1. 1
  2. 2
  3. 3
  4. 4
  5. 5
  6. 6

Monday, December 8, 2014

"საუკეთესო რამ რასაც შეიძლება ცხოვრებაში დავეყრდნოთ – ერთმანეთია." - ოდრი ჰეპბერნი ამ მშვენიერი ქალბატონის სიტყვებით მინდა დავიწყო ჩემი მორიგი სტატია, რადგან  ეს სიტყვები  იხილა ჩემა თვალება შუა ქალაქში...... სულ რამდენიმე დღის წინ პიროვნული ზრდის ტრენინგზე მივიჩქაროდი, მაგვიანდებოდა ე.წ. პეკინისა და საბურთალოს ქუჩის კვეთაზე თვალებში შემომხვდა ძლიერი თავგანწირული თვალები. ამ უცნაური თვალების მზერის არიალი ნელ-ნელა გავზარდე, როგორც მაუსით შემოსაზღვრული მონიშვნა. ჩემს თვალწინ გაიშალა სცენა... დავინახე ჯერ ამ თვალების პატრონის სახე, შემდეგ ჩემი მზერა მის ფეხის კiდურებს, რომ მისწვდა მისმა თვალებმა მეტი თავგანწირვა შეიძინა თითქოს ამბობდა "მე ვარ ვისაც არ შეუძლია მაგრამ, რადგან ჩემს გვერდში მდგომს სჭირდება ჩემი თვალის სინათლე, მე ვალდებული ვარ... "...

Thursday, November 20, 2014

პაუზა რომელიც იქმნება შუალედით, მდუმარება არ დაშურებულ ძალისხმევასა და რეზულტატს შორის, როგორი მდუმარეა, თითქოს ფოთლების შრიალიც კი აღარ ისმის ხოლმე, იქ არავინაა, მხოლოდ სიმშვიდე და სასიამოვნო მდუმარება.... ნამდვილად არ ვიცი ეს რა ენერგიაა, რითი ივსება ეს ენერგია, არც სუნი აქვს და არც გემო, არც არანაირი შეგრძნებაა, ეს ის ენერგიაა რომელიც დასვენებას გკარნახობს თითქოს ყურში ჩაგჩურჩულებს დაჯექი და დალოდე, ზედმეტი არ მოგივიდეს, ნუ წუხარ ეს უკვე ზედმეტია, შენ ის ენერგია შექმენი რომელმაც ახალა თავისი საქმე უნდა გააკეთოს, რა საინტერესოა სამყაროში როგორ ვქმნით ჩვენეულ ენერგიას, რომელსაც შეუძლია გადაატრიალოს ჩვენი ცხოვრება, ადამიანების ბედი.... სამყაროში შექმნილი ყველა ენერგია ჩვენი მისამართითაა გატყორცნილი, რომელიც პაუზის შემდეგ უხვად უკან ბრუნდება, აი მაშინ ხდება შეგრძნება ახალი თვით შეფასებისა, ანუ ჩვენ ვაფასებთ ჩვენს თავს დაბრუნებული ენერგიით, მაშინ დგება შეფასება თურმე რა შეგძლებია რომელსაც ასეთი შედეგი მოაქვს, პაუზის ხანგრძლივობა არ ვიცი როგორაა დამოკიდებული რეზულტატის გრანდიოზულობაზე, ალბათ პირდაპირ პროპორციულად, თუ ცოტას გააკეთებ ცოტასაც მიიღებ.... პაუზა არის ის რაც გულს გიჩქროლავს, როცა ფიქრობ რამე ხომ არ დავაკელი, რა არ გავაკეთე, რატომ იგვიანებს შედეგი.... პაუზა დიდებული რამაა ეს არის წინა პირობა რეალური გამარჯვებისა, რომელიც დროშას ხელში აგაღებინებს და ყველაზე დიდი მთის წვერლვაზე შენივე ხელით დაგადგმევინებს, და თან ისეთ ბღავილი აღმოგხდება პირიდან, რომ შენთვითონვე გაგიკვირდება, თითქოს შენს თვალწინ შეიქმნა ახალი „მე“, „ახალი ადამიანი“, რომელიც ეს ესაა გააცნობიერე, რომ ეს შენ ხარ.. განცდილი უდიდესი გამარჯვების ნეტარებით, რომელიც აღარ ფიქრობს რამდენი ოფლი ღვარა, რამდენი იწუწუნა, რამდენი იტირა, ეს ყველაფერი უკანაა წინ დიდი ფრიალა დროშა გიჭირავს რომელითაც სამყაროს ამცნობ შენს გამარჯვების ბედნიერებას..... პაუზა...

