Wednesday, November 1, 2017

სამოთხეში ადამმა ვაშლი შეჭამა და ევას დააბრალა შენ მაცდუნეო, სამოთხიდან გამოაძევეს რადგან მან არ აღიარა ის ფაქტი რომ უფალის სიტყვას არ დაუჯერა  "- არ შეჭამო თორემ სამოთხეს დაკარგავო... " უფალმა იცოდა, რომ იგი არ აღიარებდა  და დამნაშევეს "გარეთ" მოძებნიდა.
ადამი ეს არის გაუცნობიერები არსი მატერიალური ადამიანისა...
გზა პირველი: რა იქნებოდა თუ კი ადამი აღიარებდა და იტყოდა:
-კი უფალო... მე შევჭამე,  მაინტრესებდა რა იყო, როგორი გემო ექნებოდა აკრძალულ ხილს...
 თუკი ადამი  აკრძალვას არ დაემორჩილებოდა შემდეგ რა მოხდებოდა?...
უფალი პასუხობს: - მე მამა ვარ შენი, მე ვზრუნავ ჩემს შვილებზე, მე ვიცოდი, თუკი ამას შეჭამდი შენ თავად დაზარალდებოდი... განიდევნებოდი სამოთხიდან...
მაგრამ იყოს ნება შენი, შედეგით მიხვდებოდი რისგან  გიცავდი, რაკიღა შეჭამე მაშინ გაიზარდე კიდეც და განვითარდი, აიღე პასუხისმგებლობა შენს არჩევანზე, როდესაც თვლი რომ ეს შენი ნებაა, მაშინ ნება იბოძე და ჩადენილიდან გაკვეთილიც მიიღე, ანალიზი გაუკეთე და ისე გააგრძელე შენი გადაწყვეტილებებით ცხოვრება, თუცა იქნებ ჩემი მხრიდან გამოწვევაა, - შენგან, "ადამიდან", ადამიანი დადგეს, რომელიც იქნება "თავისი თავის უფალი", თავისუფალი რომელსაც თავადვე შეუძლია განსაზღვროს შეჭამოს თუ არა ვაშლი, ჩემი სურვილი იყო შენ ჩემი ასლი ყოფილიყავი მატერიალურ სამყაროში - დედამიწაზე, შეგძლებოდა იქ სამოთხეში გეცხოვრა, მაგრამ მე ვთვლი რომ სამოთხეს დამსახურება, გაცნობიერება სჭირდება და იმის დაფასება რაც მოგეცა ეს როგორც მოცემულობა.
მაინტერესებდა ჩემგან მოცემული სამოთხიდან საით მოინდომებდი წასვლას, განვითრებას, დარჩებოდი როგორც მორჩილი და მთელი არსებით  სამოთხეში დარჩებოდი თუ წინააღმდეგობების დაძლევაში გაძლიერდებოდი... განვითარდებოდი...

გზა მეორე: ბუდა გამახსენდა, როგორც მეორე, განსხვავებული არჩევანი - სამოთხეში ყოველთვის არ უნდა ადამს, მისი არსი აღმოჩენებშია.
ბუდამ თავისი სურვილით დატოვა სასახლე "ედემი" და მისი მეუღლე "ევა"  ისე წავიდა სასახლის გარეთ სამყაროს შესაცნობად. საინტერესო და შესაცნობი ყოველთვის საზღვრის გარეთაა, სადაც კომფორტის ზონა მთავრდება, საზღვრების გადალახვა ჩვენი გონების ცნობიერებების გამდიდრების წყაროა, ალბათ ამიტომაც ხშირად გვირჩევენ, რომ ვიმოგზაუროთ სხვა ქვეყნებში, გადავკვეთოთ საზღვრები.
ინტერესი ჩნდება კომფორტის ზონის იქით, მართალია შიში გიპყრობს, მაგრამ მაინც რა ხდება ის ამბობს - კი ბატონო ეს გავიგე კარგად ცხოვრება, გათენდა ავდექი, ვჭამე, ვსვი, დავტკბი ბაღში სეირნობით, დაღამდა ლამაზ ცოლთან სიამოვნებაში ღამის გათენება... ისმის კითხვა კი მაგრამ უფალო სულ ეს იყო? სულ ეს ვარ?...
აი მეორე გზის არჩევის პასუხი: 
- კი მაგრამ ვინ ვარ?
- რატომ ვარ და აქ რას ვაკეთებ?
- რა არის ჩემი აქ მოსვლის მიზანი?
- რას ვემსახურები მე?
- რა დანიშნულება მაქვს სამყაროში?
- რა წვლილი უნდა შევიტანო სამყაროს განვითრებაში?
ამის ამოსაცნობად მოვდივართ ვიბადებით, ვიზრდებით და შემდეგ ისევ მივდივართ, გარდავიცვლებით, სხვა სახით სხვა მდგომარეობით ვარსებობთ.
ვიპოვოთ ჩვენი დანიშნულება, ადამმა თავისი მისია შეასრულა, ეს შეასრულა ბუდამაც, რომელმაც თავისი სურვილით დატოვა სამოთხე, საკუთარი თავის შესაცნობად... ეს არის მოგზაურობა ყველაზე საინტერესო და შთამბედავი...

0 comments:

Post a Comment