოთა რუსთაველი შენ ხარ ვერფხისტყაოსანივით საუკუნეებს გაუძლოს ამ ნაჯღაბნამ, ანდა ილია ჭავჭავაძე, თუნდაც ვაჟა-ფშაველა" ისე ეხლა მოდაშია ყველაფერი ნატურალური უნდა იყოს თუნდაც უნოჭო, თავისუფლებაა და ღიაობაა მოდაში, მთავარია გაბედო, ყველაფერს ჰყავს თავისი "მუშტარი"ზოგი ძვირრი ზოგოც იაფი.
ბრაიან ტრესისი ნაწარმოები "შეჭამე ბაყაყი" აი როგორი სახელწოდება აქვს ამ წიგნს, წამიერად წარმოგიდგებათ თეფშზე შესაჭმელად გამზადებულს ბაყაყი, უმრავლესობა გულისრევის შეგრძნება ნამდვილად გაუჩნდება, მაგრამ ერთი წუთით წარმოიდგინეთ ამ წიგნისთვის, რომ შეერჩიათ უფრო ჭკვიანური სათაური ვინ იყიდდა? იმდენი რამდენსაც ეცოდინებოდა ზუსტად რას შეეხება ეს წიგნი, მაგრამ "შეჭამე ბაყაყი", ისევ იქ ვბუნდებით რეკლამა და კომერიცია, მივედით გაყიდვები როგორი უნდა იყოს პროვოკაციური თუ საუკუნოვანი? სად დევს  ამბიცია, ისე ამბიცია ცუდი არ არის, თუ იმავდროულად  გვიყვარს ის რისთვისაც აკეთებ,  არსებობს ამბიცია საუკუნოვანი, როგორც ფიროსმანმა ბრძანა "წმინდა გიორგი მადგა მათრახით დახატეო, მეხატინებოდა და ვხატავდიო" ეს ის შემეთხვევაა როდესაც შედევრები საუკუნეებს უძლებენ.
 სიბრძნე, ჭეშმარიტება კომერციაზე არ ვიცი რა დავწერი, მაინც მივდივარ იქამდე რომ თურაშაულის ვაშლის პატრონი თუ ხარ უნდა დაწერო თუ პანტას ეძებ ტყეში მაშინაც დაწერე იქნებ ვინმეს ესიამოვნოს.
საბოლოოდ თქვენთვის მომინდია ძვირფასო მკითხველო ვისი პატრონი ვყოფილვატ თურაშაულის ვაშლის თუ ტყის პანტის, მეწერინება და ვწერ, თუ ვინმეს გემხიარულებათ წაიკითხეთ და იყავით ბედნიერინი, რადან გვჭირდება ამით მთელი ქვეყანა გავაბედნიეროთ, ბედნიერება გადამდებია, ვიცხოვროთ ბედნიერად, ბედნიერების გაკვეთილები ჩაუტაროთ ერთმანეთშ  და ასე გავლიოთ წუტისოფელი.
სიყვარულით დონარი
08.07.2017
შუადღე ყავის შემდეგ...
რა უნდა დავწერო წიგნში რომ კარგად იკითხებოდეს მწვანე ბალახი როგორ ბიბინებს, ელვარებს ათასი ეპითეტებით მიუძღვნა, აღმწერო და მკითხველმა ეს კარგად წარმოიდგინოს ანუ თავის თავის შეგრზნებებს გამზადებული რეცეპტები მივცეთ მე როგორ დავინახე მწვანე ბალახი? მე კი მგონია სე დაუწეროთ ხომ გინახავთ ბალახი ასეთი, როგორიც გინახავთ, წარმოიდგინე შენს წარმოსახვაში ბალახი აი ასეთი ვნახე მეც, რა სიგიჟეა, კომუნინიკაცია დგება მაგამ უკუკავშირი არ არის დიალოგის წიგნის ავტორსა და მკითხველს შორის, ნამდვილად არ ვიცი რას ვაპროტესტებ ამჟამად, რაღაც არ მომწონს და პროტესტი არსებობს (პრისუტსტვია) რა მოსწონს მკითხვლს მის მაგივრად ავტორი რომ აღწერს ყველაფერს და გამზადბული სურათი სიამოვნებას იღებს ამაში იხდის მკითხველი ფულს, ამიტომაც იყიდება წიგნები?
გამოჩენილი ქართველი მევილოლინე და დირიჟორი ლიანა ისაკაძე ამბობს 8 წლის გოგონა სცენაზე ვიდექი და საერთოდ არ ვღელავდი იმიტომ რომ მე აუდიტორიის მოსაწონებლად კი არა მუსიკის ზღვაში შესაზურად ვემზადებოდი, ამიტომაც არ ვღელავდი
აქ სწორედ ეს დასკვნა იქნებოდა სწორი დამეწერა ტუ არა წიგნი რომელსაც უამრავი კრიტიკა მოჰყვებოდა
დიახ დღეს კი ვწერ და ბევრიც დავწერე, მე ვაზიარებ ჩემს ცურვას თუ ფრენას იმაში რაშიც ვიყავი ვაზიარებ იმ შეგრძნებებს, იმ გამარჯვებებს რაც ამ მოგზაურობამ მოიტანა ძკვიანი კაცი სხვის შეცდომებზე ცხოვრობს და სულელი საკუტარზეც არაო ხოდა მე გიზიარებ ამ ცოდნას მარტივი მიზეზზის გამო მინდა წერა და ვწერ
ეს წიგნი ეხება მატერიალიზაციას სურვილების მატერიალზაციას რომელიც პირდაპირ კავშირშია მატერიასთან, მატერიალიზებულ ჩვენს ენეერგისთან რომელსაც ფული ჰქვია