Friday, September 19, 2014

ბიბიდი ბაბიდი ბუმ!!!!!!!!! ჯადოსნური სიტყვებია, ასე არ არის, მაგრამ რაში მდგომარეობს მისი ასეთი სიძლიერე? საქმე იმაშია, რომ ეს იმ სიძლიერის და ჯადოსნობის ფინალური ფრაზა, რომელსაც მოსდევს კიდევ უფრო დიდ და ძლიერ მხარეს სურვილების ახდენას, დასაწყისში მიხვდით რაზეა საუბარი ალბათ, ეს ჯადოსნური სიტყვები ყველა ბავშვისთვის თუ მოზარდისთვის  საყვარელი ანიმაციური ფილმი "კონკიას" ეკუთვნის. მართლაც და რა არის აქ ჯადოსნური? ცოტა წინ თუ წავიწევთ და კონკიას...

Friday, August 15, 2014

კიდევ ერთი წარმატების საიდუმლო მინდა გაგიმხილოთ.... არ ვიცი თუ გახსოვთ კომუნისტური ხანის ჟურნალ-გაზეთებისის თუ მოგიკრავთ თვალი "პროლეტარებო ყველა ქვეყნისა შეერთდი!!!" ასეთი ლოზუნგი ჰქონდა ყველა მაშინდელ პრესის ფურცლებს, ალაბთ იკითხავთ ეს რა შუაშიაო, მაგრამ ამ ლოზუნგს ასე შევცვლლიდი "უიღბლოებო, უბედოებო ყველა ქვეყნისა შეერთდით!!!" ძალიან საინტერესო ჩანაცვლება იქნებოდა, მართლა რომ შემდგარიყო მათი შეხვედრა, როგორ შესჩივლებდენენ ერთმანეთს და...
რწმენააა უდიდესი ცხოვრების გზაზე, მე მინდა რწმენის ძალაზე გაგიზიაროთ ორი ნამდვილი ამბავი ერთ-ერთი მათგანი მე თავად გადამხდა. როდესაც საბავშო ბაღში დავდიოდი,  დაახლოებით რამდენიმე ათეული წლის წინ, ალბათ 5 წლის ვიქნებოდი, ჩემს ჯგუფში ერთი ჩემსავით პატარა ბიჭი დადიოდა, რომელიც სიმაღლით ყველაზე მაღალი იყო, ერთხელ ვკითხე როგორ გაიზარდე ასე მაღალითქო, მას არ დანანებია საიდუმლოს გამხელა, ჩემს მეზობლად ცხოვრობდენენ მისი ნათესავები....

Tuesday, August 12, 2014

გაუთავებლად ვსაუბრობთ ბიზნესსზე, შემოსავლებზე, დამოუკიდებელ ცხოვრებაზე, სახლში - ტელევიზორი თუ ინტერნეტ საიტები, ყველა საუბრობს და გვთავაზობენ საკუთარ გამოცდილებას აყვავებულ ბიზნესებზე თუ მაღალ შემოსავლიან სამსახურებზე, ადამიანს სურვილებს რა გამოულევს, მაგრამ ალბათ ჩემსავით არასოდეს დაფიქრებულხართ ისეთ ბიზნესის წამოწყებაზე როგორიცაა მებაღეობა, ალბათ იტყვით, რომ ველოსიპედს არ ვიგონებ, მაგრამ ამაში არის რაღაც ის რაზეც არასოდეს დავფიქრებულვართ, მაგრამ...

Sunday, July 13, 2014

რამდენჯერაც ადამიანი მისთვის უცნაურ მოვლენას შეიმეცნებს ბუნებიდან, ეს იქნება ცხოველთა თუ ფრინველთა სამყაროდან ყოველთვის გაფართოებული თვალებით და ინტერესით ღებულობს მას თან დააყოლებს სიტყვას "სასწაულია", "რა საინტერესოა", სანამ დავიწყებდი წერას ჩემდა უნებურად, ნიანგის ცრემლები გამახსენდა, თქვენც გაიხსენეთ, როდესაც ნიანგი თავის მსხვერპლს ჭამს თვალებიდან ცრემლები მოდის, ეს ფრაზა ხომ გაგიგიათ "ნიანგის ცრემლებს ღვრისო", თან ჭამს თან ეცოდებაო, იცით...

Thursday, June 26, 2014

სამყაროს მარიონეტი შვილები დიახ ეს ჩვენ ვართ მე და შენ..... რატომ ვიხლიჩებით წარსულსა და მომავალში როდესაც ვცხორობთ აწმყოში? რატომ ვხდებით მარიონეტები წარსულისა და გაუგებარი მომავლისა, ცხოვრება ხომ აწმყოთი მოგვეცა, რეალობა ხომ ახლა ამჟამად ხდება, წარსულში ბრალდებები საკუთარი თავისა და არ შემდგარი წარმატებული მომავალი კი ილუზიებთ და ოცნებებით გაჟღენთილი, რომელსაც ვერასოდეს ვაქცევთ ხოლმე იმ ფერებათ როგორც მომავლის ოცნენბებით ვხატავთ და ამ...