Monday, November 27, 2017

მინდა  დავიწყო შიმონ პერესის სიტყვებით „...და ჩვენ მოვიფიქრეთ: ბუნების ყველაზე დიდი სიმდიდრეეს არის ადამიანი. ადამიანები ამდიდრებენ მიწას და არა მიწა ადამიანებს.
ეს ორი პრობლემა, რომელიც ერთი ერთმანეთთან  მჭიდროდ არის გადაჯაჭვული, ისეთი მქრალი ხაზებით არის დაკავშირებული, ვერ ხედავ საიდან იწყება და ან/და საით მიედინება ეს ორი პრობლემა განიხილება ერთიანობაში, და მართლიც არის, უბრალოდ უნდა გავმიჯნოთ საიდან მოვიდა დეპრესია, საიდან მოვიდა ჩვენს ცხოვრებაში ფულადი სახსრების დეფიციტი, ამის მიზეზი შეიძლება უამრავი იყოს, იმიტომ რომ ჩვენ ყველანი ინდივიდები ვართ მაგრამ რაც ამ პრობლემას წითელი ხაზივით გასდევს ეს არის ის, რომ ჩვენ არ ვაფასებთ ჩვენს თავს, ჩვენს შესაძლებლობებს, ჩვენი აღზრდა... ჩვენ ვართ მსხვერპლთა მსხვერპლები და ეს არა არის მარტივად ნათქვამი, მშობლებს ყოველთვის სურთ საუკეთესო შვლებისთვის და ის რაც ჩვენ მიგვაჩნია სწორად ჩვენი მშობლების აღზრდიდან გამომდინარე, ჩვენც ასე ვმოძღვრავთ ჩვენს შვილებს და  გადადის  თაობიდან თაობაზე...




ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ საკუთრი თავის შეყვარება ეს არის ეგოიზმი არადა სწორედ საკუთარი თავის აღიარება, ჩვენი ნიჭების ის რაც უფალმა საჩუქრად გვიბოძა, ეს ნიჭი რეალიზებული ყოფილიყო ჩვენს მიერ, ჩვენ ცხოვრებისეულ ორომტრლიალში გვერდზე გადავდეთ და ამ აურზაურში ჩავერთვეთ... ერთი წუთით დავფიქრდეთ და საკუთათ თავს ვკითხოთ მუდიმივი არაფერია ერთ დღეს წარვდგებით უფლის წინაშე და ის აუცილებლად დაგვისვავს ასეთ  შეკითხვას „ - მე რომ სიმდიდრე ნიჭი გიბოძე რა უყავი სად წაიღე, როგორ გაამრავლეო...“ გვაქვს კი პასუხი ამ შეკითხვაზე, ალბათ არა რადგან ისეთ აურზაურში ვართ ჩართული, რომ ჩვენ საერთოდ არ გვახსოვს საკუთარი თავი, ის ნიჭები და შესაძლებლობები რაც გაგვაჩნია, მხოლოდ ცხოვრებისეულ შაბლონებს მივსდევთ ასე მაგალითად: ... ეს რა ქვეყანაში ვცხოვრობთ... მთავრობის ბრალია..., ეხ პატრონი რომ მყავდეს..., მდიდარი მშობლები.., მდიდარი ქმარი... კიდევ უამრავი, შაბლონებით გვაქვს მოცემული... ერთი წუთით გაჩერდი და საკუთარ თავს ჰკითხე „- კი მაგრამ ეს სულ ეს ხართ...?  ჰკითხეთ თქვენს თავს რა დააკელით მას? ზუსტად ის რაც საკუთარ თავს დააკელით, ზრუნვა, პასუხისმგებლობა, უკეთესი ცხოვრება, იმას ითხოვთ სხვებისგან, სწორედაც, რომ პირველ რიგში ქართული ბრძნული ანდაზაა „ჯერ თავო თავოო მერე ცოლო და შვილოო“ ჯერ საკუთარი თავი ისე შეიყვარე, რომ თავადვე გახდე ბედნიერი, ცარიელი ჭიქიდან წყალს ვერ დალევ, ჯერ შენი თავი უნდაა აავსო სიხარულით, ენერგიით, სიცოცხლის სიყვარულით და რასაცა გასცემ შენია რაც არა დაკარგულია ხომ გაგიგიათ, გაცემული საკუთარი თავისათვის უკანვე გიბრუნდებათ,  სამყარო ნეიტრალურლია მას არ სჭირდება ჩვენი ემოციები ის ყოველთვის წონასწორობაშია, ჩვენივე გაშვებულ ემოციას, საქმეს, სიკეთეს უკანვე გვიბრუნებს ხშირ შემხვევაში გამრავლებული სახით.
ახალ ისმევა შეკითხვა როგორ გამოვიდეთ დეპრესიიდან?... დეილ კარნების სიტყვებს მოვიშველიებ „არცერთი ჩვევა ისე არ აუმჯობებსებს განწყობას, როგორც ყოველთვის უკეთესის მოლოდინი, რწმენა იმისა, რომ ყველაფერი კარგად იქნება, რომ ჩვენ წარმატებას მივაღწევთ, მიუხედავად ნებისმიერი მოვლენისა ან მათი არარსებობისა, ბედნიერები ვიქნებით...
რწმენა უფლისა, ლოცვა, მეტი ურთიერთობა ბუნებასთან, თქვენ რადგან დეპრესიაში ხართ ცხადია ჯანმრთელობის პრობლემებიც გაქვთ, ამიტომ მეტი ისეირნეთ ბუნებაში და ილოცეთ უფლის ხელი და მადლი ყველგანააა.
რაც შეეხება უფულობას, ფულის ხსენებაზე ხშირად ფულის კუპიორები მოგვდის გონებაში, რა არის სიმდიდრე, სიმდიდრესთანაც ფული ასოცირდება, კი მაგრამ როგორ ვიშოვოთ ეს ფული, რომ კიდევ მეტი კომფორტი გვქონდეს ვიდრე ეს დღეს გვაქვს...
აღიარეთ რამდენი სინდიდრე გაგაჩნიათ რასაც მსოფლიოს მილიონიც რომ გქონდეთ  ვერ იყიდის ადამიანი, აღიარეთ რამდენი სიმდიდრის პატრონი ხართ... გაიხსენეთ რამდენ გამარჯვებისთვის მიგიღწევიანთ რასაც ფულით ვერ იყიდდით, გაიხსენეთ  როგორი მდიდარი ხართ... ნუ თვლით რომ ფულის კუპიურა არის თქვენი ცხოვრების გზამკვლევი...
დაისახეთ მიზანი...
მიზანს წარმოადგენს ის რაც ადამიანს სჭირდება ცხოვრებისგან, სამყაროს უხარია, ბედნიერია, ის მზად არის თქვენი სურვილები შეასრულოს, როდესაც მიზანი ფულია და თვლით, რომ მიზნის მიღწევა მხოლოდ ერთი ტომარა ფულის მეშვეობით მიიღწევა შეცვალეთ მიზანი, რადგან ფულის მარათონში ყველა დამარცხებული გამოდის. ასეთ შემთხვევაში თქვენ ფიქრობთ ფულზე და არა მიზანზე, საბოლოოდ აღარც ფულია  და არც მიზანია მიღწეული, მიზნის მაგივრად აზრობრივ ენერგიით ავსებთ მიზნის ხელოვნურად შეცვლელ ფულზე... სამყარო ვერ გებულობს საბოლოოდ თქვენ რა გსურდათ თქვენ შეცვალეთ მიზანი...
ახლა წარმოიდგინეთ, მიბრძანდით რესტორანში და ოფიციანტი შემოგეგებათ, რას მიირთმევთ და აძლევთ შეკვეთას, სამზარეულოში დაიწყეს თქვენი შეკვეთის მომზადება, თქვენ ამ დროს ცვლით შეკვეთას, ცხადია შეჩერდება თქვენი პირველი შეკვეთის მომზადება და დაიწყება შემდეგი შეკვეთის მომზადება, თქვენ ისევ ცვლით შეკვეთას ბუნებრივია საერთოთ შეჩერდება თქვენგან შეკვეთების მიღება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ თქვენ აუცილებლად უნდა ჩამოყალიბდეთ რა გსურთ ჩაი თუ ყავა... ამიტომ ჩამოყალიბდით რა გსურთ და ისე მიეცით სამყაროს შეკვეთა, რომ მან შეასრულოს სანუკვარი სურვილი...
მუდმივი ფიქრი ფულის დეფიციტზე, გვაძლევს მხოლოდ ერთ საფუძვლიან შედეგს, იმას რასაც ფიქრით და ჩვენი ენერგიით მუდმივად ვკვებავთ ის მრავლდება, უფულობას თუ კვებავთ თქვენივე ფიქრებით, შესაბამისად ელოდეთ უფრო მეტ დეფიციტს რადგან თქვენვე გაამრავლეთ უფულობა თქვენს ცხოვრბებაში, ახალ კი ხვდებით თქვენს ფიქრებს რა ძალა აქვს, ახლა ეს ძალა თქვენივე სასარგებლოდ გამოიყენეთ, ფიქრი მიმართეთ არა ფულზე არამედ მიზანზე და მერწმუნეთ სამყაროდან აუცილებლად მოგივათ დახმარება, ზოგი იდეის სახით, ზოგიც საჭირო დროს საჭირო ადგილზე, ზოგიც ადამიანების მეშვეობით, მთავარია მოინდომოთ...
იდეიდან მიზნისკენ მიმავალი გზის თანმდევია ფული და არა თავად მიზანად დასახული ფული. ნუ ღელავთ მთავარია ფულის  მნიშვნელობა დაიყვანოთ მინიმუმამდე იფიქრეთ მხოლოდ იმაზე თუ რისი მიღება გსურთ... და არა იმაზე რის დეფიციტს განიცდით...
მინდა  პოზიტიურ მოტაზე დავასრულო შეუძლებელია და მიუღწეველია  არაფერია, ყველაფერი თქვენს ხელშია, თქვენივე შესაძლებლობების სწორად გამოყენებაში, მთავარია თქვენ მოინდომოთ ამის მიღება.... ადამიანის დანიშნეულებაა იყოს ბედნიერი... დაე იყოს ასე იყავით ბედნიერნი....

სიყვარულით დონარი სამადაშვილი

თბილისი 27.11.2017

0 comments:

Post a Comment